მთავარი,რეკლამა

ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა

29.11.2017
ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა

28 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა, ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა. ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ოლიმპიადა 9 სპორტის სახეობას აერთიანებს, ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში იმართება.

2017 წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადას უმასპინძლა ქუთაისმა, ხოლო 2018 წელს ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რის აღსანიშნავადაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა სიმბოლურად ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს, კახა კალაძეს გადასცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის,  არჩილ კონცელიძის  განაცხადებით, ვითიბი ბანკი ქართულ სპორტს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს:

„ჩვენ ხუთი სპორტული ფედერაციის და  ასევე ეროვნული ნაკრებების სპონსორები ვართ. ამასთან ერთად დიდი სურვილი გვქონდა,  კიდევ უფრო მეტად  დაგვეჭირა მხარი საბავშვო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. სასკოლო  ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა მოზარდებისთვის, რომელიც საქართველოში იმართება, ამიტომ გადავწყვიტეთ გენერალური სპონსორობა გაგვეწია მათთვის,” – აღნიშნა კონცელიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: