უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 954 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
- ტანკი – 10 741 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 22 369 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 27 186 ერთეული [+50]
- MLRS – 1 375 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 152 ერთეული [+4]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 539 ერთეული [+138]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 46 882 ერთეული [+132]
- სპეცტექნიკა – 3 869 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 54 891 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 117 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 554 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 24 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 34 874 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“






