კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად

ხვალ, 15 აპრილს აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ეს იქნება კენჭისყრის გამართვის მეოთხე მცდელობა ამ თანამდებობაზე დავით კვაჭაძის ასარჩევად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა. თუ უმაღლესი საბჭო უსკოს ახალ თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ახალი კანდიდატის შესარჩევად მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ეს კი უსკოს …

არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოაწოდა, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. „გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების …

თურქული სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში

დღეს 4 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემი TCG Yavuz (F-240) შემოვიდა. თურქულ ფრეგატზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.     „სამხედრო ფრეგატი TCG Yavuz (F-240) ბათუმის პორტში ორდღიანი …

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო  კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში. არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა …

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს. „საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი …

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის …

არჩილ ხაბაძე: ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს: „მზაობა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის, რომ უნდა აღდგეს სამივე ალეა, მე მხედველობაში მაქ… საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის და ბათუმის ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი …

გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დღეს, 24 დეკემბერს სამსახურში არ იმყოფება. ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას არჩილ ხაბაძეც? საქართველოს და აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ავტომატურად გადადგომას, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას ქყვეყნის პრემიერი. თუმცა, იმის გათავალისწინებით, რომ არჩილ ხაბაძე ითვლებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის გუნდის წევრად, არ არის გამორიცხული ახალი …

არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში – სხდომა ერთმა დეპუტატმა დატოვა

17 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭშო მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ანგარიშით წარსდგა. სხდომას არ ესწრებიან ორი ფრაქციის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები, სულხან ღლონტი და აკაკი ძნელაძე. როგორც სხდომაზე განმარტეს, სულხან ღლონტი ანგარიშის წარდგენას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, აკაკი ძნელაძე კი თბილისში იმყოფება. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა მედეა ვასაძემ იკითხა, ხდებოდა თუ არა სხდომის ტრანსლირება …

არჩილ ხაბაძე: მედრესე ანგისაში აშენდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იგეგმება. ეს შენობა სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემა.

არჩილ ხაბაძე: ვფიქრობ, რვაფეხა არ არის ძეგლი

 

„ვფიქრობ, „რვაფეხა“ არ არის ძეგლი, არც ისტორიული ღირებულება აქვს, უბრალოდ, ქალაქის სიმბოლოა. 70% აღდგენას არ ექვემდებარება, დაზიანებულია –  ექსპერტიზის დასკვნაა ამაზე. მე არ ვამბობ, რომ უნდა დაინგრეს. ერთად გამოვნახოთ ადგილი, სადაც დაიდგმება.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, კითხვაზე, რას ფიქრობს მთავრობის თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.    

არჩილ ხაბაძის განცხადებით ბათუმის მეჩეთი გაფართოვდება

 

დღეს ბათუმის მეჩეთში მუსლიმებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რამაზან ბაირამი აღნიშნეს. დღესასწაულს წინ უსწრებდა ერთთვიანი მარხვა, რომელიც 28 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.  

Exit mobile version