Batumelebi | ავარია – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი ავარია – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი – Batumelebi

ავარია – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი

20 ივნისს, ღამით, ავტოავარია მოხდა ბათუმში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com