Batumelebi | ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა – Batumelebi

ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაში, ადამიანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებული უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებული „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

დაშავებული 42 წლის ქალია, რომელსაც კვლევები უტარდება. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, იგი კონტაქტურია.

ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ინფორმაცია განახლდება.

ფოტო: ლევან გელიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი