ახალი სადგური ბათუმში

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. ბათუმს უბრუნდება რკინიგზა, რაც ვიზიტორებისთვის, დამსვენებლებისთვის და ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შენობის გახსნის შემდეგ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ მახინჯაურის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდნენ. ფასები იგივე იქნება, არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბათუმის ახალი სადგური ზღვის სანაპიროსთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს.  უკვე მოწყობილი ამგზავრთა დარბაზები და სალაროები, ხვალიდან უკვე ბათუმი სმიმართულებით ნებისმიერი მატარებელი ამ სადგურში გაჩერდება.

რკინიგზის სადგურში ასევე განთავსებულია ბიზნეს ობიექტები.

კომპანია “ბათუმი ცენტრალმა” აჭარის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორია  აუქციონის გზით შეიძინა და შენობის ,შენებლობისთვის  8 მილიონი ლარი დახარჯა.  მთავრობის ინფორმაციით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი დახარჯა.

მოქალაქე: თურქეთის საბაჟოზე ტელეფონი წამართვეს და თავში ჩამარტყეს

 

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

თენგიზ ხალვაში აცხადებს, რომ გუშინ ის თურქეთში ოჯახთან ერთად გადადიოდა. „როდესაც მებაჟეს პასპორტი მივაწოდე ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. მე ვლაპარაკობდი ტელეფონზე და ის ამოწმებდა მონაცემებს. რადგან ტელეფონზე ვლაპარაკობდი ამაზე გაბრაზდა, გამომტაცა ჩემივე ტელეფონი და მომაყენა შეურაცხყოფა – ჩემი მობილური ჩამარტყა თავში. მე მივმართე თურქეთის სამართალდამცავებს, მაგრამ არ ვიცი რას გააკეთებენ. ასევე სარფში, ჩვენს გამსვლელ პუნქტზე განვაცხადე ამის შესახებ, მათ გამოიძახეს გონიოს პოლიციის განყოფილება, რომლებმაც წამიყვანეს პოლიციაში“, – წერს თენგიზ ხალვაში პოლიციაში შედგენილ გამოკითხვის ოქმში.

 

მოქალაქის მიერ გონიოს პოლიციაში გამოკითხვის ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ.

 

ამ კვირაში ეს მეორე შემთხვეაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საჯაროდ აცხადებენ. 30 ივნისს ამის შესახებ თემურ აბაშიძემ განაცხადა.

 

პირველი ინციდენტის შემდეგ, ბათუმში, თურქეთის საკონსულოში განმარტეს, რომ თემურ აბაშიძის საქმის შესწავლას დაიწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს პოლიციის პრეროგატივაა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს არასამუშავო დღეა, მეორე ინციდენტის შესაფასებლად ვერც ერთ ამ უწყებას ვერ დავუკავშირდით.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობას მაღალმთიან აჭარაში შეხვდებიან

 

 არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მხრივ მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციებს. დისკუსია იმასაც შეეხება, თუ როგორ ირჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, რა გზებით ცდილობენ დასახული მიზნების მიღწევას და პრობლემების გადაჭრას, რამდენად წარმატებულები არიან ამ კუთხით და რას აკეთებენ მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად.

შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოებში ჩატარდება. მათ არ ექნებათ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი. საუბარი იქნება თავისუფალი – მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად ხედავენ/უსმენენ მედიაში, უშუალოდ დაუსვან კითხვები და თავიანთი წუხილი და მოსაზრებები გაუზიარონ.

არაფორმალური შეხვედრების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაა.

 

 

შეხევდრების განრიგი:
7 ივლისი 11:00 – სოფ. ოქრუაშვილები, ხულოს მუნიციპალიტეტი
16:00 – სოფ. ნიგაზეული, შუახევის მუნიციპალიტეტი
8 ივლისი 12:00 – სოფ. ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი
16:00 – სოფ. მერისი, ქედის მუნიპალიტეტი

პარკში დაჭრილი გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია

 

მკურნალი ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეესაბამება ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას. 

17 წლის გოგონას განზრახ მკვლელბის მდელობაში ბრალდებული 20 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა გუშინ ზესტაფონში დააკავეს. 

დღეს, ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება

 

რკინიგზის ახალი სადგური ბათუმში

 

  სადგური თამარის დასახლებაში, მდებარეობს.

 

• რკინიგზის სადგურში დასაქმდება 300-ზე მეტი ადამიანი
• შესაძლებელი იქნება ერთდროულად 260 ავტომანქანის პარკირება
• ავტოსადგურს ექნება 25 ავტობუსის ბაქანი
• საათში შესაძლებელია 50 ავტობუსის მიღება-გაშვება
• სადგური პარალელურ რეჟიმში 3 მატარებლის მიღებას შეძლებს
• მგზავრებისათვის შექმნილია კომფორტული და უსაფრთხო გარემო
• სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთათვის მოეწყო მუშაობისა და დასვენების გაუმჯობესებული პირობები

 

 

შს სამინისტრო: მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

გამოძიების ვერსიით დაკავებულმა 4 ივლისს,ბათუმში, 6 მაისის პარკში, დანით სამი ჭრილობა მიაყენა 17 წლის გოგონას  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულლი რამდენიმე საათში,  ზესტაფონში დააკავეს. გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

 
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).

ბათუმში ახალი ნათების ფორუმი გაიხსნა

მაღალი ხარისხის, გამორჩეული ვიზუალისა და მაქსიმალური კომფორტის ძიებით კომპანიამ წარმოადგინა ავეჯის მწარმოებელი ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა: Hülsta,  Now! By Hülsta,  KOINOR,  Freistil by ROLF BENZ,  Gautier,  VONDOM,  Life,  Désirée,  Ozzio, Hacker.

განათების სფეროში კი წარმოდგენილია ახალი ნათების პარტნიორი ბრენდების უახლესი და საუკეთესო მოდელები, როგორებიცაა: Artemide, Kolarz, Linealight, Deltalight, Philips, Flos, Prolicht, Fumagali…
ფორუმი განასხვავებს ევროპულ ბრენდებსა და „დამზადებულია ევროპაში“ იარლიყს.

ფორუმში წარმოდგენილი  ბრენდების პროდუქცია იწარმოება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში.

მინისტრი:მაღალი რისკის პატიმრები გადმოგვყავს ბათუმში

 

გიორგი მღებრიშვილი

პატიმრები რედაქციაში წერილებს გვწერენ მხოლოდ ბათუმის მესამე დაწესებულებიდან. ამბობენ,  რომ  არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, პრეტენზიები აქვთ ე.წ. ანტივანდალურ საკნებში განთავსებასთან დაკავშირებით… როგორ ფიქრობთ მე-3 დაწესებულებიდან რატომ იგზავნება ყველაზე მეტი წერილი პატიმრების, სადაც ძირითად ისინი ცუდ პირობებზე საუბრობენ?

ეს დაწესებულება არის მაღალი რისკის პატიმრებისთვის, ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან არც ერთი პატიმრის მიმართ არ ვართ, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომუნიკაცია გვქონდეს ამ ადამიანებთან. თუ ისინი ღირსეულად იხდიან სასჯელს, რაც სასამართლომ მიუსაჯა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ  და შევუქმნათ სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები. ამ დაწესებულებაში ფაქტობრივად არიან უმრავლესობა ის პატიმრები, რომლებიც მუდმივად არღვევენ რეჟიმს, რომლებიც მუდმივად არღვევენ სხვა პატიმრების უფლებებს. მერწმუნეთ, თითონ პატიმრებიც შეწუხებული არიან იმ კატეგორიის პატიმრებისგან, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან. არ ემორჩილებიან დაწესებულების თანამშრომლების  კანონიერ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ამ ადამიანების იზოლირება ცალკე დაწესებულებაში.

 

ასეთი  მაღალი რისკის  პატიმრები გადმოგვყავს ბათუმში, სადაც ეს ადამიანები არიან იზოლირებულები სხვა დანარჩენი პატიმრებისგან და აქ იხდიან სასჯელს.  ის პირობები, რასაც თქვენ მეუბნებით, რომ არის სიცხე, არის უჰაერობა… ინდივიდუალურად, ყველა საკანში დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემა, მაქსიმალურად ყოველ დღე ვცდილობთ  გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები. შევდივართ მათ მდგომარეობაში, სეზონზე მოგეხსენებათ ბათუმში ძალიან ცხელა, 10-12 კვადრატულ მეტრში მესმის რომ გაუსაძლისი ხდება ყოფა. მე მესმის მათი, ეს რომ გავითვალისწინეთ იმიტომ დავამონტაჟეთ კონდიცირების სისტემები და საშუალება მივეცით იმის, რომ პატიმრები სიცხემ აღარ შეაწუხოს. მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია ის პრეტენზიები, რაც აქედან მოდის. ეს არის დაახლოებით თავდაცვა თავდასხმაო რომ იტყვიან, აი ასე გვესხმიან თავს არაფრის გამო. იმიტომ რომ მიიპყრონ სხვა საზოგადოების ყურადღება და შეიქმნან ტანჯულის იმიჯი. რეალურად ეს ასე არ არის.

 

როგორც  ვიცი, საუბარი იყო იმაზე, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრების ნაწილის გადაყვანა იგეგმებოდა მე-6 დაწესებულებაში, ეს პროცესი დაიწყო?  მაინტერესებს ვისი გადაწყვეტილებით გადაჰყავთ პატიმრები ერთი დაწესებულებიდან მეორეში და კონკრეტული კრიტერიუმები თუ არსებობს, მაგალითად, ვინ შეიძლება მოხდეს სამარტოო საკანში?

მე გამოვეცი ბრძანება, [მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შმადგენლობის და უფლებამოსილების განსაზგვრის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება] რომელიც არეგულირებს რისკების მიხედვით პატიმრების გადანაწილებას დაწესებულებაში. ასე ვიღაცის ნებასურვილით პატიმარს მაგალითად ა პუნქტიდან ბ პუნქტში ვერ გადაიყვან. შეიქმნება მულტიდისიპლინური ჯგუფი, რომელიც გაითვალისიწნებს ამა თუ იმ პატიმრის ყველა რისკს  და ამის მიხედვით იქნებიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებში.

 

გვაქვს ოთხი რისკის: დაბალი, მაღალი, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებები. მულტიდისიპლინური ჯგუფის წევრები წყვეტენ პატიმარი სად უნდა იხდიდეს სასჯელს და არა ინდივიდუალურად – პატიმრები დირექტორის ან  მინისტრის შეხედულებით არ არიან გადანაწილებული.

 

ვინ იქნებიან ამ ჯგუფის წევრები?

ჯგუფი შედგება  ფსიქოლოგისგან, სოციალური მუშაკისგან, რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან. ჯგუფის წევრი იქნება ასევე ექიმი. ესენი გადაწყვეტენ თუ სად უნდა მოიხადოს სასჯელი ამა თუ იმ პატიმარმა. დაახლოებით 11 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს ჩვენს დაწესებულებებში. 11 ათასი პატიმარი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და იმის მიხედვით იქნება გადანაწილება. ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი იმ საბჭოურ გადმონაშთს, რასაც ჰქვია ოპერატიული წერილების საფუძველზე პატიმრების გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში.

 

ეს ბრძანება უკვე ამოქმედდა?

არა, ჯერ ახალია. ხელი მაქვს მოსაწერი ბრძანებაზე და მომავალ კვირას მოვაწერ ხელს.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ეწერა, რომ ლგბტ თემის  პატიმრების ტრანსპორტირება იყო ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი, ნახსენები იყო ე.წ ფურგუნის ტიპის მანქანები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვდა ომბუდსმენი, ამ კუთხით ხომ არ შეცვლილა რაიმე?

მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოძველებული ტექნიკით გადაჰყავდათ ეს ადამიანები სასამართლოებში თუ დაწესებულებიდან დაწესებულებაში, ვადაგასული და ამორტიზირებული დაჟანგუბული მანქანებით. ეს ტექნიკა შეუსაბამო იყო ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. ეს უკვე გამოვასწორეთ, ვიყიდეთ ახალი სპეცტექნიკა. ორი საბადრაგო მანქანა გვაჩუქა ჰოლანდიის მთავრობამ. მერსედესის ტიპის, დანარჩენი ვიყიდეთ.

 

სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშში ასევე ეწერა, რომ  საკნებში ხშირად არ მოდის წყალი,  ამ დაწესებულებაში არის თუ არა ავზები?

კი, ავზები შეძენილია და ეს პრობლემა მოგვარებულია. გაძლევთ იმის პირობას, რომ უახლოეს მომავალში ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც აწუხებთ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს  იქნება მოგვარებული. ჩვენ ვცდილობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პატიმრებისთვის. პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ  გვარდება.

 

ბათუმში პატიმრებს გამოკვლევები ჩაუტარეს

[შუაში] თამთა დემურიშვილი

სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა ჟურნალისტებს დაწესებულებაში სამედიცინო კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი გამარტებით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი. მისივე განმარტებით, აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500- მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.

ზეინაბ ვარშალომიძესთან დღეს ექოსკოპიის გადასაღებად რიგში 21 პატიმარი ჩაეწერა

ასევე დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კონსულტაცია და გამოკვლევები ჩაუტარეს პატიმრებს. ყველაზე მეტი პაციენტი დღეს ნევროპათოლოგს ჰყავდა. პატიმრების წამლებისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მილიონამდე ლარი იხარჯება.

პაციენტებს დღეს გამოკვლევა ღვიძლზე ჩაუტარდა

საქარათველოში სულ 11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. მათ შორის ერთია ბათუმში.

ბათუმის მესამე დაწესებულებაში ახლა 160 ადამიანი იხდის სასჯელს.

სამედიცინო ნაწილის საკანი

სამედიცინო ნაწილის საკანი

საკანი, სადაც ექიმები პაციენტებს გამოკვლევებს უტარებდნენ

დღესვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო.

მსჯავრდებულთა კვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და N1 პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.
ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს.

ბათუმში 16 წლის გოგო დაჭრეს

დათო ტრაპაიძის ფოტო

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა 16 წლის არის, მის განზრახ მკვლელობის მცდელობაში  ბრალდებული კი მისი შეყვარებული იყო.

შემთხვევა ბათუმში, 26 მაისის პარკში მოხდა.

აშშ-ის ელჩი „ბათუმელების“ რედაქციაში და ბათუმის შესახებ

რიჩარდ ნორლანდი: პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. როგორც ვიცი, თქვენმა ონლაინგამოცემამ, ნეტგაზეტი.ge-მ აღმოსავლეთ ევროპის პრესის პრიზი მიიღო ნორვეგიაში. მე და ჩემი მეუღლე ნორვეგიაში ვცხოვრობდით  და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ნორვეგიაში ეს ჯილდო. ასეთი ჯილდოს მოპოვება დიდი წარმატებაა და გილოცავთ.

  • ბატონო ელჩო, რა იყო თქვენთვის საქართველოში მუშაობის სამი წლის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი მომენტები?

ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ ახლა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ამ უკანასკნელ წლებში, ვგულისხმობ წყალდიდობას თბილისში. მსურს გმოვხატო მწუხარება ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით.

ვიცით, რომ მრავალ ადამიანზე იმოქმედა ამ ტრაგედიამ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ ქვეყანას აღდგენით თუ სამაშველო საქმიანობაში.

საქართველოს ისტორიის ბოლო სამი წლის მანძილზე, როცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ვმსახურობდი, ჩემთვის გასაკვირია ის თვისობრივი ნაბიჯები, რომელიც წინ გადაიდგა. 23 წლის წინ ვმუშაობდი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ეუთოს წინამორბედ ორგანიზაციაში და ვხედავ, თუ რაოდენ დიდი გზა განვლო საქართველომ.

იმ დროს არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გათბობა, ქვეყანას შეიარაღებული ადამიანები მართავდნენ. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ამ პერიოდში: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და  ამავე დროს პოლიტიკური და დემოკრატიული ცხოვრების მხრივაც. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე იყო, რასაკვირველია, სხვადასხვა დაძაბულობა, წინსვლა, უკუსვლაც, მაგრამ ვხედავთ, რომ ძირითადი ხაზი მიდის დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციისკენ.

  • ამ ხნის მანძილზე ვისთან ურთიერთობას გამოყოფდით საქართველოში?

როგორც დიპლომატისთვის, როგორც ამერიკის ელჩისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შევხვედროდი საქართველოს ლიდერებს. როდესაც ჩამოვედი, პირველად შევხვდი პრეზიდენტ სააკაშვილს. შემდეგ გავიცანი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების შემდეგ.

მქონდა პატივი შევხვედროდი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ლიდერს დავით ბაქრაძეს. ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, რომ გამეცნო ეს ადამიანები, გამეგო, როგორი ხედვა აქვთ მათ საქართველოს განვითარებაზე.

  • თქვენი აზრით, თუ შეიცვალა სამოქალაქო საზოგადოება საქრთველოში ბოლო სამი წლის მანძილზე?

მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში. სოროსის ფონდი თითქმის დამოუკიდებლობის დღიდან ხელს უწყობდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გაძლიერებას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ასევე აყალიბებდნენ დიდი დაინტერესებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალი ამბების სააგენტოებს, მაგალითად, როგორიც თქვენია. ასეთი ორგანიზაციები გაძლიერდნენ ბოლო წლებში.

ჩემი აზრით, მედია არის ყველაზე თავისუფალი დღეს, მოქალაქეებს შეუძლიათ ისაუბრონ თავისუფლად, რაზეც ფიქრობენ, ვიდრე ოდესმე, ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ მათ ეს წინ დახვდებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა: საია [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია], საერთაშორისო გამჭვირვალობა, ISFED-ი [სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება], ზოგიერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართულ საზოგადოებაში.

  • თქვენ ბევრს მოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვა ელჩებისგან განსხვავებით. ამას პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ეს თქვენი მუშაობის სტილია?

პირველ რიგში, ვიცი, რომ ჩემი ევროპელი კოლეგებიც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მოგზაურობას. ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ხანია მუშაობს საქართველოში და უფრო კარგად იცნობს ქვეყანას. ერთი რამ, რაც ყველა დიპლომატს ესმის – თანამედროვე სამყაროში აღარ არის საკმარისი უბრალოდ იცოდე, რა ხდება დედაქალაქის ფარგლებში.

ზოგიერთს აინტერებს მხოლოდ ის პოლიტიკა, რაც ხდება დედაქალაქში და [თვალთახედვიდან] რჩებათ ის სურათი, რაც ხდება დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, ის, რაც რეალურად გავლენას ახდენს დედაქალაქის ცხოვრებაზე. დიპლომატს რომ ესმოდეს რეალურად რა ხდება ქვეყანაში, საჭიროა მოგზაურობა, საჭიროა საუბარი ადამიანებთან.

რიჩარდ ნორლანდი „ბათუმელების“ რედაქციაში

კიდევ ერთი რამ, რაც უკავშირდება საქართველოში მოგზაურობას: ეს არ არის მხოლოდ სამუშაო, ძალიან ლამაზი ადგილებია საქართველოში, დაწყებული ყაზბეგიდან, გაგრძელებული მესტიით. ბათუმი, ახალციხე… დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ულამაზეს ადგილებზე. და ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ასევე მეხმარება გავეცნო ქართულ კულტურას.

  • როგორც ვიცით, აჭარაში იმყოფებით ბოლი ათი დღის  მანძილზე. ეს სამუშაოს ნაწილია, თუ ისვენებთ?

ჩამოვედით ბათუმში, რომ დავსწრებოდით კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“. შემდეგ იყო ღონისძიება უნივერსიტეტში. ველოდებოდით, რომ ჩატარდებოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო გაუქმდა. ასევე, ჩვენ ჩავატარეთ ჩოგბურთის მცირე ტურნირი ბავშვებისთვის საქართველოდან და სომხეთიდან. გავაერთიანეთ სამუშაო იმ შესაძლებლობასთან, რომ გვენახა ქვეყნის ის ნაწილი, რაც ადრე არ გვქონდა ნანახი.

ვესტუმრეთ ხულოს, გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ის ულამაზესი ველი [ელჩი იმყოფებოდა სოფელ თაგოში], ვიყავით მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. ვისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, რომ გავცნობოდით ბათუმის ისეთ ქუჩებს, სადაც სტუმარი არ ხვდება ხოლმე. ვესტუმრეთ პორტს, ნობელის მუზეუმს. ეს ყველაფერი გვახსენებს, რამდენად ისტორიული და მნიშვნელოვანი ქალაქია ბათუმი.

  • ამჟამად თან გაქვთ „ბათუმელებისმიერ გამოცემული წიგნი – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“. წაიკითხეთ ეს წიგნი?

ეს ფანტასტიკური წიგნია. ამ ვიზიტის დროს მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი წიგნს და თითქმის ბოლომდე წავიკითხე. ეს არის ძალიან კარგი კომბინაცია დოკუმენტური ფოტოების, ძველი პრესიდან ინფორმაციის, ბრიტანეთის საკონსულოს, რუსი პოლკოვნიკების, თურქი ბეგების წერილების…

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციური კრებული ბათუმზე, რომელიც გამოცემულა ინგლისურ ენაზე. ნამდვილად ვურჩევდი ყველას, ვინც დაინტერესებულია ბათუმის ისტორიით, გაეცნოს ამ წიგნს.

  • დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის უნივერსიტეტში ამერიკელმა პროფესორმა რიპკემამ საელჩოს მხარდაჭერით წაიკითხა საჯარო ლექცია კულტურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების შესახებ. ეს თემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს ბათუმში. ქალაქში იგეგმება გარკვეული საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ეს პროექტები ეხება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ თბილისისა და ნიუ იორკისთვისაც კი. ჩვენ გვყავდა სპიკერი მოწვეული ქალაქ ნიუ იორკიდან, რომელიც სპეციალიზდება სწორედ ამ თემაზე – როგორ დავაბალანსოთ ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებასთან.

ჩვენი ხედვით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, არ იყოს რაიმე ფარული ან პოლიტიკური გავლენების საგანი, იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ განხორციელდება იმ ფორმით, რაც საუკეთესო იქნება ქალაქისთვის. თანამედროვე სამყაროში ხალხს სამუშაო ადგილები სჭირდება, ქალაქები იცვლება, ახალ ხასიათს იყალიბებს, მაგრამ ზოგჯერ, და ეს ამერიკაშიც არაერთხელ მოხდა, შემოდის ძლიერი ინვესტორი, კეთდება რაღაც, რაც არ იყო განხილვის საგანი კულტურული მემკვიდრეობის ან ისტორიის თვალსაზრისით და შედეგი შეიძლება სამწუხარო დადგეს.

საქართველოში მოქალაქეები დაინტერესებული არიან, ეს როგორ დაბალანსდეს. ეს დემოკრატიული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გზავნილი ასეთია – მოქალაქეებს, თემს ეთქმის სიტყვა, თუ როგორ მოხდება იმ არქიტექტურის ფორმირება, სადაც ეს თემი და მოქალაქეები ცხოვრობენ.

  • როგორც ტურისტი, ხომ ვერ გამოყოფდით სამ ადგილს ქალაქში, რომელიც ბათუმის ხასიათს უსვამს ხაზს?

პირველი – ბოტანიკური ბაღი, შესანიშნავი ადგილია. მეორე – პორტი და პორტის გარშემო ადგილები. ძალიან მიყვარს გემების ყურება, ეს ადგილი მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმი ინდუსტრიული, აქტიური ქალაქია და ეს არ არის მხოლოდ ის ქალაქი, სადაც ხალხი დასასვენებლად და მზეზე გასარუჯად ჩამოდის. მესამეა აბაშიძის ქუჩა, სეირნობ ამ ქუჩაზე, ათვალიერებ დაბალ შენობებს აივნებით, ნესტით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავ და თავს ისე გრძნობ, თითქოს ნიუ ორლეანში ხარ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობაა.

  • რას აპირებთ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, სად გეგმავთ მუშაობას?

ვაშინგტონში გავემგზავრები, როგორც ჩანს. სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას უნივერსიტეტებში. ალბათ,  ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში ვიმუშავებ დიპლომატიის სკოლაში. ჩემი როლი იქნება სტუდენტებს ვასწავლო დიპლომატიის პრაქტიკული მხარეები. ჩემი მეუღლე ჯორჯ თაუნის სამართლის სკოლის პროფესორია და ისიც დაუბრუნდება თავის სამუშაოს.

  • თუ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას მომავალში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად?

ნამდვილად. ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება საქართველოს ნაწილი, ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ დავბრუნდეთ, ბათუმში განსაკუთრებით.

HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში

 პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდება აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ბიზნესოპერატორებს, საჯარო მოხელეებს, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს HACCP-ისა და ISO სტანდარტების შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება და მეწარმეებს გადაეცემა HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ –  განხორციელება, გვესაუბრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ეკონომისტი და პროექტის საკონსულტაციო ოფიცერი დავით არძენაძე:

 

 ბატონო დავით, რატომ გაჩნდა პროექტის – „HACP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ განხორციელების იდეა?

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველომ საკუთარ თავზე აიღო რიგი პასუხისმგებლობები, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სურსათისა და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში ურთიერთობების მოწესრიგებას. ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომელთა დანეგრვაც ბიზნესის კონკრეტული სეგმენტებისათვის აუცილებელი გახდა. მიუხედავად რეგულაციების ამოქმედებისა, ბიზნესოპერატორების უმრავლესობას არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია, ცოდნა, კომპეტენცია და ფინანსური რესურსები, რათა დამოუკიდებლად უზრუნველყონ სტანდარტების დანერგვა საკუთარ საწარმოებში. აღნიშნული კი სამომავლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან განაპირობებს როგორც ფულადი სანქციების დაკისრებას, ასევე საწარმოთა საქმიანობის შეჩერებას.

 

 რამდენად არის შესაძლებელი აჭარის რეგიონში HACCP-ის სტანდარტების დანერგვა?

 

 როგორც მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში მოქმედებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სააგენტო, რომელიც აქტიურად მუშაობს სურსათის წარმოების სფეროში სტანდარტების კონტროლისა და დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა გადამზადება, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადებაც, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ ბიზნესის ზემოაღნიშნული სეგმენტის წარმომადგენლებთან.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება HACCP-ის სახელმძღვანელო და HACCP-ის პროცესების აღრიცხვისა და მონიტორინგის კომპიუტერული პროგრამა. ასევე ჩამოყალიბდება აღნიშნული მიმართულებით გადამზადების ტრენინგცენტრი, რომელიც მოემსახურება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ მიიღებენ პროექტში მონაწილეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს პროცესების დაჩქარებას და HACCP-ის სტანდარტების დანერგვის მტკივნეული გვერდითი ეფექტების შემცირებას.

 რა შედეგს ელოდებით პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ?

 

 დაჩქარდება სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი;
გაიზრდება სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის დონე HACCP და ISO სტანდარტების არსის და იმპლემენტაციის ასპექტებთან დაკავშირებით.
ორგანიზაციაში ჩამოყალიბდება HACCP-ის სტანდარტების შემსწავლელი მუდმივმოქმედი ტრენინგცენტრი, რომელიც სამომავლოდ მოემსახურება სხვა ბიზნესოპერატორებს.

რეგიონში ჩამოყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ბიზნესოპერატორების სწავლებასა და კონსულტირებას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს HACCP და ISO სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის საფუძველი აჭარის რეგიონში. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს პროექტი.

 

 რა არის HACCP-ი?

HACCP-ს (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) მეთოდი გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით სურსათის წარმოებაში.
HACCP-ს პრინციპები, რომლებიც შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის მიერ, რომელიც მოითხოვს, საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა.

სურსათის წარმოების უვნებლობის სისტემაში საფრთხეებისა და რისკების ანალიზის სისტემური მიდგომა უფრო მეტად მიმართულია ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციის უზრუნველყოფაზე, ვიდრე საბოლოო პროდუქტის კონტროლზე.
სტანდარტი გამოიყენება სურსათის წარმოებაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაციის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას საფრთხის წარმოშობის რისკი იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებსაც ვუწოდებთ კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს (CCP’S). სისტემა გამოიყენება სურსათის წარმოებისა და მომზადების ნებისმიერ ეტაპზე.
 

ვის შეუძლია გამოიყენოს HACCP-ი?

 HACCP-ს გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობს სურსათის ნაწარმის მიწოდების ჯაჭვში.

 

HACCP-ის უპირატესობები:

• ვალდებულება – სასურსათო ჯაჭვში მონაწილე კომპანიებმა უფრო მკაფიოდ უნდა შეძლონ შედეგიანი HACCP-ს სისტემის დემონსტრირება. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური მიდგომის ვალდებულების აღება დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი ვალდებულება საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში, რადგან ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს HACCP სისტემას.

• ნდობა – თქვენი კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისა, რომლებიც ხედავენ სურსათის უვნებლობის მიმართ თქვენს სერიოზულ მიდგომას.

• კონკურენტუნარიანობა – თქვენს კონკურენტებთან შედარებით თქვენ გახდებით გამორჩეული, რაც საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სანდო მიმწოდებელი.

 

HACC-ი არ მოეთხოვება: პირველად წარმოებას; საბაყლო მაღაზიებს; ბაზრებს; ბაზრობებს; ბარებს; სავაჭრო ავტომატებს.

„კოდექს ალიმენტარიუსის“ („კოდექს ალიმენტარიუსი“ (ლათინურიდან ჩოდეხ Aლიმენტარიუს, რაც „საკვების კოდექსს“ ნიშნავს) არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების კრებული სურსათის შემადგენლობის, სურსათის წარმოებისა და უვნებლობის სფეროში) მიხედვით, საწარმოში „ჰასპის“ სისტემის დანერგვა შვიდი ლოგიკური ნაბიჯისგან შედგება:

• პროდუქტისა და მისი მომზადების ტექნოლოგიის შესწავლა, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო საფრთხე (დეფექტი), რაც ამ პროდუქტს შეიძლება სჭირდეს;

• პროდუქციის წარმოების ხაზზე იმ სტადიების გამოვლენა, როცა ეს დეფექტი შეიძლება წარმოიშვას – ე.წ. კრიტიკული სტადიების/წერტილების დადგენა;

• ყოველი „კრიტიკული წერტილისთვის“ რაიმე ისეთი პარამეტრის შერჩევა, რომლის საშუალებით შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, წარმოიშვა პროდუქტის დეფექტი (ანუ დაირღვა უვნებლობა) თუ არა – მაგალითად ვიზუალური დათვალიერება, ტემპერატურის გაზომვა, სწრაფი მიკრობიოლოგიური ან ფიზიკო-ქიმიური ტესტი, ან თუნდაც სამაცივრო კამერის კარის ღიაობის ხანგრძლივობა. ამ პარამეტრს „კრიტიკული პარამეტრი“ ეწოდება. უნდა დადგინდეს ამ პარამეტრის ზღვრული მნიშვნელობა, რომლის გადაჭარბებისას ჩაითვლება, რომ პროდუქტი დეფექტურია (აღარ არის უვნებელი);

• ყოველ კრიტიკულ წერტილში უნდა აეწყოს წუნის კონტროლის სისტემა – ანუ ოპერატორი ან ავტომატი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს კრიტიკულ პარამეტრს და თუკი იგი დადგენილ ზღვარს აჭარბებს – დაიწუნებს პარტიას;

• იმ ღონისძიების დადგენა, რომელიც ხორციელდება დაწუნებული პარტიის მიმართ – ეს შეიძლება იყოს მთელი პარტიის ხელახლა მოხარშვა, ან სხვაგვარი გადამუშავება, ან განადგურება ან სხვა;

• მეტი საიმედოობისთვის უნდა დაწესდეს ორმაგი დაცვა – შემმოწმებელთა კონტროლი – რეგულარული, რუტინული პროცედურა, რომლითაც მოწმდება, თუ რამდენად გულდასმით და უწყვეტად მუშაობს წუნის კონტროლის სისტემა ყოველ კრიტიკულ წერტილზე;

• უფრო მეტი საიმედოობისთვის და აგრეთვე შესაძლო პრეტენზიების განსახილველად ან თუნდაც ბაზარზე მავნე სურსათის მოხვედრის ყველა ფაქტის გამოსაძიებლად აუცილებელია ყველა ეტაპის დოკუმენტირება-აღრიცხვა – ვინ და როდის შეამოწმა, რა პარამეტრი, რა მნიშვნელობა მიიღო, რა ზომები განახორციელა. გულდასმით უნდა იწარმოებოდეს აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ეს ყველაფერი იწერება. ეს ჟურნალები, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

HACCP-თან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ISO სტანდარტების დანერგვაც.

ISO-ს სტანდარტები ნდობასთან ასოცირდება. კომპანიას, რომელიც ISO 9001:2000 სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელია, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. სანამ კომპანიას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭება, მანამდე წინასასერტიფიკაციო სამუშაოები ტარდება. ამ დროს ყურადღება ექცევა ტექნიკურ უზრუნველყოფას, თუ რამდენად გამართულია საწარმო, რამდენად აკმაყოფილებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რასაც ISO-ს სტანდარტი ითხოვს. გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა, სტანდარტის დასანერგად აუცილებელია კომპანიას ჰყავდეს შესაბამისი კადრი, რადგან სისტემის შემუშავება არ ხდება მხოლოდ კონსულტანტის მიერ, ამ პროცესში საწარმოს კადრიც უნდა ჩაერთოს. ISO-ს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი უპირველესად არის ნდობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა. ვინაიდან ISO-ს სტანდარტი საერთაშორისოა, იგი ხშირად საშვის ფუნქციასაც ასრულებს კომპანიისთვის.

 

ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ აჭარის რეგიონში მოქმედ მეწარმეებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს ტრენინგზე – „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“.

 

ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:

– ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის სფეროში;
– წინასწარი აუცილებელი (პრერეკვიზიტული) პროგრამები – GHP&GMP;
– HACCP-ის დანერგვის წინაპირობები;
– HACCP-ის პრინციპების მიმოხილვა სხვადასხვა სექტორისათვის.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ HACCP-ის სახელმძღვანელო და საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვის აღრიცხვიანობის ელექტრონული პროგრამა.

ბიზნესოპერატორების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, მსმენელთა რაოდენობა – შეზღუდული.

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ტელ.: (422) 24 16 40; მობ.: 591 98 93 76
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ. #13.

 

ტრენინგი ხორციელდება ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ, პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ – ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

 

 

 

გამოფენა “ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები” – ანონსი

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ისტორიული შენობების საარქივო ფოტოები ფოტოხელოვან შოთა გუჯაბიძეს ეკუთვნის, რომელიც იმავე შენობების ამჟამინდელი ფოტოვერსიების ავტორიცაა.

 

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობების სახეცვლილებები და პრობლემის აქტუალიზაცია. პროექტისთვის შერჩეულია ოთხი სამიზნე ქალაქი: ქუთაისი, თელავი, გორი და ბათუმი, სადაც ასევე ეწყობა მსგავსი გამოფენები. პროექტის ფარგლებში მოპოვებული და გადაღებული ფოტოები ოთხივე ქალაქიდან, ჯამში 400-ზე მეტი ფოტო, განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

 

ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი

ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მშენებელი კომპანიების უმეტესობას საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს. რაც უფრო ახლოსაა დაგეგმილი ან მიმდინარე პროექტი ზღვასთან, უფრო მეტად ცდილობს დეველოპერი, რომ შენობა, რომელსაც ის მომავალში გაყიდვის მიზნით აშენებს, მაქსიმალურად მაღლივი იყოს, ეს გასაყიდ ფართობს რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრით ზრდის, შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარით იზრდება შემოსავალიც.

უკვე დაწყებულ ან დაგეგმილ სამშენებლო პროექტზე კ2-კოეფიციენტის, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შეთანხმებას დეველოპერები ხშირად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დახმარებით აღწევენ. არჩილ ხაბაძე მერიას შუამდგომლობით მიმართავს, შედეგად კი დეველოპერი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2 -ის) გაზრდაზე თანხმობას იღებს.
2013 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოსა და მერიას კონკრეტული პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე, რაც უმეტესწილად დაგეგმილი ან მიმდინარე მშენებლობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, შუამდგომლობით 95-ჯერ მიმართა. 56 შემთხვევაში კი კომპანია უარით გაისტუმრა. შუამდგომლობების დოკუმენტებში არჩილ ხაბაძე მერიას კომპანიის თხოვნის გათვალისწინებას პროექტის ეკონომიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობით უსაბუთებს, რიგ შემთხვევებში კი, მთავრობის თავმჯდომარე მერისადმი გაგზავნილ სარეკომენდაციო მიმართვაში პროექტის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება შუამდგომლობაზე უარის შესახებ დოკუმენტებს, ყველა მათგანს ხელს მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე აწერს და თითქმის ყველა მათგანში იდენტური ტექსტია: “მთავრობამ შუამდგომლობის გაწევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია“. ამ დოკუმენტების მიხედვით, უარის მიზეზი აჭარის მთავრობას დეველოპერისთვის ერთხელაც არ დაუსაბუთებია.

„ბათუმელები„ თითქმის ყველა იმ დეველოპერს დაუკავშირდა, რომლებმაც აჭარის მთავრობის პირველი პირისგან K2-კოეფიციენტის გაზდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი მიიღეს. მათგან რამდენიმემ არჩილ ხაბაძეს შუამდგომლობა მეორედ სთხოვა. „დოკუმენტები გავასწორეთ და ახლა პასუხს ველოდებით,“ – უთხრეს მათ „ბათუმელებს“.

რას გულისხმობენ დეველოპერები განმარტებაში – „დოკუმენტები გავასწორეთ“, მაშინ, როცა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში არქიტექტურის სამსახური არ არსებობს? – ამას ბიზნესმენების უმეტესობა არ აკონკრეტებს. მეტი კონკრეტიკა „ბათუმელებმა“ ვერც აჭარის მთავრობისგან მიიღო – პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე სტატიის მომზადების დროს საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დოკუმენტების ხელმომწერმა რუსლან ქორიძემ კი კომენტარი არ გააკეთა.

უარით გასტუმრებულ დეველოპერებს სჯერათ და ამბობენ კიდეც, რომ ვისაც მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის მიღება შეუძლია, მას „გაღების შესაძლებლობაც აქვს“.

„შეიძლება ეს იყოს ფართობი იმავე ბინაში, 100 კვ/მეტრი ან მეტი, გააჩნია რა მასშტაბების პროექტია“, – გვიხსნის დეველოპერი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კ2-ით კონკრეტული მოხელეები სარგებლობენ? – ამ კითხვაზე დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლის პასუხია: „მთავრობა ამბობს, რომ ამ ფართობს სოციალურად დაუცველებისთვის ითხოვს…“ დეველოპერს საჯაროდ საუბარი იმის გამო არ სურს, რომ „მომავალში, მთავრობასთან შეთანხმებით, მშენებარე კორპუსის სიმაღლეში მომატების იმედს არ კარგავს“. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც არჩილ ხაბაძის აპარატის უფროსისგან უარის წერილი მიიღო. კითხვაზე, გარკვეული ფართობი რომ შეგეთავაზებინათ, დარწმუნებული ხართ, რომ დადებით პასუხს მიიღებდით? – ის ამბობს, რომ ამაში დარწმუნებულია.

მთავრობის განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც აჭარის მთავრობა მერიასთან შუამდგომლობაზე უარის თქმისას ხელმძღვანელობს, ბათუმის საკრებულოს „ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილებაა. თუმცა, რიგ შემთხვევებში იგივე დადგენილება (თითქმის ანალოგიურ პროექტზე) არჩილ ხაბაძეს ხელს არ უშლის კ2-კოეფიციენტის გაზრდაზე რეკომენდაცია გასცეს. როგორც წესი, ხაბაძე ამ რეკომენდაციით ბათუმის მერს, გია ერმაკოვს მიმართავს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ მერიაში არსებული ზონალური საბჭო მთავრობის პირველი პირის რეკომენდაციას ძირითადად ითვალისწინებდა.

ბათუმის საკრებულოს დადგენილება კი, რომლითაც აჭარის მთავრობა ხელმძღვანელობს, ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა გამოყენებისა და განაშენიანების წესებს არეგულირებს. ამ წესებს შორისაა ქალაქის კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესიც. ეს დადგენილება კონკრეტულ ზონაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კონკრეტულ კოეფიციენტს აწესებს.

ამას ემატება კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც 2013 წელს, წინა მოწვევის საკრებულომ, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების სამხრეთით, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორიაზე მშენებლობისთვის მოსაკრებელი დააწესა. ზონირების წესების მიხედვით, ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ-საქმიანი, მისი მცირე ნაწილი კი საცხოვრებელი ზონაა. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიიღო, ამ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორ გადასახადს ითვალისწინებს.

გადასახადი მშენებლობის სხვა შენობებთან მიმართებაში სიმჭიდროვესთან, ასევე მის სიმაღლესთან გარკვეულ კავშირშია, ამიტომაც მას ბათუმში პირობითად „ჰაერის გადასახადიც“ უწოდეს. რეგულაციის მიღების აუცილებლობა საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაუსაბუთა. რეგულაციის ავტორი კი მაშინდელი ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი იყო.
„ბათუმი დაყოფილია ზონებად და თითოეული ზონისთვის დადგენილია გარკვეული კოეფიციენტი, ანუ სამშენებლო ტერიტორიის ნაკვეთის მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია აიგოს გარკვეული ფართობის შენობა. მსგავსი კოეფიციენტი დადგენილია ყველა ზონისთვის ლიმიტის ფარგლებში. ერთ ზონაში სხვა ციფრია, მეორე ზონაში – სხვა. დავაწესეთ რეგულაცია, რომელსაც აქვს ორი მიზანი: პირველი ის, რომ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა – კონკრეტულ ტერიტორიაზე არ აშენდეს მრავალსართულიანი შენობები. ვფიქრობთ, რეგულაცია ხელს შეუწყობს ამ ტენდენციას, ანუ რეალურად ეს არის პირველი ნაბიჯი უძრავი ქონების სტაბილური ბაზის ჩამოყალიბებისაკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ღონისძიებით ქალაქის დანარჩენ ნაწილში მშენებლობის გააქტიურების სტიმულირება მოხერხდება, სადაც რეგულაცია მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს“, – განმარტავდა მაშინ ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

ამ რეგულაციით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და სამხრეთით ჭავჭავაძის ქუჩამდე) ორი კატეგორიის გადასახადი ამოქმედდა, რაც მშენებლობის მდებარეობის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის, საცხოვრებელ ზონაში კი – 143 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

 

ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის თანამედროვე არქიტეტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

რეგულაციას თავიდანვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, არა მხოლოდ დეველოპერები, აჭარის მთავრობის წევრებიც კი პირად საუბრებში ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიმართ საყვედურებს არ ერიდებოდნენ და მას მოიხსენებდნენ, როგორც არქიტექტორს, რომელიც „სიმაღლეებზე ჭედავს“. გიორგი რამიშვილი, იმის საილუსტრაციოდ, რომ რეგულაციამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი – „მშენებლობები გარეუბნებში გადაინაცვლებს“, გაამართლა, პერიოდულად ბრიფინგს მართავდა და ახალი სამშენებლო ნებართვების სტატისტიკას აცნობდა საზოგადოებას.

თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ბათუმში ქალაქმშენებლობის პოლიტიკა ისევ შეიცვალა. ბათუმის ცენტრში მაღლივ მშენებლობებზე ნებართვები მომრავლდა, ხოლო ქალაქის მთავარი არქიტექტორის შტატი მერიაში ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ირაკლი ჩავლეიშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა, გიორგი რამიშვილს კი ვერც „პატიოსნების საზომით გამორჩეულობამ“ და ვერც „პროფესიონალიზმმა“ უშველა. ის ბათუმის ახალარჩეულმა მერმა არქიტექტურას ჩამოაშორა და მრჩევლის თანამდებობაზე გადაიყვანა.

რა რჩევებს აძლევს ქალაქის ყოფილი არქიტექტორი მერს? – არც ამ და არც სხვა კითხვებს გიორგი რამიშვილი არ პასუხობს. ქალაქის ყოფილი არქიტექტორი „დუმილის უფლებას“ იყენებს. დაახლოებით ერთი თვეა მან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა.

„ბათუმელების“ კითხვებს ქალაქის არქიტექტურაზე არც ბათუმის მოსახლეობის რჩეულმა, მერმა გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. „მის პოზიციას ქალაქის არქიტექტურაზე ირაკლი ახალაძე გაახმოვანებს, შეგიძლიათ მას მიმართოთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

ირაკლი ახალაძე ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელია. ის სამსახურის უფროსად გიორგი ერმაკოვმა დანიშნა, მისი თანამდებობა კონკურსის გავლას არ ითვალისწინებდა. მისი მოადგილე კი ბათუმის მთავარი არქიტექტორის ფუნქციასაც ითავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი რეალურად სამსახურის უფროსის მოადგილეა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ის სამსახურის უფროსს ემორჩილება.

ირაკლი ახალაძის განმარტებით კი, კ2-კოეფიციენტის გაზრდა არ ნიშნავს იმ რეგულაციებისა და ნორმების უგულებელყოფას, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არსებობს: „რაც ახალი მერი აირჩია ქალაქმა და ჩვენ დავინიშნეთ, მას შემდეგ მრავალბინიანი სახლების პროექტირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ავტოფარეხების, ასევე შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. იდეალური არაფერია, პროექტები კონკრეტული ქუჩის სიგანის შესაბამისობაშია, ურბანული ქსოვილიდან რომ არ ამოვარდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალაქმშენებლობის პირობები შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცდება, ყოველთვის არის დაცული ნორმა.
შუამდგომლობები არ არის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში გაცემული, საკმაოდ ბევრია ქალაქის ტერიტორიაზე გაცემული შუამდგომლობა. არის სამთავრობო პროგრამა არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თაობაზე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკული, სანიტარულად გამოუსადეგარი და ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ობიექტების ლიკვიდაციას და მის ნაცვლად ახლის მშენებლობას ითვალისწინებს. სანაცვლოდ აჭარის მთავრობა დეველოპერებს მერიასთან K2-კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობს. შემდეგ ეს დოკუმენტაცია იგზავნება სამთავრობო კომისიაში, რომლის ხელმძღვანელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია“.

აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ არჩილ ხაბაძემ 42 შემთხვევაში შუამდგომლობა ქალაქის ცენტრში, ფასიან ზონაში სიმაღლის გაზრდაზე გაუწია ინვესტორს. 52 შემთხვევაში კი – არაფასიან ზონაში, თუმცა მათ შორის უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება. მათ შორის 12 პროექტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე უნდა განხორციელდეს, სადაც რამდენიმე მაღლივი კორპუსი უკვე აშენდა.

არქიტექტორ რეზო გოგიტიძის განმარტებით, განაშენიანების ეს პოლიტიკა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე და სხვაგანაც, განსაკუთრებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მაღლივი შენობების რიცხვმა იმატა, ხოლო რეკრეაციული ზონები თანდათან ქრება, ადამიანებს ცხოვრება გაუჭირდებათ. იქნება ჰაერისა და მზის სხივის ნაკლებობა. ვიწრო ქუჩებში გავლისა და მანქანის გაჩერების პრობლემა: „საბოლოოდ კი მოხდება ის, რომ ადამიანები გამოვლენ გარეთ, როგორც ნიუ იორკში. იმუშავებენ ქალაქში, მაგრამ ვერ იცხოვრებენ. განსაკუთრებით საშიში კი რეკრეაციული ზონების ათვისების ტენდენციაა, რომლის დასაწყისსაც, სამწუხაროდ, ვხედავ“.

„ბათუმელები“ არჩილ ხაბაძის რეკომენდაციამოპოვებული დეველოპერების მიერ სამშენებლოდ გამზადებულ რამდენიმე მისამართზე გავიდა. მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თითოეული პროექტის სანაცვლოდ კომპანიას დაახლოებით 20 საცხოვრებლის ათვისება მოუწევს. ერთ-ერთი მათგანია „მარდი ჰოლდინგი“.

„კომპანია მარდი ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების, – „მარდი ჰაუსისა“ და „მარდი თაუერის“ მეშვეობით მონაწილეობს არასტანდარტული საცხოვრისების ათვისების სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ შემთხვევაში ერთი პროექტი ხორციელდება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ფორმალური მხარე, სამშენელო ნებართვის მოპოვების ჩათვლით, უკვე დავასრულეთ და ამჟამად სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ვემზადებით. რაც შეეხება მიწი ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (ე.წ. K2) მომატებას გადახდის გარეშე, ეს ამ სამთავრობო პროგრამის შემადგენელი ნაწილი და ის სტიმულატორია, რითაც ხდება სამშენებლო ბიზნესის დაინტერესება. პროექტში მონაწილე კომპანიის ვალდებულება ბარაკულ ტერიტორიაზე მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილებაა. საბინაო ფონდში შენატანის ვალდებულებას ეს პროგრამა არ ითვალისწინებს“, – ამბობს „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე.

ბათუმის ცენტრში, თუნდაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთი კვადრატული ბინის ფასი 700-1000 დოლარია. 20-მდე არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების სანაცვლოდ კომპანიას ხშირად 15 ან მეტსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა ეძლევა. ქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან მოლაპარაკების სანაცვლოდ ახალი მშენებლობის დაწყების ტენდენცია, ცხადია, სამთავრობო პროგრამის დაწყებამდეც არსებობდა. რატომ ჩადგა მთავრობა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, გასულ წელს, ქალაქის ცენტრში სიმაღლის გაზრდის გადასახადით ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა? – კითხვაზე არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის კომისიის თავმჯდომარემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, იონა წითელაძემ, უპასუხა, რომ მთავრობა მოლაპარაკებებში არ ერევა.

„სახელწიფოს ვალდებულება რა არი? – პირობა შეუქმნას როგორც დეველოპერს, ასევე მოსახლეობას. ბევრ კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოსახლეობაც დაზარალდა. ამ პროგრამის შემთხვევაში მთავრობა გარანტად უდგება როგორც მოსახლეობას, ასევე ბანკს, რომელიც დეველოპერს ეხმარება. რაც შეეხება K2-ის გაზრდას, ცხადია, რაც მეტია სიმაღლე, მით მეტია შემოსავალი. მეტი მშენებლობა ბიუჯეტში მეტ მოგების გადასახადს ნიშნავს“, – განმარტა კომისიის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პროგრამა მთავრობის საბინაო ფონდში შენატანს არ ითვალისწინებს.

სამთავრობო პროგრამა ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ უფრო შორს მიდის: არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების სანაცვლოდ, დეველოპერს მომავალში ბინების ვერ გაყიდვის შემთხვევაში, თვითღირებულების ფასად, ბიუჯეტის სახსრებით მათ გამოსყიდვას ჰპირდება. აი, რა წერია მთავრობის დადგენილებაში: „საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს“.

„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი.

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ, 2 ივნისს ჩატარდა. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული და მასთან ერთად დაკავებული, შს სამინისტროს ცნობით, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

გამოძიების ვერსიით, გ.მ. 2015 წლის დასაწყისიდან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. “გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდული სამყაროს წევრობას”, – ამბობს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამმართველოს უფროსი.

მიხეილ ძაგნიძე

სამართალდამცავებმა გ. მ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას  მისმა თანმხლებმა შ. ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება გ. მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 30 წლის მამაკაცია

ბათუმის ”დინამომ” ”ომონია 1:0 დაამარცხა

 

მატჩი ზესტაფონში ჩატარდა.

 

საპასუხო მატჩი ”დინამოსა” და ”ომონიას” შორის 9 ივლისს კვიპროსში გაიმართება, სადაც გადაწყდება ბათუმის დინამო გააგრძელებს თუ ვერა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში ასპარეზობას.

 

 

 

 

 

ბათუმში თურქეთის საკონსულოს კვერცხები დაუშინეს

 

საქართველოს მოქალაქის თემურ აბაშიძის განცხადებით,  30 ივნისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ის და მისი ოჯახის წევრები თურქეთის საბაჟოზე სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა. მერაბ ღოღობერიძემ კი კვერცხების სროლით სწორედ ეს ფაქტი დაგმო. 

 

აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მერაბ ღოღობერიძე პოლიციის თანამშრომლებმა საპატრულოს მანქანაში ჩასვეს.

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მერაბ ღოღობერიძე დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის ბრალდებით. 

მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე თვის წინ კვერცხები დაუშინა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძესაც. 

მაშინ მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. 

სასწრაფოდ იყიდება ბინა ,,სუბტროპიკ სიტი”-ში

 

ბათუმში, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში – „სუბტროპიკ სიტiში“ იყიდება 64 კვ.მ ბინის შავი კარკასი. ფასი 37 ათასი აშშ დოლარი. ID 9452

 

მობ:  577 07 11 85

        577 07 11 87


სპეცოპერაცია ბათუმში

 

რამდენად სარწმუნოა თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაცი,ა ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ პასუხობენ. სამინისტროში განმარტეს, რომ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. 

 

თვითმხილველის თქმით, სპეცოპერაციას  ვიდეოკამერით იღებდნენ. 

შეხვედრა სოფლის ექიმებთან

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აამბობს, რომ სოფლებში ხშირია ისეთი სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების ფაქტები, როდესაც პაციენტებს მათი სამედიცინო  მომსახურება არ სჭირდებათ, მისი განცხადებით მსგავის გამოძახებების შესამცირებლად საჭიროა სამუშაო პროცესში თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი და სოფლის ექიმი ჩაერთოს, საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტის შემდგომი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე კი სოფლის ექიმმა მიიღოს: „სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით ქედისა და  შუახევის მიუნიციპალიტეტში პირველადი ჯანდაცვის სოფლის ექიმებსა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს, ვფიქრობთ, რომ მათი დაახლოება და ერთობლივი მუშაობა სოფლებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებსს. სოფლებში ძირითადად პრობლემა ის არის რომ არის ისეთი სასწრაფო გამოძახებები, როდესაც პაციენტს მსგავსი მომსახურება ესაჭიროება.

 

ყველა სოფელში არის თემის სამედიცინო პუნქტის ექთანი, რომელსაც შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოფლის ექიმს მიაწოდოს და სოფლის ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტისთვის შემდგომი სამედიცინო რეაგირება.
აუცილებელი არ არის ყველა გამოძახებაზე მივიდეს სოფლის ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღჭურვილები არიან ავტომობილებით და აქვთ საწვავი, ზოგჯერ საკმარისია ექთანის სატელეფონო ზარი იმისთვის, რომ ექიმმა გადაწყვიტოს რა მომსახურების გაწევა არის საჭირო, სწორედ ამ საკითხვებზე ვმუშაობთ“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.

 

„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში 9,ხოლო შუახევის მუნიციპალტეტში 10 ამბულატორია ფუნქციონირებს.

ბათუმის მერია ჯიხურებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

 

  ვიცე-მერის ბაგრატ მანველიძის  განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ვხედავთ, სეზონთან დაკავშირებით ქალაქში არაერთი უმსგავსო ჯიხური მომრავლდა, რაც აზიანებს ჩვენი ქალაქის იერსახეს და არღვევს კანონს. ყველა უკანონო ვაჭრობას და უსახური ობიექტების ქალაქის ტერიტორიაზე ჩადგმას მოყვება მკაცრი რეაგირება. სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანებს მიეცათ გარკვეული ვადა, რომ ეს ობიექტები მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და ასევე არ ამახინჯებდეს ტერიტორიის იერსახეს. მოვუწოდებ ყველას, კერძო პირებსაც, რომელთა ტერიტორიაზე შეამჩნევენ უკანონო ობიექტებს, მიმართონ ზედამხედველობის სამსახურს. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც მსგავს უკანონობას განახორციელებს. მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” .

მუხრან ვახტანგაძე მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს სასამართლოში უჩივლებს

 

მუხრან ვახტანგაძე: თუ ვინმეს ქვეყნისა და ერის წინაშე დანაშაული მიუძღვის, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ჩემი ქვეყნის წინაშე კეთილი და კარგი საქმის მეტი არაფერი მიკეთებია. რაც შეეხება მურმან დუმბაძისა და მედეა ვასაძის განცხადებებს, ისინი საზღვრებს სცდებიან, ჩემს ღირსებას და თავმოყვარეობას უხეშად ეხებიან და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ.


აპირებთ სასამართლოს მიმართოთ?

დიახ, რეპუტაციის შელახვის გამო, ღირსების შელახვისა და ტალახის სროლის გამო ვაპირებ სასამართლოს მივმართო.

 

მურმან დუმბაძე გუშინ პარლამენტში საუბრობდა 2003 წლის 23 ნოემბერზე. იმ პერიოდში სად იყავით, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

2003 წლის ნოემბრის ბოლო, მახსოვს ძალიან კარგად, 24, 25, 26 რიცხვებში ვიყავი ყაზახეთში, სადაც გავხდი მსოფლიო თასის მფლობელი. რომ ჩამოვედი, მახსოვს, რომ ამ თემაზე [დარბევაზე] იყო საუბარი, აქ დამახვედრეს ამბავი და მაგ თემასთან დაკავშირებით ბოდიშიც კი მომიხადეს, რომ შეცდომაში ვიყავით შეყვანილიო.


რა ამბავი დაგახვედრეს, ბოდიში ვინ მოგიხადათ და სად?

2003 წლის ნოემბერში თურმე გაულახავთ კობა ხაბაზი, ბერძენიშვილი, დავითაშვილი, ვიღაცაში ავერიე თურმე და მაშინ „ჩვენი აჭარას“ წევრებმა მოიწვიეს ტელევიზიები და საჯაროდ მომიხადეს ბოდიში, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები.

 

რაც შეეხება კაფე „ხარება და გოგიას“ – არის ის თქვენი საკუთრება? იქ მომხდარ ხელჩართულ ჩხუბშიც პოლიტიკოსები თქვენ გადანაშაულებენ…

2002-დან 2005 წლამდე მე საერთოდ ბათუმში არ ჩამოვდიოდი, თუ რატომ ვერ ჩამოვდიოდი, ამაზე არ დავკონკრეტდები. მე პრობლემები მქონდა მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. რაც შეეხება კაფეს, არასოდეს მქონია ბიზნესი.

 

რა ურთიერთობა გაქვთ [გქონდათ] მედეა ვასაძესთან ან მურმან დუმბაძესთან აქამდე?

ჩემი კანდიდატურა ამ  თანამდებობაზე, რაზეც დღეს ვარ, მურმან დუმბაძემ 2012 წლის ბოლოს დააყენა მთავრობაში – მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის ეს ადგილი, ეს ადამიანი უნდა  იყოს დეპარტამენტის უფროსიო, აი იმის მერე რა შეიცვალა, არ ვიცი.

 

გუშინ, 1 ივლისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მუხრან ვახტანგაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 23 ივნისის #51 ბრძანებით აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად  დაინიშნა

 

ერგეს საჯაროს სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს

 

„აუდიტის მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, რადგან  გამოძიების მასალებიდან  იკვეთება, რომ თანხა გაფლანგულია.  დირექტორის მიერ გადარიცხული თანხა, რომელიც ათი ათას ლარზე ბევრად მეტია, არ არის ასახული ბალანსში“ _ აცხადებს განათლების სამინისტროს შიდა აუტიდისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე.

 

სამინისტროს  ინფორმაციით, დანაშაულის კვალიფიკაცია პროკურატურამ უნდა დაადგინოს: „სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს, დანაშაულის კვალიფიკაციის დადგენის შემდეგ კი, დირექტორი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“- ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა ვადაჭკორია.

 

მისივე ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორს,  შტატის არსებობის მიუხედავად,  ბუღალტერი არ ჰყავდა დანიშნული.

 

 

 

”დინამოს” 700 გულშემატკივარი ზესტაფონში გაემგზავრა

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბელები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გივი თალაკვაძე, „დინამო“ (ბთ) ფანკლუბის წევრი:

„ამ მატჩს ყველა მთელი სულითა და გულით ველოდებით. მოლოდინი “დინამოს” ყველა ფანს ერთნაირი გვაქვს – მოგებისთვის მივდივართ, გვჯერა ჩვენი გუნდის. ყველაფერს გავაკეთებთ ტრიბუნიდან, რომ ბიჭებს დავეხმაროთ და მოვიგოთ“.

იმავე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება პარალელურად თბილისში, დინამო არენაზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის “დინამო” და აზერბაიჯანის “გაბალა”.

ბათუმის “დინამო” – “ომონიის” შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციას განახორციელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს პირდაპირი ეთერით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.

გიორგი ქამადაძე – ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი

ბათუმი ”დინამოსა” და ნიქოზიის ”ომონიის” მატჩზე დასასწრები ბილეთი

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბელები, ბათუმში, ევროპის მოედნიდან ზესტაფონში მიემგზავრებიან

ახალი პროგრამა მიგრანტების დასახმარებლად

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  პროგრამის _ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ შესახებ  საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

 

პრეზენტაცია დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნა. მისი განცხადებით, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

 

„სამინისტრომ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 400 000 ლარი გრანტების სახით გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რისი მიზანიც იყო, ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორის განვითარება-გაძლიერება. სამინისტრო მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა გეოგრაფიული არეალიდან დაბრუნებული მიგრანტებისთვის, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის კუთხით, მხარდაჭერისა და დახმარების ერთიანი მექანიზმის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება დაბრუნებული მიგრანტებისთვის სრულყოფილი ინდივიდუალური სარეინტეგრაციო პროგრამების შეთავაზება.

 

„სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს პროცესი შეუქცევადია და სამინისტრო არ დაიშურებს ძალისხმევას დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში სრულყოფილი და ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებმაც, რომლებიც  უზრუნველყოფენ  სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას.  

 

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით, დაბრუნებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები და ექნებათ ხელშეწყობა მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად.

 

პრეზენტაცია საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა,  განსახლებისა  და  ლტოლვილთა  სამინისტროს მხარდაჭერითა და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფის“  ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის საზოგადოებრივ ინფორმირებულობას სწორედ ეს ორგანზიაცია უზრუნველყოფს.

 

 

 

 

წერილი ბათუმის ციხიდან

 

როგორც პატიმარი წერს, ის იმყოფება ე.წ. უსაფრთხო საკანში უკვე რვა დღეა: „სადაც არ იღება ფანჯარა, არის უჰაერობა, არაა წყალი, რომ გარეცხო თეფში და ჭიქა, არის საშინელი ანტისანიტარია, მერვე დღეა საპნით ხელი არ დამიბანია, იძულებული ვარ, მივმართო მშრალ შიმშილობას“.

 

ბრალდებულის ადვოკატი, მერი ცინარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მან პატიმარი დღეს მოინახულა: „როგორც მან მითხრა, არის გაუსაძლის პირობებში, არ გამოუცლია ერთი კვირაა ტანსაცმელი, ითხოვს საკანში გადაყვანას, მე დავწერე შუამდგომლობა ციხის ადმინისტრაციის სახელზე და ვითხოვე პატიმრის სტანდარტულ საკანში გადაყვანა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს მიიყენოს დაზიანებები“.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს ქურდობის გამო ასამართლებენ. სასამართლოს მისთვის ჯერ განაჩენი არ გამოუტანია. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმარი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა და სწორედ ამ მოტივით სურდა პროკურორთან შეხვედრა: „ საპროცესო შეთანხმებისა და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით მან მიიყენა თვითდაზიანებები, როცა ის სასამართლო პროცესზე ნახა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, გადადო პროცესი“.

პროკურორმა პატიმარი ციხეში მოინახულა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, ბრალდებული შიმშილობს და ციხის ადმინისტრაციაც და სოციალური სამსახურიც მუშაობს მასთან,  რომ შეწყვიტოს შიმშილობა. უწყების ცნობით,  შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში პატიმარს გადაიყვანენ ჩვეულებრივ საკანში. 

ერგეს საჯარო სკოლაში ფინანსური პოლიცია შევიდა

 

მომხდართან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:
 
„საქმის გარემოებების გამოკვლევის, შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იკვეთება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები.
 
ინსპექტირებით დადგენილია: სკოლის რიგ თანამშრომლებზე ხელფასების უკანონო დარიცხვა-გაცემის, რიგ თანამშრომლებზე კი დაურიცხაობის, დარიცხულ ხელფასებზე შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობის, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე არგადარიცხვის, ხელფასების არასწორად დარიცხვა-გაცემის შედეგად წარმოშობილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სკოლის ბალანსში აუსახველობის ფაქტები.  
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სსიპ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად უკვე გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას. 
 
დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად ასევე გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შუამდგომლობით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს  საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე“- წერია განცხადებაში.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებს.
 
 
 

ბათუმში მარიხუანის დათესვისა და მოყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

 

კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან

სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული, 2,9054 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,0294 გრ ჰეროინს შეიცავს. ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია 1 ძირი კანაფი, რომლის წონა 67,43 გრამია. უწყების ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შს სამინისტრო: ტრეფიკინგის ფაქტზე უზბეკეთის მოქალაქეა დაკავებული

 

გამოძიების ვერსიით დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 1984 წელს დაბადებული უკადდამ ტ. და გონიოს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოათავსა. შემდეგ უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში.

 

დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით, ათი ათას დოლარამდე თანხას შეადგენდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულსა და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, ამავე დროს დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა.

 

ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცავებისთვის 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ ამა წლის თებერვალში დილრაბო ა-მ. უკადდამ ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა და საქმეზე მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების შედეგად სამართალდამცავებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს.

გამოძიება დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ღამის კლუბში ჩხუბის მონაწილეების განაჩენი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

შემთხვევა ბათუმში ღამით ერთ-ერთ კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, გვერდი-გვერდ მაგიდაზე მსხდომმა გოგონებმა და ბიჭებმა ერთმანეთს სცემეს. ბრალდებულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევენ. პროკურორმა კი სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულება მოითხოვა.

 

მოსამართლის კითხვაზე, ხართ თუ არა ადრე ნასამართლევი? – ბრალდებულმა, 20 წლის გოგონამ უპასუხა – კი. მას სასამართლომ ამჯერადაც საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან 1000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა ის და მასთან ერთად დაკავებული მეორე ბრალდებული. მესამეს კი ათი ათასი ლარი აქვს გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის [ძველი განაჩენის შეუსრულებლობის გამოც].

 

საქმის პროკურორი ლევან მურვანიძე იყო, ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადვოკატი ბიძინა ბერიძე იცავდა. ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

ბათუმში ეროვნულ გამოცდაზე 28 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 

მანუჩარ ლორია

ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთი აბიტურიენტი გამოცდაზე დაგვიანებით გამოცხადდა, ხოლო 27 საერთოდ არ მისულა.

დღეს გამოცდები ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გამოცდისთვის აბიტურიენტებს 4 საათი აქვთ განსაზღვრული.

 

 

საჯარო მოსამსახურეებმა ზენდიდის ციხე დაასუფთავეს

 

„ციხის სანახავად ხშირად მოდიან ტურისტები, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ტერიტორიის დასუფთავება“ – ამბობს სოფელ ზენდიდის მკვიდრი ილია ბეჟანიძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ხაბაზი აცხადებს, რომ დასუფთავების აქციის მიზანი დასუფთავებასთან ერთად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

 

„მადლობას ვუხდი მუნიციპალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აქციაში. ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით გამგეობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა. საჯარო მოხელეებს გვაქვს პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე,  ხშირად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, ინფოტურებსა და ლაშქრობებს. დასუფთავების აქციებში საჯარო მოხელეებთან ერთად ხშირად ერთვებიან ახალგაზრდებიც“ – ამბობს  სოფიო ხაბაზი.

 

„ზენდიდის ციხე, რომლის მხოლოდ დაზიანებული ნაწილია შემორჩენილი, 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს.  ნაგებობა მე-17 საუკუნეს  მიეკუთვნება. 2001 წელს აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რისთვისაც კედლები გასუფთავდა მცენარეებისგან, რამაც დაშლითი პროცესი დააჩქარა. შენობის შესანარჩუნებლად ციხის კონსერვაცია აუცილებელია“ – აცხადებს ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე.

 

ზენდიდის ციხე / ეკა ბარამიძის ფოტო

ასი წლის იუბილე ქედელ ვეტერანს პუტინმა მიულოცა

 

ცხმორისის ცენტრში, წვეულებათა დარბაზში დღეს, პირველ ივლისს, გამართულ საიუბილეო საღამოზე სერგო ხალვაშს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი ბარათი გადასცეს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენელმა, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მრჩეველმა, ალან ხეთაგუროვმა კი ქედელ ვეტერანს საჩუქრად 1000 დოლარი გადასცა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სერგო ხალვაშის შვილმა, ნოდარ ხალვაშმა უთხრა. 

 

იუბილესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სერგო ხალვაშს 500 ლარი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კი 1000 ლარი გადასცა. სერგო ხალვაშთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გეგელიძეებიდან 13 ახალგაზრდა იბრძოდა, მათგან მხოლოდ ოთხი დაბრუნდა ცოცხალი.  

 

ამჟამად სერგო ხალვაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთადერთი ვეტერანია ქედის მუნიციპალიტეტში. იგი ამბობს, რომ სტალინის დაცვაში მუშაობდა, ფაშიზმზე გამარჯვებას კი, როგორც თვითონ ამბობს, ერაყში შეხვდა. ის სამშობლოში 1946 წელს დაბრუნდა.

 

 სერგო ხალვაშს 8 შვილი, 42 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილთაშვილი ჰყავს.  

როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბათუმში


ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გასულ წელს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმების დაღვევის გამო გაფრთხილება სამ საწარმოს მიეცა, 2015 წლის მონაცემები კი ჯერ ცნობილი არ არის: „ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ 80-მდე საწარმოს ვუგზავნით გაფრთხილების წერილებს და ვეუბნებით, რომ გამონაბოლქვის დამჭერი დანადგარები და გამწმენდი ნაგებობები მოაწესრიგონ“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის ოფიციალური მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის გამო, სამ თვეში (მარტი, აპრილი მაისი), ადმინისტრაციული დარღვევის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო ივნისში, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედების მხოლოდ ერთი ფაქტია რეგისტრირებული.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.
ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ გასულ წელს, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დასახლებულ პუნქტებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემოწმდა, თუმცა, მისივე განცხადებით, არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

 

„წელსაც დაგეგმილია 18 ნიმუშის აღება დასახლებული პუნქტებიდან. წინასწარ შერჩეული ადგილები არ გვაქვს. თუ შემოგვდის საჩივარი მოსახლეობისგან, ან სატელეფონო შეტყობინება, იმ კონკრეტულ მისამართებზე გავდივართ“.


ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით, ჰაერში აზოტის ოქსიდების, დიოქსიდების და ნახშირჟანგის კონცენტრაცია დგინდება. დადგენილი ნორმის მიხედვით, ჰაერში აზოტის შემცველობა 0,5-ს არ უნდა აღემატებოდეს, ჭვარტლის, ანუ შავი ნახშირბადის შემცველობა კი – 0,15-ს. 

აღნიშნული ნორმები გასულ წელს სამმა საწარმომ დაარღვია. „აქედან ერთი, ზეთის ქარხანა მენეჯმენტში შექმნილი პრობლემების გამო გაჩერებულია. ხელვაჩაურში იყო მტვრის გადამეტების შემთხვევა სამშენებლო მასალების საწარმოს მიერ, თუმცა ეს პრობლემაც გამოსწორებულია, რადგან საწარმო ბუნებრივ აირზე გადავიდა და, შესაბამისად, დაბინძურების მაჩვენებელი საგრძლობლად შემცირებულია. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ შეიძინონ მტვრის დამჭერები და შეამცირონ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი“, –  ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

ქალაქში მწვანე საფარის სიმცირისა და ავტომანქანების რიცხვის ზრდის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

 

„ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, როცა ავტომანქანების რაოდენობა მატულობს ბათუმში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც იზრდება. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ქუჩების მორწყვაა“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს, მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ქალაქში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორია ამოწმებს.

საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ თურქეთის საბაჟოზე ის ფიზიკურად შეურაცხყვეს

თემურ აბაშიძე

„გუშინ, 30 ივნისს, გადავდიოდი საზღვარზე ოჯახთან ერთად, ხუთნი ვიყავით. ჩემს ერთ შვილს უმიზეზოდ არ მისცეს შესვლის უფლება. ვიკითხე, რატომ მოხდა ასე, შენ ამის ადვოკატი ხარო, შენ უნდა გაგცე პასუხიო? და შემაგინა. მე ვუთხარი ოჯახთან ერთად ვარ დ თუ რამე დააშავა, მითხრი, მამა ვარ-მეთქი და კიდევ შემაგინა. მეც შევაგინე და ეს იარაღით წამოვიდა. ჩემს ცოლს ერთხელ დაარტყეს დუბინკა, მეორედ რომ მოუქნიეს, ჩემი შვილი გადაეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს თემურ აბაშიძე.

მისი თქმით, ინციდენტის შედეგად თურქეთის საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ უშვებდნენ ქართველებს და მეორე მხარეს საქართველოს საბაჟოს წარმომადგენელიც გადავიდა მოსალაპარაკებლად.

ამირან აბაშიძე

18 წლის ამირან აბაშიძეს ყელისა და ყურის არეში სისხლჩაქცევის კვალი აქვს. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟის რეზინის ხელკეტი მოხვდა. ის ამბობს, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა.

ინციდენტს შეესწრო თემურ აბაშიძის მეუღლე, ასმათ აბაშიძეც. იგი ამბობს, რომ თურქი მებაჟეები მას უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ, მან მებაჟეს ჩანთა მოუქნია და საპასუხოდ რეზინის ხელკეტი ჩაარტყეს. „ისეთი სიტყვები მაკადრა, არ შეიძლებოდა მოსმენა.  დუბინკა ჩამარტყა, მეორედ რომ მოიქნია, ბავშვი გადამეფარა და მას მოხვდა“, – ამბობს ასმათ აბაშიძე.

აბაშიძეების ოჯახი, მათივე თქმით, სოციალურად დაუცველია დ ისინი თურქეთში დღიურ სამუშაოზე ხშირად გადადიან. მერაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთის საბაჟოს თანამშრომლები უხეშად ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს და შეურაცხყოფას აყენებენ მათ.

ასმათ აბაშიძე

აბაშიძეების ოჯახმა რეაგირება თურქეთის საკონსულოს სთხოვა ბათუმში. „საკონსულოსგან ერთ რამეს ვითხოვთ, წესიერი გასვლა იყოს.  მე შეიძლება არ გადავიდე, მაგრამ სხვა გადადის და სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებენ. უწმაწურ სიტყვებს იყენებენ, არ შეიძლება ასე, კანონი ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის კანონი უნდა იყოს“, – ამბობს თემურ აბაშიძე.

თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თემურ აბაშიძის ოჯახს სთხოვეს წერილობით მიმართვა და ამის შემდეგ საკონსულო საქმის შესწავლას დაიწყებს. კითხვაზე, მიუმართავთ თუ არა მსგავსი ტიპის საჩივრებით საქართველოს მოქალაქეებს აქამდე, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევებზე მიუმართავთ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმე ფიზკურ დაპირისპირებას ეხება.

თურქეთის საკონსულო ბათუმში

 

Exit mobile version