Batumelebi | ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მანდარინი“ დაიწყო, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი „როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია,„ლიმპოპო“.

„პროექტის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com