რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა? ნათია …

ვინ როგორ სცადა ამომრჩევლის გულის მოგება მეორე ტურამდე ბათუმში

„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – …

რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. „10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით …

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის …

ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს

„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს.  მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის …

ასლან ჭანიძე: თორნიკე რიჟვაძის ასეთი განცხადება დუღილის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს

ძალადობის საფრთხეს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და …

საბავშვო მოედანი და საგანმანათლებლო ცენტრები – რას ითხოვენ მთის სოფლებში

ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის – არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. 26 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: ჯვარიქეთსა და იაკობაძეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი აჭარაში, ასლან ჭანიძე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და  მათგან ის საკითხები მოისმინა, რომელთა გადაჭრაც მოსახლეობას პირველ რიგში სურს. სოფელ ჯვარიქეთში, …

„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პროექტებს განახორციელებს. პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, აჭარის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქედაში, ხულოსა და შუახევში, თითოეულ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ის პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასახელებს. დღეს, 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში …

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო. ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი …

რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში

11 მარტს, დღის ხუთ საათზე, ბათუმში დაიწყო მოქალაქეების საპროტესტო აქცია, რაც მეორე დილამდე გაგრძელდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. აქციაზე, თავდაპირველად, მოქალაქეები ბათუმში ჩამოსულ ეგრეთ წოდებული გორის პატრულის სიმკაცრესა და შეურაცხმყოფელ ქცევას აპროტესტებდნენ. ეს ჯგუფი, ხელმძღვანელის ჩათვლით, წლის დასაწყისში როტაციის წესით ჩამოვიდა ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე „ბათუმელებთან“ საპატრულო პოლიციის მიმართ ბათუმში გაჩენილი აგრესიის …

“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”

13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა. როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში? მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ …

Exit mobile version