დღეს, 4 ივლისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
Tag Archives: ავარია
ავარია ბათუმში – დაშავდა სამი პირი
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, „ჯიპის“ და „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომებს აღენიშნებოდათ დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანება მიიღო სამმა პირმა, მათგან ერთი, თავის ტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
ავარია – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი
20 ივნისს, ღამით, ავტოავარია მოხდა ბათუმში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ველოსიპედისტი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია – მას კვლევებს უტარებენ
ველოსიპედისტი, რომელსაც დღეს, 17 ივნისს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია. მას კლინიკა „მედცენტრში“ კვლევები უტარდება იმის გამოსარკვევად, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია. ველოსისპედისტს ავტომანქანა ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. _______________ …
ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაში, ადამიანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებული „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებული 42 წლის ქალია, რომელსაც კვლევები უტარდება. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, იგი კონტაქტურია. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა”
ბათუმში ავტოავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, პორტთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 10 წლამდე ასაკის გოგო, რომელიც ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტომანქანა ამოყირავდა
დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავტომანქანა ამოყირავდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ავარია ბათუმში – ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა
ავარია მოხდა დღეს, 27 მაისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთმანეთს ტაქსი და მოტოციკლეტი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია შუა ხნის მამაკაცი, რომელიც სასწრაფომ გულ-მკერდის არეში ტრავმით გადაიყვანა კლინიკაში. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა
ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა დღეს, 27 მაისს, ბათუმში. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზარტკეცილზე მოხდა. ქვეითს მანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 26 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გზაზე გადადიოდა თანხის გადასახურდავებლად. თვითმხილველების თქმით, მას მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა”
ბათუმში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს [ფოტო]
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
ბათუმში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთი დაიღუპა
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ავარია ბათუმის ახალ ბულვართან 14 მაისს მოხდა, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
ხულოში ავარიის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა
გოდერძის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა. კაცი ტრაქტორს მართავდა, როდესაც ის ხევში გადაიჩეხა. ადგილზე მისულ სასწრაფოს და სამაშველო სამსახურს ის გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობდა. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა. „ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ პაქსაძეებში. მისივე …
Continue reading “ხულოში ავარიის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა”
ქობულეთში სასწრაფო დახმარების მანქანას ტრაილერი შეეჯახა, არიან დაშავებულები
დღეს, 18 აპრილს, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, დაშავებულია მედდა და სასწრაფოს მძღოლი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა პაციენტიც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მხოლოდ ერთ დაშავებულზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, აქ არ აკონკრეტებენ, პაციენტია დაშავებული, მედპერსონალი თუ მძღოლი. შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფატზე დაწყებულია გამოძიება …
Continue reading “ქობულეთში სასწრაფო დახმარების მანქანას ტრაილერი შეეჯახა, არიან დაშავებულები”
ავარია ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მძღოლები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით.
ავარია ბათუმში, პოლიციის შენობის წინ
ავარია მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. პოლიციის შენობის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ფოტო]
დღეს, 13 მარტს, ავარია მოხდა ბათუმში, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარია გვირაბთან – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
დღეს, 7 მარტს, ავარია მოხდა ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, ოთხი დაშავებულიდან სამი სხვადასხვა კლინიკში გადაჰყავთ, ხოლო ერთმა პირმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების …
Continue reading “ავარია გვირაბთან – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა”
ავარია ბათუმში – ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 2 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით. საქმეში 2 მანქანა ფიგურირებს.
ქობულეთში მანქანა ტრაქტორს შეეჯახა, არიან დაშავებულები
დღეს, 29 თებერვალს, ქობულეთის სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს ტრაქტორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სამგზავრო მინივენი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 5 ადამიანი
დღეს სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მინივენში მსხდომი ხუთივე პირი – სამი ქალი და ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა კაცმა „მთავარ არხთან“ აღნიშნა, რომ მინივენის მძღოლი მისი ახლობელია და ავტომანქანა ბათუმიდან მიდიოდა. არხის ცნობით, შს სამინისტრომ მათ უთხრა, რომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის …
Continue reading “სამგზავრო მინივენი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 5 ადამიანი”
ავარია ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე [ფოტო]
ბათუმში, კომახიძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, დაეჯახა სხვა ავტომანქანებს და ტროტუარზე ავარდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა ავარიის შედეგად ექიმების დახმარება არავის დასჭირდა.
ქობულეთში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში დღეს, 23 თებერვალს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მთავარი ფოტო: სქრინი „ლეღვას“ ფეისბუქგვერდიდან
ქობულეთში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოკატასტროფის შედეგად 20 თებერვალს 1 ადამიანი დაიღუპა. ავარია სოფელ ბობოყვათთან მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 60 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა და ერთი – დაშავებული, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიაში ბიძა და ძმისშვილი მოყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ქობულეთში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა”
ურეკთან, მაგისტრალზე ციტრუსით დატვირთული ტრაილერი ამობრუნდა
ურეკთან, სოფელ წყალწმინდაში ფოთი-ბათუმის ავტომაგიტრალზე, ციტრუსით დატვირთული ტრაილერი ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა და არავინ დაშავებულა. „მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება“ – გვითხრეს შსს-ში. სატვირთო ავტომობილი დღეს, 7 თებერვალს, გორთან, ცენტრალურ ავტომაგიტრალზეც ამობრუნდა: https://netgazeti.ge/news/425367/
ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა
დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას შპს „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა. კობალაძის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაღუპულია ქალი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. აქვე გვითხრეს, რომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია ავარიაში დაღუპული კაცის შესახებ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა”
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ნ.ფ. მას გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავებოდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში მოსამართლისთვის არსებითი პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, რომელიც ურთიერთსაპირისპირო იყო და წინააღმდეგობრივი წერილობით მტკიცებულებებთან. შემთხვევა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა – ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქობულეთთან ახლოს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე …
მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამნაშავედ მიიჩნია კაცი, რომელიც ბათუმში ავტომანქანით მოძრაობის დროს ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა – ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ავტომანქანა მეეზოვეს დაეჯახა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებული საშუალო ასაკის კაცი იყო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა „ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია …
Continue reading “მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს”
481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში
2019 წელს საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, მათგან 104 ქვეითი იყო. სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – 2018 წელს …
Continue reading “481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში”
ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ
14-15 წლის გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც დღეს, 22 იანვარს, ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მოზარდები იმყოფებიან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტებს მრავლობითი დაზიანება, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ, ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 14-15 წლის მოზარდებს ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია …
Continue reading “ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ”
ბათუმში 14-15 წლის გოგოებს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლის ვინაობა დადგენილია
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა 14-15 წლის გოგოებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდებს, გარეგნული დათვალიერებით, თავის ტრავმა აღენიშნებათ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია მძღოლის ვინაობა, რომელიც გოგოებს დაეჯახა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება …
Continue reading “ბათუმში 14-15 წლის გოგოებს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლის ვინაობა დადგენილია”
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა …
Continue reading “ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა”
ცარიელი მერხები ჩაქვის სკოლასთან, სადაც ავარიაში დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ
ჩაქვის პირველ საჯარო სკოლასთან 4 ცარიელი მერხი დადგეს – ამ სკოლის ოთხი მეთერთმეტეკლასელი და ჩაქვის გიმნაზიის კიდევ ერთი მოსწავლე გუშინ, 25 დეკემბერს, ავტოავარიაში დაიღუპნენ. ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი …
Continue reading “ცარიელი მერხები ჩაქვის სკოლასთან, სადაც ავარიაში დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ”
ხუთივე დაღუპული 17 წლისაა, მათგან ოთხი სკოლის მოსწავლეა – ავარია ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ავარიის შედეგად დაღუპულები დაახლოებით 17 წლის მოზარდი ბიჭები არიან, მათგან ოთხი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ამ დრომდე ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობდა. ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც …
Continue reading “ხუთივე დაღუპული 17 წლისაა, მათგან ოთხი სკოლის მოსწავლეა – ავარია ქობულეთში”
ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან
დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლეა, ამ დროისთვის ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან”
ავარია ჩაქვში – დაიღუპა 5 ადამიანი
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
სამი წლის ბავშვი, რომელიც 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბავშვი უკვე სტაბილური იყო და გადავიყვანეთ თბილისში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. ავარია ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე 23 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც …
Continue reading “ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს”