Batumelebi | ბათუმში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა ბათუმში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა

დღეს,  30 მარტს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში  მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი 75 წლისაა, იგი „თავის დახურული ტრავმით არის გადაყვანილი რეფერალურ საავადმყოფოში. მამაკაცი კონტაქტურია“.

ხუთი დღის წინ ამავე ადგილზე კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276  მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com