ბათუმში თევზის ფესტივალი პირველად გაიმართა. ზღვისპირას მოწყობილ დახლებზე სხვადასხვა ჯიშის თევზი იყო გამოტანილი. იქვე სახელდახელოდ მოწყობილ მინიაუზებში დამთვალიერებელს ცოცხალი თევზის ნახვაც შეეძლო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თევზპროდუქტები დაეგემოვნებინათ.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი”, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.