რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე

ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა  მანძილი ვიწროა ფეხით მოსიარულეთათვის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არქიტექტორის, ლია გელოვანის განმარტებით, რესტორანს სანებართვო პირობები არ დაურღვევია:

„ ტროტუარი არის ამხანაგობის საკუთრებაში, ხოლო მსუბუქი კონსტრუქციის გაბარიტი, რაც მოაწყო რესტორნის მეპატრონემ,  პროექტის შესაბამისია. გარდა ამისა, ფარნავაზ მეფის მხრიდან, სადაც ხეა, დამატებითი დისკომფორტი რომ არ შექმნოდათ ფეხით მოსიარულეებს, [მესაკუთრემ] თავისი ნებით შესწია კონსტრუქცია, დახრა გააკეთა ისე, რომ მეტი ადგილი დატოვა ფეხით მოსიარულეთათვის. “

როგორ შეიძლება იყოს ტროტუარზე განთავსებული გარევაჭრობა, ამას ბათუმის საკრებულოს 2011 წლის დადგენილება ადგენს, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე, კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით დაუშვებელია გარევაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან [ნაწიბურიდან] 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი [ობიექტი] განთავსდეს ბორდიურიდან [ნაწიბურიდან] 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის [ობიექტის] განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.

კითხვაზე, გამსახურდიას #36 -ში ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებასთან დაკავშირებულ პროექტზე გათვალისწინებულია თუ არა დადგენილი პარამეტრები, სააგენტოს არქიტექტორმა უპასუხა, რომ გათვალისწინებულია. მისივე განმარტებით, ნებართვა გაცემულია ისე, რომ ამ ქუჩაზე ხელი არ შეეშლება ორმხრივი ნაკადის მოძრაობას:

„წარმოდგენილ პროექტში ორი მეტრი და 40 სანტიმეტრი რჩება ფეხით მოსიარულეთათვის, რაც საკმაოდ კომფორტული იქნება მოძრაობისთვის,“ – განმარტა ლია გელოვანმა.

 

სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმე და დაზარალებულის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი, დაპირისპირებული პირების დაკავების საშუალება დაზარალებულის ახლობლებმა არ მისცეს.

საუბარია ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმეზე. იგი გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე სიმონ ავალიანია ბრალდებული. იგი ბრალს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაქვში ზაზა ზოიძემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მკვლელობაში ბრალდებულის – სიმონ ავალიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. დაღუპულის ახლობლების თქმით, ზაზა ზოიძეს ბრალდებული და მისი ახლობლები ჩვენების შეცვლას აიძულებდნენ.

დღეს, 13 ივნისს, სასამართლოს ჩვენება გოჩა ჯაფარიძემ მისცა. „მან თქვა, რომ მკვლელობის მომსწრე ის არ ყოფილა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ისიც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. დაპირისპირება ჩემს ძმისშვილსა და ჯაფარიძეს შორის მოხდა ჩვენების მიცემის შემდეგ,“ – გვითხრა დაზარალებულის დამ, მზია კონცელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ამ შემთხვევაზე დაკავებული არავინაა.

85 ათასი ლარი ბულვარში სკეიტპარკის გასარემონტებლად

ბათუმში, ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ არსებული სკეიტპარკის გასარემონტებლად ბულვარის ადმინისტრაციას 85 867 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურება ითვალისწინებს როგორც სამშენებლო-სამღებრო სამუშაოებს, ასევე ელექტროგანათების მოწყობას.

სარემონტო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებს გავითვალისწინებთ, სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე ვერ დასრულდება, ზღვის სეზონი კი, ბათუმში უკვე გახსნილია.

სკეიტპარკის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე წლის 26 ივნისს დასრულდება, სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

 

ბათუმის სკეიტპარკი

სელფის მუზეუმი ეგოიზმის გასაშარჟებლად

სელფის მუზეუმი ლოს-ანჯელესში მდებარეობს და მნახველებს სთავაზობს დაათვალიერონ ცნობილი ნახატები, რომლებზეც პერსონაჟები სელფებს იღებენ. სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, ამ სივრცეში მოსულებს თავისუფლად შეუძლიათ ფოტოების გადაღება, მათ შორის სელფების, შედევრების რეპროდუქციებთან ერთად.

მიქელანჯელოს დავითი, მონა ლიზა, ყურმოჭრილი ვან გოგი – მუზეუმში ყველა ნახატზე სელფის გადაღების პროცესია ნაჩვენები.

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად მილიონობით სელფს განათავსებენ ინტერნეტმომხმარებლები. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მუზეუმის დამაარსებლები მიიჩნევენ, რომ სელფი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ადამიანის ნარცისული ბუნების დიდი დოზით გამოვლინებას უწყობს ხელს.

მუზეუმის დაარსებით მათ სურდათ სელფის ფენომენი ცოტა ხნით მაინც ეჩვენებინათ მნახველებისთვის როგორც სასაცილო, სახალისო მოვლენა. მუზეუმის იდეის ავტორებს სივრცის გახსნით სურდათ ეჩვენებინათ, რომ სელფის ფენომენი აჩვენებს ადამიანების სურვილს: ჩანდნენ სხვების თვალში მუდმივად იდეალურები, რომ ხშირად ხელოვნების ნიმუშებივით აღვიქვამთ საკუთარ თავს. მუზეუმის გახსნის ძირითადი მიზანი ამ ფენომენის გაშარჟება და ამავდროულად ვიზიტორების გახალისებაა.

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში  15 ივნისს, 14:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი: ჯავახიშვილის N5; ტელ: 577 038 128), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში.

ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო ლექციებს, ღია კარის დღეებს, ოლიმპიადებს, სერტიფიცირებულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

საქართველოს უნივერსიტეტი გამოირჩვა  სწავლის მაღალი ხარისხით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.  უნივერსიტეტი 2018 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შემდეგ შესაძლებლობებს სთავაზობს:

  • ინოვაციურ სწავლებას
  • გაცვლით პროგრამებს
  • პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას

ინოვაციური სწავლება, გულისხმობს თეორიული ცოდნის მიღებას უახლესი ლიტერატურით და ამავდროულად,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამოყენებით. თეორიას პლუს პრაქტიკა,   სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს   გამოიმუშავონ ყველა ის უნარ–ჩვევა, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

გაცვლითი პროგრამები  სტუდენტებს უცხოეთში სწავლას  სთავაზობს, რაც  ნებისმიერი სტუდენტისთვის მიმზიდველია, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სტუდენტებს ერთი სემესტრით ან ერთი წლით სთავაზობს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირებები გაიარონ სხვადასხვა  კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, რაშიც მათ უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ეხმარებათ,  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.

გარდა ამისა, 2018 წელს ჩარიცხული სტუდენტები სწავლის საფასურს 10 ნაწილად გადაიხდიან, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი სწავლის საფასურს 10 თვეზე გადაანაწილებს.

ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში, სწავლის საფასური შეადგენს 0 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთის ეწვიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ug.edu.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 322 55 22 22

ბათუმის აკვარიუმში თევზის ჯიში – გარრა რუფა გაამრავლეს

ბათუმის აკვარიუმში ახალი ჯიშის თევზი – გარრა რუფა გაამრავლეს. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ხელოვნურ პირობებში გარრა რუფას გამრავლება საკმაოდ რთულია, საამისოდ „მზადდება“ წყალი სპეციალური შემადგენლობით – მასში უნდა ხარობდეს 15-მდე სახეობის მცენარე.

ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა, არსებობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, სპეციალურად გამოყოფილ აკვარიუმში რთული საფილტრაციო სისტემა დაამონტაჟეს, შეარჩიეს რამდენიმე წყვილი და ისინი ახალ საინკუბაციო სივრცეში მოათავსეს. გარრა რუფას გამრავლებას ბათუმელი აკვარიუმისტები თვეებია ელოდნენ.

გარრა რუფა (იგივე წითელი გარრა), ბუნებაში ბინადრობს თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის მდინარეებში, ტბებსა და ნაკადულებში.

“გარრა რუფას ხშირად „თევზ ქირურგს“ უწოდებენ, რადგან მათ კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ (ფსორიაზი, ეგზემა). ეს თევზი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და აკუპუნქტურულ წერტილებს, აცილებს ბაქტერიებსა და სოკოს. მსგავსი თერაპია აქტიურად გამოიყენება სპა ცენტრებსა და კლინიკებში, სილამაზის სალონებსა და წყლის სპეციალურ აბაზანებში. ეს თევზი აცილებს ადამიანის სხეულს მკვდარ ქსოვილებს და აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს,” – წერს ბათუმის დელფინარიუმი.

ბათუმის აკვარიუმში გარრა რუფას გარდა ბინადრობენ შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობა: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და დისკუსები. ასევე, სელექციურად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. ბათუმის აკვარიუმი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ყოველწლიურად მისი სტუმარია ათეულობით ათასი ტურისტი.

ყიდულობენ თუ არა მასწავლებლები „პრაქტიკის კვლევას“?

„ერთი კითხვა მაქვს, შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ დამიწეროთ კვლევა და თანხა რამდენი იქნება გადასახადი?“- ეს კითხვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კოლეგებს დაუსვა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სტატუსის ქვემოთ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები წერდნენ, რომ მსგავსი შეთავაზებები, პრაქტიკის კვლევის დაწერასთან დაკავშირებით, მათაც არაერთხელ ჰქონიათ.

ტრენერი და განათლების სპეციალისტი ანა კვიჟინაძე წერდა, რომ პრაქტიკის კვლევაზე დაკვეთა გახშირდა. „უკვე მერამდენედ… ვერავის ვერანაირი თანხის სანაცვლოდ „დათვურ სამსახურს“ ვერ გავუწევ“, -წერდა ის ფეისბუქში.

„ბათუმელები“ ანა კვიჟინაძეს დაუკავშირდა და მის პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე ესაუბრა. ანა გვეუბნება, რომ პედაგოგები ხშირად უკავშირდებიან და კვლევის დაწერას სთხოვენ.

„გაოგნებული ვიყავი, როდესაც სხვა პედაგოგების კომენტარებსაც ვკითხულობდი, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგაც მეუბნებოდა ქუთაისიდან, რომ მისმა თანამშრომლებმა იყიდეს კვლევა. როგორც ჩანს, ამის პრაქტიკა არსებობს და ამიტომაც შემომთავაზეს. ბათუმთან დაკავშირებითაც გავიგე, რომ იქედანაც იყო შემოთავაზებები პრაქტიკის კვლევის დაწერაზე,“ – გვეუბნება ანა.

ის ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა სკოლის დირექტორები და შეფასების ჯგუფის პედაგოგებიც სთხოვენ დახმარებას. „სრული ქაოსია. კარგი იქნება, თუ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ. ვფიქრობ, არ უნდა დავმალოთ“, – გვეუბნება ანა კვიჟინაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამ მიიყვანა პედაგოგები ამ მდგომარეობამდე, როცა მზად არიან იყიდონ სხვის მიერ მომზადებული ნაშრომი, ანა ამბობს, რომ ეს სისტემის ბრალია – ის საათები, რაც თუნდაც პრაქტიკის კვლევის ჩატარებისთვის არის გათვალისწინებული, არასაკმარისია.

„არაჯანსაღი კონკურენცია, არა თვითგანვითარებაზე ფიქრი, მხოლოდ კრედიტები და სტატუსი, ეს არც სახელმწიფოს არგებს“, – გვეუბნება ანა.

„ბათუმელები“ კერძო სკოლა „კანდიდის“ ხარისხის მართვის მენეჯერს, შორენა ალაგარდაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ასევე გამოეხმაურა ფეისბუქში გავრცელებულ სტატუსს.

„ორი შემოთავაზება მქონდა კვლევის დაწერაზე თბილისიდან, ორი რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მათთვის არ გამიწევია, რადგან მონახაზიც რომ დავწერო, ეს უკვე ჩემი ინტელექტუალური საკუთრებაა“, – გვეუბნება შორენა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტრენინგები ბევრმა გაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ისინი დავალების შესრულებას.

„კვლევის მონახაზის გაკეთება მაინც მე მთხოვეს. მიუხედავად იმისა, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი წამყვან მასწავლებლად დაასახელეს“.

მისი თქმით, სხვა პედაგოგის მიერ ჩატარებული პრაქტიკის კვლევა მაინც ვერ იქნება ობიექტური, რადგან მასწავლებელმა თავისივე კლასში უნდა იკვლიოს პრობლემა. „მე როგორ უნდა დავინახო  რა პრობლემა აქვს მას კლასში“, – ამბობს ალაგარდაშვილი.

მისი თქმით, ის, რომ მასწავლებლებს არ აქვთ გარკვეული აქტივობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი, „რადგან ეს არ უსწავლიათ უნივერსიტეტებში. არც ის უსწავლიათ, როგორ დაგეგმონ თანამედროვე, ინოვაციური გაკვეთილი, ტექნოლოგიები როგორ გამოიყენოს ან თუნდაც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება“.

შორენა ალაგარდაშვილის აზრით, კვლევის ინსტრუმენტი შექმნას რვასაათიანი ტრენინგით ვერ ასწავლი. „ამას მე უნივერსიტეტში ორი წელი ვსწავლობდი. იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებელს სჭირდება ინტენსიური ტრენინგი, პრაქტიკა და დრო, რომ სიახლეები აითვისოს“.

ალაგარდაშვილი სხვა ტიპის პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა დირექცია თანაბრად არ უწყობს ხელს პედაგოგებს განვითარებაში.

„გვყავდა მასწავლებელი, რომლის ყოფილმა დირექტორმა არ მოისურვა, რომ ოქმი დაეწერა და ამ ადამიანისთვის ეღიარებინა გარკვეული კრედიტები. მსგავსი და სხვა ტიპის პრობლემების გამოა, რომ სქემას არ აქვს ის შედეგი, რაც უნდა მოეტანა.

ტრენინგების უკუკავშირი და გადამოწმება ხდება ძალიან ქაოტურად, მასწავლებლები ვეღარ ეტევიან დედლაინებში და იძულებული ხდებიან, მიმართონ სხვა გზებს – პლაგიატს ან იყიდონ ნაშრომი“.

მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

ძველი ბათუმის იატაკები [ფოტო]

ბათუმში ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა ნახვაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვისაც ერთნაირად საინტერესოა. ძველი შენობების თვალიერებისას სადარბაზოებში ქვევით დახედვაც არ დაგავიწყდეთ, ბევრ ისტორიულ სახლში საუკუნის წინ დაგებული ფილები უკვე აღარ არსებობს, თუმცა დღემდე არაერთი სახლის სადარბაზოში ძველი იატაკი სრულად ან ფრაგმენტულად არის შენარჩუნებული.

სახლები, რომელთა სადარბაზოების იატაკებს ახლა დაათვალიერებთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

იატაკი ვაჟა-ფშაველას ქუჩის სადარბაზოდან
იატაკი ირაკლი აბაშიძის ქუჩის სადარბაზოდან
ამავე სადარბაზოს იატაკის ახლო ხედი
ირაკლი აბაშიძის ქუჩის კიდევ ერთი სადარბაზოს იატაკი
ირაკლი აბაშიძის ქუჩის სადარბაზოდან
იმავე სადარბაზოს იატაკის ახლო ხედი
მემედ აბაშიძის ქუჩის სადარბაზოს იატაკი
ამავე სადარბაზოს შესასვლელი
მარჯანიშვილის ქუჩის სადარბაზოს იატაკი
იმავე სადარბაზოს იატაკის ახლო ხედი

 

ამავე თემაზე:

ძველი ბათუმის სადარბაზოები

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-მა გასასვლელი ჩაკეტა

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი მომხმარებელს უკვე იღებს, მუშაობს ეზოში განთავსებული ღია კაფეც, სადაც მაგიდები ისეა განლაგებული, რომ მოქალაქეები შენობის მარჯვენა მხარეს არსებული გადასასვლელით ვეღარ ისარგებლებენ. მაგიდების ორ მწკრივს შორის ვიწრო ადგილზე უნდა ჩაიარო, რაც კაფეს დატვირთვის შემთხვევაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლაა შესაძლებელი. ეტლით მოსარგებლე კი ამ გასასვლელით სარგებლობას, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ შეძლებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია კომპანიას იჯარით აქვს აღებული და ნებართვა გაცემულია ღია ტერასის მოწყობაზეც.

კომპანიამ ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20 წლით იჯარით უკვე გადასცა.

იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

რესტორნის მენეჯერის ინფორმაციით, დაწესებულება ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ და ეს უახლოეს მომავალში იგეგმება. ადგილზე ვერ აკონკრეტებენ, როდის იგეგმება დაწესებულების ოფიციალური გახსნა, სათავო ოფისის ტელეფონზე კი ამ დროისთვის არავინ პასუხობს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ჯივილი – საბავშვო ველოსიპედები 25 ლარიდან

საბავშვო მაღაზია “ჯივილი” საბავშვო ველოსიპედების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ  ყველა ასაკის ბავშვისთვის წარმოდგენილია მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის თურქული წარმოების ველოსიპედები, საბავშვო სკუტერები და “როლიკები”

გარდა სპორტული ინვენტარისა, “ჯივილი” ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

პროკურატურა: მან წიხლი ჩაარტყა დედას, რომელიც შშმ პირია

21 წლის კახა კ.-ს გამოძიება დედაზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. შემთხვევას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა დედას ზურგის არეში. ქალს შშმ პირის სტატუსი აქვს. იგი უსინათლოა.

დედა-შვილი წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლეს კახა კ.-მ. ბრალდებულს დღევანდელ პროცესზე სხვა არაფერი უთქვამს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.

ბრალის გაცნობამდე კახა კ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მას არასრული საშუალო განათლება აქვს, დაოჯახებული არ არის და არც დასაქმებულია.

სასამართლო მორიგ სხდომაზე დედის ჩვენებას მოისმენს. ექსპერტიზამ უკვე დაადგინა, რომ მას ფიზიკური დაზიანება ჰქონდა.

ადვოკატი ირაკლი პირველი ამბობს, რომ შემთხვევას სხვა მოწმე არ ჰყოლია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დედასთან მხოლოდ სიტყვიერი უთანხმოება ჰქონდა ოჯახურ საკითხებზე, ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ჰქონია,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, მკერავები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ბოლო სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ.

სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაიხურა. იგი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ფაბრიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია.

„ისინი მთავრობას სთხოვენ რეაგირებას. თუ არც ხელისუფლება მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მკერავები ბათუმი-სარფის გზას გადაკეტავენ,“ – ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, თამაზ ბაკურიძე. ის საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

მკერავები ასევე აპირებენ სამართლებრივი დავის დაწყებას. დღესვე ისინი დახმარების თხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართავენ.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსში შეხვედრებს მართავს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს, ივან პოლევოდას შეხვდა.

რატომ მართავს ბელორუსში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე? – დეპუტატს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებას თავად ლადო მგალობლიშვილი გააკეთებს ბათუმში დაბრუნების შემდეგ.

პრესსამსახურის უფროსის, ფერიდე უსტიაშვილის თქმით, „პროექტი თავად ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა იყო… დავით გაბაიძე ამ საკითხზე კომენტარს როგორ გააკეთებს, ლადო მგალობლიშვილის ვიზიტია“.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილის ბელორუსში ხუთდღიანი მივლინებისთვის ჯამში 1801 ლარი დაიხარჯა. დეპუტატს მგზავრობის ხარჯი თავად დაუფარავს.

უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოდან ბელორუსში წასულ ხუთკაციან დელეგაციას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განმარტებით, დელეგაციაში სხვა დეპუტატი არ არის.

„მხარეები, შემდგომი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროფესიული კოლეჯების – „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ დირექტორები. დელეგაცია მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა.

აჭარის დელეგაცია მინსკში. ფოტოები უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდიდან

 

 

კმდს-ს ორგანიზებით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

2018 წლის 13 ივნისს, 19:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ – ნაკრძალში , აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“.

ღონისძიება შედგება  ორი ძირითადი ნაწილისაგან:

[checklist]

  • I ნაწილი – დაეთმობა თანამედროვე ხელოვანების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) ნამუშევრების გამოფენას, რომელთა თემატიკაა „ადამიანების ემოციები და მათი ურთიერთდამოკიდებულება“.
  • II  ნაწილი -პოეზიის საღამო.

[/checklist]

ღონისძიება ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის დღეს და ხაზს უსვამს ამ ადამიანების ჩართულობის მნიშვნელობას მუზეუმისა და მთლიანად რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

,,ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს.“ – აცხადებს მისტერ დოლი.

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, ,,დოიჩე ბანთან“ ერთად შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.“ – განმარტავს დავით ფერაძე.

საქართველოს რკინიგზამ ,,დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა.  პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია ,,დიბი შენკერი’’ განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის’’ პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.

სტუდია “ათინათის” 10 წლის საიუბილეო საღამო [ფოტო]

11 ივნისს სტუდია “ათინათის” 10 წლის იუბილე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა.

მრავალფეროვანი ღონისძიება სახელწოდებით – “მზესთან ერთად დავიბადე”  სტუდიის ყველა თაობის აღსაზრდელმა მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ოვაციების ფონზე ჩაატარა.

"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" სტუდიის დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
"მზესთან ერთად დავიბადე" - სტუდია "ათინათის" დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში
“მზესთან ერთად დავიბადე” – სტუდია “ათინათის” დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

ზაფხულის სეზონზე ორი ორსართულიანი მატარებელი შეწყვილებული იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზა“, ზაფხულის სეზონზე, 15 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ ორსართულიან მატარებელს შეაწყვილებს. შეწყვილებული შემადგენლობა 75 დღის განმავლობაში იმოძრავებს და ყოველდღიურად ერთ რეისს შეასრულებს.

„საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა სარკინიგზო ტრანსპორტზე თბილისი-ბათუმი-თბილისის
მიმართულებით, განსაკუთრებით ახალ ორსართულიან GRS ტიპის ელექტრომატარებლებზე. არსებული რესურსის გათვალისწინებით, გასული წლის ზაფხულში, დღის განმავლობაში სრული დატვირთვით კურსირებდა 4 ერთეული GRS ტიპის ელექტრომატარებელი, ხოლო დღეგამოშვებით – 1 ერთეული GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მიუხედავად ამისა, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, სრულად ვერ ხდებოდა. მგზავრთნაკადის სეზონური ზრდის ფაქტორებისა და არსებული მოძრავი შემადგენლობის პარკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია GRS ტიპის ელექტრომატარებლების შეწყვილება, რომელიც დღის განმავლობაში შეასრულებს 1 რეისს, ხოლო GRT ტიპის შემადგენლობა ნაცვლად დღეგამოშვებისა, იმოძრავებს ყოველ დღე [დღეში ერთი
რეისი]. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ყოველდღიურად დამატებით შეიქმნება 1106 ადგილი, ხოლო შემოსავალი მგზავრთა გადაყვანიდან, 75%-იანი დატვირთვის შემთხვევაში, სეზონის 75 დღეზე, გაიზრდება დაახლოებით 1,4 მლნ. ლარით“ – აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“.

რკინიგზაში აცხადებენ ასევე, რომ ყველაზე რთულ რელიეფზე – რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მაისის თვის მეორე ნახევარში ტესტირება წარმატებით გაიარა შეწყვილებულმა ორსართულიანმა მოძრავმა შემადგენლობამ: „ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ GRS ტიპის ელექტრომატარებლების შეწყვილების შემთხვევაში, მისი სიგრძის გაორმაგების გამო, დღის წესრიგში დგება, დაბა ურეკში, ურეკის ვაგზლის N1 სამგზავრო ბაქნის, უკვე არსებული, რკინის კონსტრუქციებით ამაღლებული ნაწილის, ორივე დაბოლოების 50-50 მ-ით [ჯამში სიგრძე -100 მ.] დაგრძელების აუცილებლობა, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი ბაქანზე. ასევე, მასზე გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანდუსები“.

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით მათ განიხილეს გამოკითხვის შედეგად წარმოდგენილი შემოთავაზებები და სამუშაოების შესრულებისათვის ყველაზე ოპტიმალური დრო და ფასი წარმოადგინა შპს „კანო“-მ, რომელმაც აღნიშნული სამუშოების განხორციელებისათვის მოითხოვა ჯამში 160 300 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

„ურეკში ბაქნის დაგრძელების სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წლის ზაფხულის სეზონის დაწყებისათვის [15 ივლისამდე]“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა და გამარტივებულ შესყიდვას შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს.

25 აგვისტოს ჯგუფი ДДТ ქობულეთში კონცერტს გამართავს

25 აგვისტოს ქობულეთის ზღვისპირა ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ, კონცერტს რუსული როკჯგუფი ДДТ-ი გამართავს. ДДТ-ი წელს Kobuleti Ozone Fest-ზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული.

ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე Soft Eject-ი, Green Room-ი, მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა), Nemra,  Asea Sool, Sevda დაVako T დაუკრავს.

ჯგუფი  ДДТ-ი 1980 წელს დაარსდა ქალაქ უფაში.  გამოშვებული აქვთ 21 სტუდიური და 5 საკონცერტო ალბომი. ჯგუფის უცვლელ ლიდერს, ვოკალისტს და სიმღერების ავტორს იური შევჩუკს ექვსი სოლოალბომი აქვს ჩაწერილი.

შევჩუკი მკაცრად და პირდაპირ აკრიტიკებს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არაერთ გამოსვლაში აღუნიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელსაც კრემლი ატარებს საქართველოსა და უკრაინაში, მისი პირადი ტრაგედიაა.

ДДТ-ი საქართველოში Tbilisi Open Air ფესტივალზეც იყო ჩამოსული 2012 წელს.

DDT - Это всё. Live at Tbilisi Open Air 2012

Kobuleti Ozone Fest-ი წელს პირველად იმართება. პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ქობულეთის მერია, ქობულეთის საკრებულო და Castello Mare Hotel&Wellness Resort-ი.

 


 

ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი და ასევე, ბათუმში: მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი); 26 მაისის #25. ქობულეთში: აღმაშენებლის #264.

 

რატომ არ წავიდა თურქეთში გაზსადენის გახსნაზე პრეზიდენტი – ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად იყო მიწვეული თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაზე, თუმცა როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „მისი (ანუ პრეზიდენტის) განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წასვლა“.

პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ როცა პრეზიდენტი მიიწვიეს, „ეს საბოლოოდ დადასტურებული არ იყო“.

„ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ცერემონიაზე მიწვეული რომ იყო, ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა სერენიაზგანმა გააკეთა განმარტება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  

„ეს იყო ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რატომ. საქართველო წარმოდგენილია ღონისძიებაზე ელჩის დონეზე. ეს პროექტია, რომელიც აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გვსურს, ვიხილოთ ჩვენი ქართველი მეგობრები თურქეთში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიპლომატმა.

TANAP-ის გახსნას არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ. TANAP-ი პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

ტრანსანატოლიური მილსადენის რუკა

ბათუმი – ზღვაზე და ზღვის ქვეშ [ფოტო]

ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
დასვენება ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
წყალქვეშ ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
სანამ ტალღა “გადატყდება” ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
რუჯი ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ტალღა ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები

 

„წყლის მაგივრად ალკოჰოლს სვამენ“ – მითები თურქეთში საქართველოზე

საქართველოში მეზობელი თურქეთის შესახებ არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ თურქეთში ყველა ქალი თავსაფრით დადის და რომ მრავალცოლიანობა მიღებული ნორმაა. სინამდვილეში თურქეთში ქალებს თავსაფრითაც შეხვდებით და უთავსაფროდაც, რაც შეეხება მრავალცოლიანობას, დღეს არსებული კანონმდებლობით პოლიგინია აკრძალულია.

კიდევ ერთი მითის მიხედვით, თურქეთს ბათუმისა და აჭარის ხელში ჩაგდება სურს. რეალურად თურქეთი ერთადერთი მეზობელი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ საზღვრების დემარკაცია  მოახდინა. ამავდროულად თურქეთი არის რეგიონის ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.

საქართველოს მსგავსად, თურქეთში მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები საქართველოზე.

„10 მითი საქართველოს შესახებ თურქეთში“, – ამ სახელწოდების საინფორმაციო კლიპი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა მოამზადა. კლიპი ორენოვანია.

გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომელიც მათ მიერ მომზადებულ ვიდეოშია ჩამოთვლილი.

მითი #1

თურქეთში მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობით მხოლოდ ბათუმში გადაადგილებაა შესაძლებელი. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ვიზა და პასპორტი სჭირდებათ.

სინამდვილეში ეს ასე არაა და თურქეთის მოქალაქეებს 90 დღე შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა თუ გადაადგილება.

საინფორმაციო კლიპის მიხედვით, მეზობლები ასევე ფიქრობენ, რომ საქართველოდან თურქეთში მოქალაქეები მხოლოდ სამუშაოდ მიდიან.

მითი #2

თურქეთში ფიქრობენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არსებობს.

ვიდეოში, რომელიც თურქულ და ქართულ ენაზეა მომზადებული, ახსნილია, რომ ქართული მემკვიდრეობის ძეგლები – იშხნის ეკლესია, ოშკის მონასტერი, Tekkale Kilisesi, დოლისყანის ეკლესია, ტბეთის ეკლესია, შავშეთის ციხე, ერზრუმისა და ართვინის რეგიონებში მდებარეობს.

მითი #3

თურქეთში ფიქრობენ, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად თურქია.

ვიდეოში ახსნილია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 86% ეთნიკურად ქართველია.

მითი #4

საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, განსაკუთრებით მუსლიმებს დევნიან.

ვიდეოში მითის გასაქარწყლებლად ნათქვამია, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ისტორიის განმავლობაში და დღესაც თავისუფლად ცხოვრობენ და ლოცულობენ. მაგალითად კი მოყვანილია  თბილისის მეჩეთი, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.

სხვა მითები

თურქეთში ქართველების შესახებ გავრცელებული მითებიდან ერთ-ერთია მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ალკოჰოლს წყლის მაგივრად სვამენ. კიდევ ერთი მითის მიხედვით კი, ყველა ქართული კერძი ღორის ხორცს შეიცავს. ვიდეოში ახსნილია, რომ ეს ასე არაა და რომ ქართული კერძების უმრავლესობა მცენარეულია, ღორის ხორცი კი იშვიათად გამოიყენება.

თურქეთში საქართველოს შესახებ გავრცელებული მითები სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარმა სოფო წკრიალაშვილმა შეკრიბა. მან მაგისტრატურა თურქეთში დაამთავრა, 2016 წელს პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ფარგლებში“ თურქეთის სახელმწიფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად იქნა არჩეული.

ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც მითებზე მოამზადეს, დიდი ხნის დაკვირვების შედეგი იყო.

„თურქეთში დავამთავრე მაგისტრატურა. მქონდა მჭიდრო შეხება ხალხთან და ვიცი მათი შეხედულებები საქართველოს შესახებ. ასევე ვიცი, რა შეხედულება აქვთ საქართველოში თურქეთის შესახებ.

რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაცია გავლენას ახდენს განწყობებზე და ნეგატიურად აისახება ურთიერთობებზე. სწორედ ამ განწყობების შეცვლას ემსახურება ეს ვიდეო. ვფიქრობ, საკმაოდ დროულია და საჭირო, რომ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს ხალხს. სოციალური ქსელი ავირჩიეთ გავრცელების ფორმად, რადგან გვინდა ახალგაზრდებამდე მივიდეს ეს ვიდეო,“ – ამბობს სოფო წკრიალაშვილი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ასევე მოამზადა ვიდეო მითებზე, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული თურქეთის შესახებ.

ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ბათუმში კონცერტს გამართავს

15 ივნისს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი  Odessa Classics Batumi Weekend-ი გაიმართება. ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ალექსეი ბოტვინოვი და გიორგი ცაგარელი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში  გია ყანჩელის და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

“წელს საქართველო და ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ, ამ თარიღების აღსანიშნავად ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი საქართველოს  ეწვევა. მათ პროექტს ჰქვია – “ყველას უყვარს საქართველო”,” – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში.

“Odessa Classics Batumi Weekend”-ი კულტურული დიპლომატიის სფეროში ცნობილი საერთაშორისო პროექტების ავტორის, მეელის კუბიტსის და ფესტივალ Odessa Calssics-ის დამფუძნებელის ალექსეი ბოტვინოვის ორგანიზებით იმართება. პროექტის მხარდამჭერია ოდესის ოლქის მთავრობა, აჭარის მთავრობა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
წელს კლასიკური მუსიკის ფესტივალს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა“ – დელეგატებიც დაესრებიან.

ფესტივალი  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 19:00 საათზე დაიწყება.

ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის

ქობულეთში სამშენებლო პროცესი ისევე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმში, მძიმე ტექნიკის ხმაური განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ისმის. მათ წინააღდეგ კი, ვინც მიიჩნევს, რომ ზღვის სანაპირო მაღლივმა მშენებლობებმა არ უნდა ჩაკეტოს, მთავრობას ყოველთვის ერთი არგუმენტი აქვს: „ინვესტიცია მნიშვნელოვანია“.

ინვესტიცია მნიშვნელოვნად ითხოვს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდას, რაც საკურორტო ქალაქის იერსახეს თანდათან ცვლის.

რა გეგმები აქვს ქობულეთის მერს და როგორ ხედავს ის საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურას მომავალში? – ამ და სხვა სამშენებლო საკითხებზე მირიან ქათამაძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო მირიან, თქვენ როგორც მუნიციპალიტეტის მერი, როგორ აფასებთ იმ სამშენებლო პროცესს, რომელიც დაგხვდათ ქობულეთში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, აპირებთ ასეთივე ტენდენციით გააგრძელოთ?

შესაძლებელია, ვიფიქროთ იმაზე, რომ ძალიან მაღლივი კორპუსები არ  იქნება მისაღები, თუმცა ნურავის დაგვავიწყდება, რომ ქობულეთს გააჩნია განაშენიანების გეგმა. ამ გეგმაში მითითებულია, თუ სად როგორი შენობები შეიძლება განთავსდეს. სანამ ქობულეთის მერი გავხდებოდი, ამ საკითხებთან მქონდა სამსახურებრივი შეხება, ვიყავი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრი და მაშინაც მქონდა მოსაზრება, რომ ძეგლების არეალში არ უნდა მოხვედრილიყო ისეთი ტიპის ნაგებობები, რომლებიც ძეგლის აღქმადობას შეუშლიდა ხელს.

აპრიორი იმის თქმა, რომ მაღლივი კორპუსი ზღვის სანაპიროზე არ შეიძლება, ამის დაშვება არ არის მისაღები: ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა იყოს განხილული კონკრეტული პროექტი და ისე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ქობულეთის სანაპირო საკმაოდ დიდია – ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა გადის ამ ქალაქში, შესაბამისად, 12 კილომეტრია ქალაქის ტერიტორიაზე. თუ  გავითვალისწინებთ იგივე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ჩაქვის სანაპიროსაც – 24 კილომეტრამდე გრძელდება.

ეს სანაპირო ზოლი არის მზად იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით განვითარდეს ტურისტული ინფრატრუქტურა. ეს გულისხმობს მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ტურისტული ქალაქისთვის. არანაკლები პოტენციალი გააჩნია ტურისტული თვალსაზრისით სანაპირო ქალაქებს შორის ქობულეთს და წლების განმავლობაში ამ უბნის განვითარება ვერ მოხერხდა. არ უნდა გვეშინოდეს თამამი გადაწყვეტილებების, თუნდაც სანაპირო ზოლის სწორი საინვესტიციო პირობებით გასხვისების.

რას გულისხმობთ სწორ საინვესტიციო პირობებში?

ვგულისხმობ იმას, რომ ინვესტიცია არ უნდა განხორციელდეს ლანდშაფტური სივრცის მნიშვნელოვანი დარღვევის ხარჯზე და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას სანაპირო ზოლში, რომელიც გაუძლებს კონკურენციას სასტუმროებთან ბათუმში. ეს  იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ტურისტმა, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი შვებულება ზღვაზე გაატაროს აირჩიოს ქობულეთი, მან უნდა მიიღოს ხარისხიანი სერვისი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ მიდგომის აპრიორი წინააღმდეგი ვართ, რომ სანაპირო ზოლში, ვაიმე დედა, როგორ შეიძლება მრავალსართულიანი და მაღლივი კორპუსების მშენებლობა.  თუმცა არის ადგილები, სადაც განაშენიანების გეგმის მიხედვით, ასევე, ზოგადად, მოსაზრებისა და შეფასების შედეგად შესაძლებელია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა იყოს დაბალი განაშენიანება.

შენობის სიმაღლე უბედურება არ არის. ნურავინ ნუ იტყვის იმას, რომ მაინცადამაინც სიმაღლეშია ხარვეზი. არსებობს ადგილები, სადაც მოუხდება მაღლივი შენობები და ადგილები, სადაც არ მოუხდება თვისობრივად.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე, პარკინგის თემას, ქობულეთისთვის ეს არა მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, სხვა დროსაც იქცა უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად. ტრანსპორტის მოძრაობის სქემა უნდა დარეგულირდეს, რომ ეს დისკომფორტი იქნას აცილებული.

ქობულეთში დაწყებულია პროცესი, მიმდინარეობს რამდენიმე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქალაქისათვის და ნუ ჩამითვლით არატრადიციულ მიდგომად თუ ვიტყვი, რომ მე, პირადად, ამ ინვესტიციებს ჩემი ქალაქისათვის გადამწყვეტ მომენტად მივიჩნევ.

ამბობთ, რომ წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს ეფუძნება სამშენებლო პროცესი ქობულეთში, როგორი სიმაღლეები იქნება სანაპირო ზოლში უახლოეს პერიოდში, ან თქვენი უფლებამოსილების მიწურულს? გარდა ამისა, რას იტყვით არქიტექტორების მოსაზრებაზე, რომ  მშენებლობები უნდა იყოს მწყობრი და არა ისეთი, როგორიც არის?

რაც ქობულეთის მერი ვარ, რამდენიმე ათეულ მიმართვაზე მაქვს ხელი მოწერილი. ძირითადად იყო ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა რეკონსტრუქიცას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროექტის ვიზუალური კონტექსტიდან გამომდინარე უარის თქმას, ჩვენ ბევრი პროექტი დავიწუნეთ სწორედ იმიტომ, რომ არქიტექტურული ნაწილი ამოვარდნილი იყო ირგვლივ არსებულ შენობებთან მიმართებაში, მაქსიმალურად ვცდილობთ შენარჩუნებული იყოს სიმწყობრე. გულწრფელად გეტყვით, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, რომ თავის დროზე ეს მოთხოვნები მაქსიმალურად არ იქნა მიღებული მხედველობაში, შესაძლებელი იყო ცოტა სხვანაირი ყოფილიყო დღეს აღმაშენებლის ქუჩა.

სახლები არ უნდა გვქონოდა ძალიან ახლოს ტროტუართან, რაღაც ნაწილი სახლებისა აღმაშენებლის ქუჩაზე შიგნითაა შეწეული და ლამაზია. არის სახლები, რომლებიც აგრესიული არქიტექტურის შთაბეჭდილებას ტოვებს და გამოდის ტროტუარზე – ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ერთგული დავრჩეთ იმის, რაც გულისხმობს ქალაქის არქიტექტურულად ლამაზ იერსახეს, რამდენად გამოგვდის ეს, რა თქმა უნდა, დამკვირვებლის შესაფასებელია.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა დამრღვევების მიმართ კანონის გამკაცრება?

ერთ-ერთი ჩემი პრიოროტეტია, რომ მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საქმიანობა და მათ შორის, სამშენებლო საქმიანობა, კანონის ჩარჩოში უნდა იყოს. მე თვითონ რამდენჯერმე შევეფეთე უკანონო მშენებლობას. ერთია, როდესაც გაცემულია ნებართვა გარკვეული პარამეტრებით და ხდება ამ პარამეტრებიდან გადახვევა და ამ  შემთხვევაში რეაგირება ყოველთვის დროულია, თუმცა აღკვეთა საკმაოდ ძნელია ხშირ შემთხვევაში.

არის ასევე ფარული დარღვევებიც, რასაც საფუძვლიანი კვლევა სჭირდება, ეს კი ისეთ ქალაქში, სადაც შეიძლება ასზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობდეს ერთდროულად, პრობლემატურია. ამ კუთხით მაქსიმალურად მუშაობს ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ სამსახურის კიდევ გადახალისება. როცა სამშენებლო საქიანობაზე ნებართვა საერთოდ არ არის გაცემული და თვითნებურ მოქმედებას აქვს ადგილი, ასეთ დროს უფრო მკაცრია კანონმდებლობა, მაგრამ ადნისტრაციული ჯარიმების ოდენობის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ. არის კიდევ ერთი რამ – კანონდარღვევით აშენებული არც ერთი კვადრატი ექსპლუატაციაში არ მიიღება.

ასეთი პრაქტიკა არსებობდა – ჯერ აშენებდნენ, შემდეგ ხაზავდნენ პროექტს და იკანონებდნენ. გინდათ თქვათ, რომ ასე აღარ იქნება?

ეს ლეგალური პროცედურაა, ესეც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, მაგრამ იქ, სადაც ყველა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი მშენებლობა, მე პირადად მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ მერიამ მიიღოს ასეთი ობიექტი ექსპლუატაციაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა დარღვევაზე დროული რეაგირებაა ამის წამალი.

პლაჟზე ან პლაჟთან ახლოს მძიმე კონსტრუქციის მშენებლობები დასაშვებია?

სანაპირო ზოლს რაც შეეხება, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არავითარი მძიმე კონსტრუქციები არ იქნება. სიტყვა სეზონური იმისთვის არსებობს, რომ ეს კაფეები იმუშავებს  მხოლოდ სეზონურად და ოქტომბრიდან პლაჟი უნდა გათავისუფლდეს ამ კონსტრუქციებისგან. თუმცა რა იქნება მომავალში, ახლა კონკრეტულად რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი.

რატომ, თქვენ ხომ ამბობთ, რომ მიღებული გაქვთ პრინციპული გადაწყვეტილება პლაჟზე მძიმე კონსტრუციებთან დაკავშირებით, უკანდასახევ გზას იტოვებთ?

ეს არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია. თუმცა სანაპირო ზოლისა და პლაჟის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ გრანდიოზულ პროექტს ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, რაც ითვალისწინებს სანაპირო ჯებირის რეაბილიტაციასა და ქობულეთის ბულვარის მოწყობას მდინარე აჭყვის შესართავიდან სასტუმრო „ჯორჯია პალასამდე“. ამ კონცეფციაში ვერანაირი ჯებირზე გადამდგარი კაფე ვერ ჩაჯდება.

და „ჯორჯია პალასის“ პირსის მსგავს კაფეს რას უზამთ, მოაშლევინებთ?

ეს არის ძალიან კარგად და ხარისხიანდ გაკეთებული, ეს ტერიტორია 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული მას, ხვალ რა გადაწყვეტილებები იქნება პლაჟზე, ამას წინასწარ ვერ ვიტყვი. თუმცა დღეს გვაქვს პრინციპული პოზიცია, რომ დღეს პლაჟზე მშენებლობის ნებართვები არ გაიცემა, მიუხდავად იმისა, რომ იყო საკმაოდ კარგი საინვესტიციო წინადადებები. აქ არის სხვა პრობლემებიც, მაგალითად ის, რომ არის უსახური ჯიხურები, არაცივილური ვაჭრობა, არის გასახდელებისა და საშხაპეების პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ.

უფრო დიდი ტერიტორია გაასხვისეთ სარეკრეაციო ზონაში პარკის მიმდებარედ, ვიდრე ქობულეთის პარკია. ბათუმში ასეთი მშენებლობების გამო ხალხი მთავრობას აკრიტიკებს, დღემდე საუბრობენ, მაგალითად, ამ მიმართულებით კ2-ის გაზრდაზე და არჩილ ხაბაძის რეკომენდაციებზე. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალში თქვენკენაც გამოიშვირონ ხელი?

ამ ქალაქის წარმატების გასაღები არის სანაპირო ზოლში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობები, ეს არის ქალაქის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.

რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 5 165 000 ლარი დახარჯა, წელს ამისთვის 6 მილიონ 720 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, რეგიონის რეკლამირებისთვის 7 270 000 ლარი დაიხარჯება.

სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი წელსაც თითქმის უცვლელია. სიახლე მხოლოდ ერთია –  ტურიზმის დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში იწყებს სარეკლამო კამპანიას.

სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში ისევ ლიდერობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, – ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, ასევე, პოლონეთი; პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსია, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი; საუდის არაბეთი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ისრაელი.

გასულ წელსაც თითქმის ანალოგიური იყო სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი, დაემატა მხოლოდ გერმანია, სადაც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის წარმოება იგეგმება წელსაც.

„დასავლეთ ევროპაში ძალიან ჭირს ფეხის მოკიდება, რადგან ევროპელები ადრე გეგმავენ ხოლმე მოგზაურობას. გარდა ამისა, ნაკლებად გვიცნობენ და სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ ქვეყნებში ინტენსიური რეკლამის წარმოება.

როცა დაინახავენ, რომ მათ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ვპოზიციონირებთ, დაინტერესდებიან და გაუჩნებათ სურვილი ჩვენი ქვეყნის გაცნობის და მოგზაურობის,“ – გვითხრა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ახალი სარეკლამო ბაზრების ათვისებას უკავშირდება სარეკლამო ხარჯების ზრდა.

„ვცდილობთ, რომ სამიზნე ბაზრები იყოს მრავალფეროვანი, არ ვიყოთ ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ორიენტირებული, ჩვენ გვინდა უფრო მეტი ევროპელი ტურისტი აჭარაში.

ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პირდაპირი ფრენები დაინიშნა ლონდონის მიმართულებით. გვინდა მეტი აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი რეგიონია. გოდერძის და გომარდულის თემა არის აქტიური და, შესაბამისად, თუკი მეზობელი ქვეყნების ტურისტები ბათუმს იცნობდნენ როგორც საზღვაო კურორტს, ახლა ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალ პროდუქტს – სამთო-სათხილამურო მიმართულებას და იმედი გვაქვს, რომ ამ თემის გაშლა იქნება მნიშვნელოვანი,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

თამარ კაიკაციშვილის ინფორმაციით, სწორედ ინტენსიური რეკლამის დამსახურებაა, ტურისტების რაოდენობის ზრდა აჭარაში. მის თქმით, თუკი 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს შევადარებთ მიმდინარე წლის ამავე პერიოდს, ბათუმის აეროპორტის დატვირთვა 61 პროცენტით არის გაზრდილი, რაც უპრეცენდენტოა აეროპორტის ისტორიაში.

„თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წელს ტურისტების ნაკადები მარტიდან დაიწყო, ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ დატვირთული ტურისტული სეზონი გვექნება.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით არის უკვე ტურისტების რაოდენობის ზრდა რეგიონში,“ – ამბობს კაიკაციშვილი.

სამი საზღვრის – ბათუმის პორტის, აეროპორტისა და სარფის გამშვები პუნქტის მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში ერთი მილიონ 573 ათასი მოგზაური შემოვიდა წლის განმავლობაში. მიმდინარე წელს კი, ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების ბევრად მეტ რაოდენობას პროგნოზირებს. „ველოდებით 10-15 პროცენტით მეტ ტურისტს შარშანდელთან შედარებით,“- ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი აჭარაში თურქეთიდან  შემოვიდა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ კი – ისრაელი, საიდანაც 70-პროცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თამარ კაიკაციშვილის თქმით, ისრაელის ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან „მათთვის არ აქვს მაინც და მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა სეზონურობას და ისინი ადრეული გაზაფხულიდან იწყებენ შემოსვლას აჭარაში“.

პროცენტული მაჩვენებლით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ესტონეთიდან, პოლონეთიდან და, ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

როგორც თამარ კაიკაციშვილი გვეუბნება, ტურიზმის დეპარტამენტის ძირითადი სტრატეგია სატელევიზიო რეკლამის წარმოებაა. „სწორედ ამიტომ ვათავსებთ რეკლამას წამყვან მედიასაშუალებებში, – დოიჩე ველეში, SNN-ში, BBC-ში და სხვა წამყვან ტელევიზიებში, რადგან ეს მედიასაშუალებები ბევრ ქვეყანას ფარავს და ამ სატელევიზიო სივრცეში აუცილებელია რეკლამის გაზრდა,“ – ამბობს კაიკაციშვილი.

გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურების გაზრდას გეგმავს.

„გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ჩამოვიყვანოთ ტურსააგენტოები და ადგილზე მომზადდეს მასალები აჭარის შესახებ.“

მომავალი წლიდან, როგორც კაიკაციშვილი გვეუბნება, იგეგმება ევროპულ უნივერსიტეტებში ვიზიტი და სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისთვის აჭარის რეგიონის გაცნობა.

„ჩვენ პარალელურად ვეცნობით კვლევებს, თუ რა აინტერესებთ ახალგაზრდა მოგზაურებს. ისინი უფრო მეტად დაინტერესებული არიან დაცული ტერიტორიებით, სოფლად ტურიზმით, ეკოტურიზმით, სათავგადასავლო ტურიზმით და გვინდა, რომ სწორედ ამ სეგმენტს გავაცნოთ აჭარა, უფრო მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამა შევთავაზოთ და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“.

წელს ბათუმი ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს და ტურიზმის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ამ და სხვა დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით აჭარაში ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი ოქტომბრის ბოლომდე მზარდი იქნება.

ტრეფიკინგში ბრალდებული: ალკოჰოლის დალევას ვუშლიდი და ამიტომ მიჩივლა

ტრეფიკინგში ბრალდებული გ.ს. დღეს, 12 ივნისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც პოლიცია მისი საქმით დაინტერესდა, ის ბათუმიდან გაუჩინარდა. გ.ს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალციხეში დააკავეს.

ამ საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რესტორანში მიმტანად უნდა ემუშავა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის გონიოში, გ.ს.-ს ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს, სადაც მას პასპორტი წაართვეს და სცემეს, შემდეგ კი სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ.

„საქმეში ძალიან ბევრი მოწმეა, ვინც ადასტურებს, რომ დაზარალებულს აიძულებდნენ სექსუალურ მომსახურებას, ხოლო სექსის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა ბრალდებული. მნიშვნელოვანია, რას იტყვიან იგივე მოწმეები სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ თვითონ არის მსხვერპლი, რადგან დაზარალებულად მიჩნეულ გოგოს ალკოჰოლის დალევას უშლიდა და ამიტომაც უჩივლა პოლიციაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გ.ს.-ს 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს შესთავაზა საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, მაგრამ ბრალდებულმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

 

გვარას ციხეზე XI საუკუნით დათარიღებული 18 ქვევრი აღმოჩნდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. შეისწავლეს ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკიც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი. ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.

არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. ამ ეტაპზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.

ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით  მიმდინარეობს.

ჩეხი ფოტოგრაფის მასტერკლასი თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

14 ივნისს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჩეხი ფოტოგრაფის, კარელ ცუდლინის მასტერკლასი გაიმართება. ცუდლინი დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს, მას ჩეხეთის პრესის ფოტოგრაფიის პრიზი 18-ჯერ აქვს მოპოვებული.

ჩეხმა ფოტოგრაფმა საქართველოში თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსერია ჩამოიტანა – საბჭოთა ჯარისკაცები ტოვებენ ჩეხოსლოვაკიას.

ფოტოგრაფი მასტერკლასზე დამსწრეებს თავის ნამუშევრებს წარუდგენს და მათზე მუშაობის პროცესზე მოუყვება. გაიმართება დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. მასტერკლასზე დამსწრეებს ექნებათ საშუალება, მოიტანონ თავიანთი პორტფოლიო და მიიღონ პროფესიული რჩევები კარელ ცუდლინისგან.

მასტერკლასი 12 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ქუჩის იერსახე ადამიანებზე მნიშვნელოვანია?“ – მორიგი მცდელობა გარევაჭრობის აღსაკვეთად

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ – აქ ამბობენ, რომ მათ სურთ, უფრო მოწესრიგებულ გარემოში იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში გადასახადსაც გადაიხდიან, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა და ვაჭრობას შეძლებენ.

წერეთლის ქუჩაზე ძირითადად ტანსაცმლით, საოჯახო წვრილმანებითა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. ფასები ხელმისაწვდომია, აქ დღის განმავლობაში ხალხი მოძრაობს, რაც ვაჭრობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ამ ადგილზე სახელდახელო ბაზრობას მერია და მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება.

ივნისიდან ბათუმში უკანონო გარევაჭრობა დაშვებული აღარ უნდა ყოფილიყო – ბათუმის მერია ერთი თვეა ამ მიმართულებით ცვლილებებს აანონსებს. მერიამ ჯერ საინფორმაციო ფურცლები დაარიგა და გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ, შემდეგ კი გარემოვაჭრეებს წინადადება შესთავაზა – ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში კომპენსაცია –  600 ლარი.

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერია ქალაქის იერსახეზე ზრუნავს, თუმცა ადამიანები ავიწყდება.

„ქალაქის იერსახეზე ზრუნავენ, კი, მნიშვნელოვანია ნამდვილად, მაგრამ ადამიანებზე მნიშვნელოვანი ხომ არ არის?! მერია მარტო იმისთვის არ არის, რომ ყველაფერი ლამაზად იყოს ტროტუარზე, ეს ტროტუარი ხალხისაც არის და ეს ხალხი ჩვენც ვართ. ამ მაგიდით მე სამ სტუდენტს ვარჩენ, თავის დროზე, როცა მიჭირდა, დავტოვე მასწავლებლის პროფესია და აქ წამოვედი,“ – ამბობს ნანული, რომელიც 25 წელია წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობს.

მას არ სჯერა, რომ გარემოვაჭრეები დათანხმდებიან მერიის შეთავაზებას – სამი თვის განმავლობაში თვეში ორასი ლარი მიიღოს გადასვლის სანაცვლოდ. ნანული ამბობს, რომ 25 წლის მანძილზე არაერთ შეხვედრაზე ყოფილა, სადაც გარემოვაჭრეებს ადგილიდან გაყვანას ხან სთავაზობდნენ და ხან ულტიმატუმს უყენებდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა, ცოტა ხნის შემდეგ გარემოვაჭრეები ისევ უბრუნდებოდნენ ადგილს.

უკანონო გარევაჭრობის კანონიერების ფარგლებში მოქცევის ერთ-ერთი გზა გარევაჭრობის ისეთი ფორმით დაშვებაა, რომ გარევაჭრობა არც ვიზუალურად აზარალებდეს ქალაქს, ბიუჯეტისთვისაც მომგებიანი იყოს და ქალაქში მცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის – მოსახერხებელი. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ მერია ამ მიმართულებით  არ მუშაობს, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

„ყველა ქალაქშია გარევაჭრობა, არის ტერიტორია, მოაწესრიგონ, დადგან ჯიხურები, ლამაზი იქნება, გადასახადს გადავიხდით.  გოგოლის ქუჩაზე ჩვენ არავინ არ მოგვაკითხავს „ნასკის“ საყიდლად. რომ იყოს მოძრავი ადგილი და ხალხი დადიოდეს, სხვა საქმეა. სასტუმროებს აშენებენ ისეთ ადგილებზე, სადაც უნდათ და ჩვენ რა დავაშავეთ?!  გარევაჭრობა რომ ჩარჩოებში მოექცეს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. თქვენ ახვიდოდით ავტოსადგურის მეორე სართულზე ნასკის შესაძენად?! ამას გვთავაზობენ,“ – ამბობს  გარემოვაჭრე, რომელსაც უკვე 13 წელია წერეთლის ქუჩაზე აქვს დახლი.

„აქ კი არ მიხარია ყოფნა, მაგრამ სად უნდა წავიდეთ, სამუშაო ადგილები არ არის. ბავშვობიდან აქ ვვაჭრობ, აბაშიძის დროიდან ებრძვიან გარემოვაჭრეებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არ უნდათ აქ ვიყოთ, იმიტომ, რომ ტურისტები დადიან და ჩვენ არ ვუნდივართ, არაა ლამაზიო, ფასადს ვაფუჭებთ, ალბათ,“ – ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აქ წლებია ვაჭრობს.

ზოგიერთი გარემოვაჭრე იმასაც ამბობს, რომ ისინი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლის წინააღმდეგი არ არიან, ოღონდ არა მეორე, არამედ პირველ სართულზე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ  „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებას ფრთხილად უდგებიან, თუმცა იგი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში გარემოვაჭრეებს დაითანხმებენ:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაგვეთანხმონ. დაინახავს ყველა, რომ კანონიერად, ერთი მიდგომით ხდება ქალაქში გარევაჭრობის ალაგება და წამოვლენ ამაზე. ჩვენ თითოეულ გარემოვაჭრესთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ყველას განსხვავებული სიტაუცია აქვს, ზოგი ასაკს უჩივის, რომ ვერ ივლის იქ, ზოგს ვალები აქვს, რაღაც პრობლემა… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყველას, რომ არ დაზარალდნენ. ზოგს დახლს ვთავაზობთ, ზოგს ჯიხურს, ზოგი არენდას ითხოვს, ან შესყიდვას, ვითვალისიწნებთ ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს, ვცდილობთ, როგორმე მოვერგოთ მათ, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

ეს ეხება მაღაზიებსაც, რომელთაც აქვთ ტროტუარი დაკავებული ზოგს ხუთი, ზოგს ათი მეტრით – ამის ნებას ვერ დავრთავთ ვერავის. დაველაპარაკეთ, ვთხოვეთ. რომ გაიწმინდება ქუჩა, მაქსიმალურ კონტროლზე ავიყვანთ ამ საკითხს.“

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ თუ კი ახალ სავაჭრო ცენტრში ვაჭრობით, სადაც ისეთი ხალხმრავლობა არ არის, როგორც ქუჩებში, გარემოვაჭრეები კმაყოფილინი არ იქნებიან და მოკლე ხანში ისევ არ დაუბრუნდებიან შეჩვეულ ადგილებს,  ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ ყველაფერს იღონებენ  იმისთვის, რომ გარემოვაჭრეები ადგილზე დარჩნენ: „კმაყოფილები რომ იქნებიან, მე ვფიქრობ, რომ უკან მობრუნების სურვილი აღარ გაუჩნდებათ“.

გარემოვაჭრეები მერიის იმედიან განწყობას ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ამბობენ, რომ იძულების შემთხვევაში მერიასთან გამართავენ აქციებს და ეს იქნება მათი პასუხი. „აკლია ამ ქვეყანას უმუშევრები, ჩვენ რომ არ შევემატოთ? ასე იქნება, თუ ვიქნებით იქ, სადაც ვაჭრობა არ იქნება,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ლაშა კომახიძე ბათუმის მესამე მერია, რომელიც ქალაქში უკანონო ვაჭრობის აღკვეთას ცდილობს. მისი წინამორბედები ამ მიმართულებით ვერაფერს გახდნენ, მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, გარემოვაჭრეები კი ისევ თავის ადგილას დარჩნენ.

დღეს ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, დატოვონ ადგილი.

გასულ წელს „ბათუმელებმა“ გარევაჭრობის თემაზე ონლაინგამოკითხვაც ჩაატარა. კითხვაზე, დაშვებული უნდა იყოს თუ არა გარევაჭრობა ბათუმში, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ – არა, უმრავლესობამ, 50-მა პროცენტმა კი მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში დაშვებულ გარევაჭრობას დაუჭირა მხარი. 

კითხვაზე – თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა? – უმრავლესობამ, 45-მა პროცენტმა, უპასუხა, რომ მერიამ ხელი უნდა შეუწყოს მოვაჭრეებს კანონის ჩარჩოებში მოქცევასა და სავაჭრო ადგილის კეთილმოწყობაში.

__________________________________

ამავე თემაზე: 

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად 

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს 

მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს 

უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო როლანდ ბლადაძეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინას [263 კვ.მ]  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს. ამ ბინის ღირებულება 399 ათასი ლარია. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, როგორც დაუსაბუთებელი ქონება. ეს ბინა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს – საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულია წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა წარსულში როლანდ ბლადაძის მიმართ დაშვებული სისტემური დანაშაული,“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა.

იურისტის განმარტებით, როლანდ ბლადაძე ერთ თვეში მიიღებს ბინას თბილისში. ამის შემდეგ კი, როლანდ ბლადაძე უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

„როლანდ ბლადაძე გიორგი პაპაუაშვილთან იწყებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ეხება მიღებული ალტერნატიული ფართობის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში ჩამორთმეული სახლის დაბრუნების პროცესს. ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი და ურთიერთგაგება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მოსამართლე, ბატონი გიორგი პაპუაშვილი, მოცემული შედეგების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძესთან მიაღწევს მნიშვნელოვან შეთანხმებას,“ – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მორიგების მიხედვით, როლანდ ბლადაძეს ასევე რჩება უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელახლა მიმართოს საერთო სასამართლოებს.


გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს, საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადაეცათ. სხვა ბინებიც ასევე აბაშიძის ოჯახის წევრებს და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. სადავო გიორგი პაპუაშვილის ქონება აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.

2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.

2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო. გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც 443 305 ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტი 8 როიალს, 4 ფორტეპიანოს და კიდევ 11 სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტს შეიძენს.

ტენდერში გამარჯვებულმა ინსტრუმენტები უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს, სასწავლებლის ახალ კორპუსში, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. მან საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მუსიკალური ინსტრუმენტების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება და უნივერსიტეტის მიერ მითითებულ სართულზე დაწყობა. ინსტრუმენტების საგარანტიო ვადა ერთი წელია.

ხელოვნების უნივერსიტეტი ახალ შენობაში, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, 2018 წლის სექტემბრიდან უნდა განთავსდეს.

„გვინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ შენობაში დავაანონსოთ, თუ სარემონტო სამუშაოები დროულად დასრულდება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ხელისშემშლელი ფაქტორები ალბათ არ იქნება“ – გვითხრა უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ.

ბათუმის ყოფილი N1 საავადმყოფოს შენობა, სადაც ახლა უნივერსიტეტია განთავსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. იყო საუბარი, რომ ამ შენობაში აჭარის მთავრობის აპარატი უნდა გადასულიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის საკითხი, თუ როგორ განკარგავენ შენობას, არ არის გადაწყვეტილი.

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მთავარი ფოტო: ყოფილი კოლეჯის შენობა, სადაც ხელოვნების უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა შეაჩერა. ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომლის თქმით, მათ ბოლო სამი თვის ხელფასი არ აუღიათ. სამკერვალოში სულ 35 ადამიანი მუშაობდა.

„ბოლო სამი თვე გვატყუებდნენ, მალე იქნება ხელფასიო. საწარმოს „ინსეთ ეშენ ტექსტილი“ ჰქვია და მისი დამფუძნებელი ეროვნებით თურქია, იასინი ჰქვია, გვარი არ ვიცით. გარანტი მე ვარ, რომ აიღებთ ხელფასსო, ასე გვითხრა, მაგრამ აღარ გამოჩენილა. საბოლოო დაპირება იყო ის, რომ 11 ივნისს მივიღებდით ხელფასს, მაგრამ წინა კვირის პარასკევს უკვე საწარმო დაკეტილი დაგვხვდა. სამკერვალოს იჯარით აქვს აღებული შენობა ახალსოფელში და იჯარის თანხაც არ ჰქონია გადახდილი. საწარმო ქონების მესაკუთრემ გადაკეტა. ამ ეტაპზე მხოლოდ საწარმოს დირექტორთან გვაქვს კონტაქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ისიც დაქირავებულია და მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ამბობს, რომ საწარმო გაკოტრდა,“ – გვითხრა სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელმა. მან გვთხოვა, მისი ვინაობა არ გავამჟღავნოთ.

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ხვალ ახალსოფელში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ხელშეკრულებით აღებული პირობის შესრულებას ითხოვენ.

ხელშეკრულების მიხედვით, მკერავები ერთი წლის ვადით არიან დაქირავებული. ფაბრიკის თანამშრომლების თქმით, ამ ეტაპზე დავალიანება დაახლოებით 40 ათასი ლარია. ეს საწარმო ახალსოფელში დაახლოებით 7 თვის წინ გაიხსნა.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა სამკერვალო ფაბრიკის დირექციას. დირექტორს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12-13 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, ძირითადად, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23  – 28  გრადუსი  
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23  გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22, 5 გრადუსია.

________________________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს.  პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. ექიმი, რომელმაც შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოგიწერათ, „შავ სიაში“ მოხვდება.

პოლიფარმაციის შესახებ ბრძანებისთვის ხელის მოწერას ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, უახლოეს დღეებში აპირებს. ბრძანება პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი ივლისიდან ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან.

„პაციენტი თუკი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს,“ – გვითხრა ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა.

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა სამ დღეში, ვიდრე სამუშაო ჯგუფისგან პასუხს მიიღებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პაციენტმა დანიშნული მედიკამენტების მიღება უნდა დაიწყოს. თუკი დადგინდება, რომ დანიშნულება გადამოწმებას საჭიროებს, ის ხელახლა მივა ექიმთან. ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არ სჭირდება შეცვლა მის მიერ ხელმოწერილ დანიშნულებას.

თუ ექიმის „დასაბუთება“ პაციენტს დამაჯერებლად არ მოეჩვენება, მას შეუძლია ხელახლა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი დარგობრივ ექსპერტებს მოიწვევს, ასევე პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელ პირებს. კომისიის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი შეარჩევს.

„ექიმმა უკვე ამ ჯგუფს უნდა წარმოუდგინოს საფუძვლიანი არგუმენტაცია, რატომ არ შეუცვალა ექიმს დანიშნულება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ფარმაკოლოგები არკვევენ, სწორად არის მედიკამენტები დანიშნული თუ არა კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე. ხომ არ არის ეს მედიკამენტები ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის, ან ხომ არ არის მედიკამენტებს შორის შეუთავსებლობა, ან ხომ არ არის დანიშნული ორზე მეტი ანტიბიოტიკი?“ – განმარტავს ნათია ნოღაიდელი.

რა ხდება შემდეგ, თუკი ექიმი არც ამ ჯგუფის დასკვნას არ გაითვალისწინებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ექიმის სახელს და გვარს სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არსებულ რეესტრში ჩაწერენ.

ნათია ნოღაიდელი: „ეს არის ე.წ. სანქცია ამ ექიმის მიმართ, რომელიც არ მოიქცა სწორად. სამინისტროს გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს ამ ექიმების ჩამონათვალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში. თუ რამდენჯერმე იქნება კორექტირების საჭიროება ამ სიაში ერთი და იმავე ექიმის გვარი ხშირად მოხვდება, ან იქნება, ასე ვთქვათ, ფატალური დანიშნულება, ამ შემთხვევას პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს.“

რის გამო გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მექანიზმის ამოქმედება – ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი გვიყვება, რომ პოლიფარმაცია, ანუ ჭარბი მედიკამენტების გამოყენება არის პრობლემა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისივე თქმით, სტაციონარში ადამიანების მოთავსების მნიშვნელოვანი წილი სწორედ პოლიფარმაციაზე მოდის.

„ყოველი 20 რეცეპტიდან ერთი შეიცავს შეცდომას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს პაციენტი. ჩვენ გვაქვს პაციენტებისგან აქტიურობის მოლოდინი,“ – გვითხრა ნათია ნოღაიდელმა.

 

 

ქედაში მერის წარმომადგენლებს ხელფასი 100 ლარით, სპეციალისტებს კი 160 ლარით გაეზარდათ

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ, ხოლო სპეციალისტებს –  160 ლარით. 2018 წლის პირველი ივნისიდან მერის წარმომადგენლები ხელფასის სახით  900 ლარს მიიღებენ, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული სპეციალისტები კი – 660 ლარს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 8 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

როგორც ქედის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი განმარტავს, ხელფასები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის შესაბამისად გაიზარდა.

ქედის მუნიციპალიტეტში სულ 10 ადმინისტრაციული ერთეული, შესაბამისად  მერის 10 წარმომადგენელია. რაც შეეხება სპეციალისტებს, მათი რაოდენობა 22-ია.

დღეისათვის ქედის მერიაში  მერის წარმომადგენლის ერთი და  სპეციალისტის ორი ვაკანსიაა.

 

კონტაქტურ კარატეში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი ლიცენზია მიიღეს

9-10 ივნისს ბათუმში, კონტაქტურ კარატეში კუმიტესა და კატაში აჭარის ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში 187 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან.

ასპარეზობა სულ 23 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.  გამოვლინდა  რვა გამარჯვებული სპორტსმენი, რომლებმაც ნოემბერში, ბუდაპეშტში დაგეგმილ  ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი ლიცენზია მოიპოვეს.

საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

 

კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს

შეულესავი წითელი აგურით ნაშენი ორსართულიანი, აივნებიანი სახლი ბათუმში, რომელსაც ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე გორგასლის ქუჩის ნაწილი უკავია და კვარტალური განაშენიანება აქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს  აუშენებიათ, სახლს ძეგლის სტატუსი აქვს.

კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „ამ სახლის ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. მცირე გაბარიტის მიუხედავად, კუთხის მდებარეობის გამო მოცემული შენობა არსებულ გარემოში არქიტექტურულად კარგად იკითხება, იგი დომინანტის მხარდამჭერის, მასთან ერთად [კ. გამსახურდიას ქ. 36] „მოპასუხის“ ფუნქციას ასრულებს. დატვირთვის თვალსაზრისით, შენობის მდებარეობა მოხერხებულია.“

კომპანიის ინფორმაციით, სახლის პირველი სართული, სადაც ახლა კომერციული ფართობებია, მოგვიანებით გალესილი და გადაფერილია სხვადასხვა ტონით.  ამ ფართობებს თავიდანვე კომერციული დანიშნულება ჰქონია. გარდა ამისა, ზოგან სხვა მასალით შეუცვლიათ და ზოგან ამოუშენებიათ ხის აივნები.

ბათუმი. გამსახურდიას # 36 ფოტო: ცაგო კახაბერიძე

კომპანია „გეოგრაფიკის“ შეფასებით, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ძეგლები აღწერა, შენობის შიდა კედლებზე საშუალო ზომის ბზარებია, ხოლო ფრონტონებს არა აქვს სარტყელი. ჩარევის სასურველ ფორმად კომპანიამ რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიუთითა.

ამ სახლის რესტავრაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო [კმდს] მიმდინარე წელს არ გეგმავდა და, შესაბამისად, არც ბიუჯეტში იყო თანხა გათვალისწინებული.

„ეს სახლი მნიშვნელოვანია როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, როგორც ძეგლი, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი ზურაბ გორგილაძე. შესაბამისად, მოვინდომეთ და ამ საქმეში აჭარის განათლების სამინისტროც დაგვეხმარა. გამოვყოფდი ასევე კონსტრუქტორ ბეგლარ კახიძის წვლილს, რომელიც უანგაროდ დაეხმარა სააგენტოს“,  – განაცხადა სააგენტოს დირეტორის მოავალეობის შემსრულებელმა მირზა ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე ორსართულიან სახლში პოეტი ზურაბ გორგილაძე 1977- 2006 წლებში ცხოვრობდა. უფრო ადრე,  1930-1950 წლებში კი, ამ სახლში  ექიმ ვალერიან მაქაცარიას უცხოვრია,  სხვადასხვა დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ ასევე ცნობილ პედაგოგი ფლორა ჯორბენაძე და ხელოვან  ნიკოლოზ კუხალეიშვილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, გოჩა კახიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ სააგენტოს ამ სახლის რესტავრირებისთვის თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდა, რესტავრირების პროექტი სააგენტოს არქიტექტორის ჩართულობით და კონსტრუქტორ ბეგლარ კახიძის დახმარებით მოამზადეს.

„მას შემდეგ კი, რაც უკვე გვექნება ხარჯთაღრიცხვა, სააგენტო გამოაცხადებს ტენდერს კომპანიის შესარჩევად, რომელიც სახლის უფრო მეტად დაზიანებული ნაწილის რესტავრაციაზე იმუშავებს. ამ სამუშაოებს სააგენტო თავისი ბიუჯეტიდან, მცირე რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხიდან დაფინანსდება,“  – განმარტა გოჩა კახიძემ.

„გეოგრაფიკის“ ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ათეული ძეგლია, რომლებსაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სასწრაფოდ სჭირდება.

გორგასლის ქუჩა #32

კმდს-ს ინფორმაციით, სახლის იმ ნაწილის რეაბილიტაციის თხოვნით სააგენტოს სახლის მესაკუთრეებმა მიმართეს.

Exit mobile version