ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის თოჯინების თეატრს რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს, 11 თებერვალს წარადგინეს. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, სალომე  ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით. მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინების თეატრებში. ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც …

შუშა ძეგლის ფასადზე, რომელიც ქუჩას ირეკლავს – ვინ და რატომ გასცა ნებართვა

ბათუმის თოჯინების თეტრის შენობაში კაფეს ხნიან. კაფეს მოსაწყობად, შენობის პირველ სართულზე სარემოტო სამუშაოებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აწარმოებდნენ. საბოლოოდ შენობის ფასადის ნაწილში ჩასვეს შუშა, რომელიც ქუჩას ირეკლავს. კანონის მიხედვით, ძეგლი დომინანტი უნდა იყოს და მან ვისაც ძეგლის დაცვა ევალება, არ უნდა დაუშვას არავითარი მშენებლობა ან სხვა რაიმე კოსტრუქციის მოწყობა-განთავსება, რაც ძეგლის დაჩრდილვას გამოიწვევს. კანონი ასევე ამბობს, …

რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში ძველი სავარძლები გამოცვალეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკამებს მაღალი საზურგეები აქვს, რის გამოც სპექტაკლის სანახავად მოსული ბავშვები სცენის ნაცვლად სავარძლის საზურგეს ხედავენ და იძულებულნი არიან, სპექტაკლი ფეხზე მდგომებმა ნახონ. შესყიდვების მასალების მიხედვით, ახალი 187 სავარძლის შესაძენად ბიუჯეტიდან 54 978 ლარი დაიხარჯა, თუმცა პატარა მაყურებლებისთვის სავარძლები სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა. რატომ …

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე დანიშნეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დღეს, 28 ივნისს, ორი თეატრის ხელმძღვანელი დანიშნა. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, ისინი „სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატები“ არიან. „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძის, ხოლო სსიპ – ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თამაზ ბოლქვაძის კანდიდატურა იქნა შერჩეული“, – წერია განათლების სამინისტროს მიერ …

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

დღეს, 31 მაისს, ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა,  გათავისუფლების შესახებ ის ჯერ სიტყვიერად გააფრთხილეს. „ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა სიტყვიერად გაგვათავისუფლეს. ვადა ამომეწურა. ვადის ამოწურვამდე უნდა დანიშნულიყო არჩევნები, მაგრამ არ შეკრებილა არც საბჭო, არც არაფერი, თუმცა ჰყავთ სხვა კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე და …

„პატარა პრინცი“ ბათუმის თოჯინების თეატრში – „მოწვეული სტუმრებიდან არავინ გასულა უცრემლოდ“

დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში “პატარა პრინცის” პრემიერა შედგა. სპექტაკლი მარიონეტულ სივრცეში გაიმართა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ პირველად იწყებს ფუნქციონირებას. ამჯერად „პატარა პრინცი“ ნაწარმოებს ზუსტად არ მიჰყვება და სპექტაკლის რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – გიორგი ჩხაიძის ჩანაფიქრს წარმოგვიდგენს. „პატარა პრინცი“ უკვე მესამედ იდგმება, თუმცა ჩვენს გადაწყვეტაში იგი არ …

რას სთავაზობს ბათუმის თოჯინების თეატრი აპრილიდან პატარა მაყურებელს

შემსუბუქებული რეგულაციების შესაბამისად, თეატრებს სპექტაკლების წარმოდგენა და მაყურებლების მიღება აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ. ბათუმის თოჯინების თეატრს ბავშვებისთვის სპექტაკლი, სხვა თეატრების მსგავსად, თითქმის 1 წელია არ წარმოუდგენია. თუმცა ტარდებოდა რეპეტიციები რეგულაციების დაცვით. თოჯინების თეატრი ბათუმში აპრილის შუა რიცხვების შემდეგ განაახლებს სპექტაკლების ჩვენებას და ორ პრემიერას წარმოადგენს: გელა გელაძის დადგმულ სპექტაკლს ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი“ და გიორგი …

ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად …

გამოფენა ბათუმის თოჯინების თეატრთან [ფოტო]

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ტრადიციული ჟრიამული არ არის – კორონავირუსის პანდემიის გამო სპექტაკლები დღეს არ იმართება, თუმცა თოჯინების თეატრი ბავშვთა დღეს გამოფენით გაეხმაურა. თეატრმა შენობის წინ დეკორაციები გამოფინა, რომლის დათვალიერებაც დღის ბოლომდეა შესაძლებელია.  

მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანსია თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV 25 იანვრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: puppettheatre@outlook.com აუცილებელი მოთხოვნაა, კონკურსანტს გააჩნდეს შემოქედებითი პორტფოლიო, რომელიც თან უნდა ერთვოდეს CV-ს ფოტომასალის ან დოკუმენტის სახით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებსაც. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მანდარინი“ დაიწყო, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი „როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია,„ლიმპოპო“. „პროექტის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება“.  

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის შიდა ეზო გადაიხურება. სამუშაოებისთვის თეატრის ადმინისტრაციას 114 ათას 983 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს, რომელიც შიდა ეზოს გადახურვის გარდა შიდა კედლების დამუშავება-შეღებვასაც ითვალისწინებს, თეატრი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შიდა ეზო გამჭვირვალე ნაწრთობი მინით გადაიხურება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ლითონის კონსტრუქციები. დაგეგმილია დაახლოებით 87 კვ/მ ფართობის გადახურვა. ბათუმში, მემედ აბაშიძის …

ბათუმის თოჯინების თეატრის სარდაფში საბავშვო ელექტრომატარებელი იმოძრავებს

ბათუმის თოჯინების თეატრი მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე კუთვნილი შენობის სარდაფში საბავშვო ატრაქციონს – ელექტრომატარებელს დაამონტაჟებს. თეატრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის სარდაფში დაგეგმილი აქვთ თოჯინების თეატრის მუზეუმის გახსნა, სადაც მოზარდები ელექტრომატარებლით გაისეირნებენ. მუზეუმის გახსნას თეატრი 2018 წლის სექტემბრისთვის გეგმავს. „თეატრის შენობის სარდაფში მოეწყობა მუზეუმი იმ სპექტაკლების ძველი დეკორაციებით, რომლებიც მოქმედი აღარ არის და ამ დეკორაციებში გაივლის …

ბათუმის თოჯინების თეატრი ლონდონში მიემგზავრება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ცხრა წარმომადგენელი 5-12 აპრილს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. დელეგატები ერთკვირიან პროფესიულ ვორქშოპში მიიღებენ მონაწილეობას და მოინახულებენ ლონდონის ცნობილ დიდ და პატარა თოჯინების თეატრებს: Little Angel-ს, Puppet-ს და Theatre Barge-ს. პროექტის ფარგლებში თეატრის წარმომადგენლები Liceum Theatre-ში დისნეის ლეგენდარულ სპექტაკლს „Lion King“-ს დაესწრებიან. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის სამხატვრო …

ბათუმის თოჯინების თეატრი დღეს თეატრალურ სეზონს ხსნის

დღეს, 7 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი  2017-2018 წლების თეატრალურ სეზონს, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად გახსნის. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება. შაბათი: 19:00 საათი – “არამგამა” კვირა 13:00 საათი – “ამბიციური ვირი”. დღეს ჩვენებას დაესწრებიან შპს „უნიმედის“ ბენეფიციარები, აგრეთვე იმუშავებს ღია სალარო. 19:00 საათზე სპექტაკლ “არამგამას” …

Exit mobile version