116 ჩანაწერი მეუფე დიმიტრიზე – სავარაუდოდ, სუსის ფაილები

სავარაუდო სუსის ფაილებში, უფრო კონკრეტულად კი სუსის ჩათში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი 116-ჯერ არის ნახსენები. დიმიტრი შიოლაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით სუსის ფაილებში წერია, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გადააფიქრებინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გასული წლის 6 სექტემბერს პატრიარქ ილია მეორეს გადადგომა და იმაზეც, მისმა მძღოლმა ეპისკოპოსის შვილიშვილები თურქეთში რომ გადაიყვანა მამასთან შესახვედრად. სავარაუდო სუსის …

სააღდგომო ლიტურგია პირბადეებით, მაგრამ დისტანციის დაცვის გარეშე [ფოტო]

2 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც პანდემიის გამო აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლი არ დაუშვეს, წელს  სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედ ტაძარებშიც. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. „მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას …

ნათლისღებას ზღვაში შესვლის ტრადიცია პანდემიის გამო არ შესრულდება – ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, დღეს, 18 იანვარს, ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება კორონავირუსის პანდემიის გამო. 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას ზეიმობენ, ბათუმში მრევლი ამ დღეს ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნავს, თუმცა არა წელს. ეპარქიის ცნობით, ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა დღეს, 18 იანვარს, 16 საათზე შესრულდება, 19 იანვარს კი, დილის 9 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო წირვა გაიმართება. ______________ …

საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თხოვნით მიმართავს მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია. „ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!“ შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი …

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე – ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია

18 აპრილის საღამოს ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ. სააღდგომო ღვთისმსახურება   19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება ეპარქიაში შემავალ ტაძრებში. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით მრევლიც და სასულიერო პირებიც …

დეკანოზი იოანე: სინოდზე უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს

დღეს, 19 მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქუჩების კურთხევა დაიწყო. ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით,  ქუჩების კურთხევა კორონავირუსს უკავშირდება. „ჩვენ, სასულიერო პირები, მრევლთან და სტიქაროსნებთან ერთად გავალთ, ჩავატარებთ ლიტანიობას. უკვე წყალი ნაკურთხია. ლოცვა აღვლენილია. გავალთ და ქალაქის ქუჩებში ვაკმევთ საკმეველს. ნაკურთხ წყალს ვასხურებთ, რაც …

კორონავირუსის გამო ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის კურთხევა დაიწყო

დღეს, 19 მარტს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ქალაქის კურთხევა დაიწყო. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს. დილის 11 საათიდან საკათედრო ტაძართან ავტომობილები იყო მობილიზებული, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ქალაქის კურთხევა, მეუფის ბრძანებით, მანქანებიდან არ მოხდება და სასულიერო პირები ქალაქს ფეხით შემოივლიან. ქალაქების კურთხევა კრონავირუსის პრევენციის მიზნით, …

ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე. დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს  უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, …

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები. ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც …

7 იანვარს ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. ხვალ კი ქალაქის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. „7 იანვარს, კვირას, დღის 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება, საიდანაც …

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ [ფოტო]

მარიხუანას ლეგალიზაციის საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, რომლის ორგანიზატორიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა:

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გამო ქვის ჯვარს გადაიტანენ

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართულია ჯვარიც, რომლის გადატანის საკითხზე მოლაპარაკება ეკლესიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ჯვარს ეკლესიის მიერ შერჩეულ ადგილზე გადაიტანენ, თუმცა სად, მთავრობაში ვერ აკონკრეტებენ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ფიქრობდნენ ახალი საკათედრო ტაძრის აშენებას. …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს …

კრამიტი და ფილები ეკლესიას ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქის საკთრებაში არსებულ 5500 ცალ კრამიტსა და 2100 კვ/მ ტროტუარის მოსაპირკეთებელ ფილას [მეორადს] უსასყიდლოდ, „თხოვების უფლებით“ სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადასცემს. შესაბამისი დახმარების თხოვნით ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანმა ორჯერ წერილობით მიმართა. მიტროპოლიტის მდივნის ერთ წერილში აღნიშნულია, რომ კრამიტი და ფილა წმინდა ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისთვის ესაჭიროებათ, ხოლო …

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მეტრი ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადაეცემა. „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 500 ცალი …

Exit mobile version