Batumelebi | შსს: მოქალაქეებმა 50 ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს შსს: მოქალაქეებმა 50 ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს – Batumelebi
RU | GE  

შსს: მოქალაქეებმა 50 ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

„სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com