მთავარი,სიახლეები

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ბათუმში საჯარო დისკუსია გაიმართება

25.01.2025
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ბათუმში საჯარო დისკუსია გაიმართება

ბათუმში 26 იანვარს, 20 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება საჯარო დისკუსია მარია რესას წიგნზე – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

წიგნის – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ავტორია ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა,  ონლაინგამოცემა „რაპლერის“ დამფუძნებელი, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, მას სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და დაპატიმრებულიც იყო.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სწორედ მარია რესას ამ წიგნით მივიდა სასამართლო პროცესზე. ფოტო, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან გავრცელდა, იმავე დღეს გააზიარა X-ზე თავად მარია რესამ. იგი დღეს, 25 იანვარს, ვატიკანშიც გამოეხმაურა მზია ამაღლობელის დაკავებას.

დისკუსია ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20 საათზე დაიწყება. მომხსენებლები არიან: ხატია დეკანოიძე – წიგნი მთარგმნელი, მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ნანა კვაჭაძე – „ბათუმელების“ რედაქტორი და გვანცა ჯობავა – გამომცემლობა „არტანუჯის“ რედაქტორი. 

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა მარია რესას წიგნით. როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: