კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“

„მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორი სააღსრულებო ფურცელი მიჭირავს ხელში და ჩემს ქონებას მაინც ვერ ვიბრუნებ,“ – ამბობს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე. ის ბათუმში, შანიძის 16-ში მდებარე უძრავი ქონების, ასევე საწარმოს და ძვირადღირებული დანადგარების დაბრუნებისთვის იბრძვის. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, უკვე 3 წელია განზრახ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან საქმე „ოცნებასთან“ დაახლოებულ ხალვაშების ოჯახს ეხება. …

აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა

დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. გამოსახლების პროცესი დროებით …

მეეზოვე ბათუმიდან: სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულება არაფერს აკეთებს

„სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულებას ველოდები,“ – ამბობს ტარიელ მეგრელიძე. მას ვალი აქვს ასაღები – 3199 ლარი, თუმცა აღმასრულებელი მოვალეს ვერ პოულობს. მოვალე სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა მის საპოვნელად პოლიციის ჩართვაზე ამ დრომდე აღსრულების ბიურო უარს ამბობს. აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ პასუხობს მოქალაქეს, რატომ არ ცდილობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სახელმწიფო უწყება. ბათუმის …

4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ

ისტორია, რომელიც ერთი ქალის განქორწინებას და ბავშვების ალიმენტს ეხება, 2018 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. შემდეგ იყო სასამართლო პროცესები, სადაც გადაწყდა, რომ უნდა გაიყიდოს კაცის და ქალის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საერთო ქონება – მიკროავტობუსი, რათა ბავშვების ალიმენტის დავალიანება დაიფაროს. მიკროავტობუსის 50% სასამართლომ ქალს მიაკუთვნა, 50% კი – კაცს.  ნახეთ, …

„3 შვილის დედას 720-ლარიანი ხელფასიდან ნახევარს მაჭრიან“ – როგორ აგვარებს დავებს აღსრულება

„მორიგების 10 ათასამდე შემთხვევა 9 თვეში“, – სტატისტიკური მონაცემები დავების მორიგებით დასრულების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. აქვე ნახავთ მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც კითხულობენ: „ვისი საქმე დასრულდა მორიგებით?“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აღსრულების ბიუროს მორიგების თხოვნით მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. ფეისბუქკომენტარების ავტორები ძირითადად ისინი არიან, ვისაც ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა …

ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით 

ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „ბათუმელებმა“ ახლახან გამოითხოვა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 2 971 საქმეზე შედგა იძულებითი აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უსახლკაროდ სწორედ ამდენი ოჯახი დარჩა. იძულებით გამოსახლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო – 700 ოჯახი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, მაისის ჩათვლით, იძულებით 261 ოჯახი …

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. „ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას …

82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. „აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის …

აჭარის მთავრობის სამმართველო თანამშრომელი ქალის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება. მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი …

ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტით, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ავტომობილებისთვის ავტოსადგომსა და ასევე დაყადარებული სხვა ნივთებისთვის საწყობს ააშენებს. ავტოსადგომისა და საწყობისთვის, ბათუმის მერმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადასცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 2761 კვ/მ. ბათუმის მერისთვის ამ ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულო …

Exit mobile version