19:49 ბათუმის N29-ე უბანზე ამ დროისათვის 6 საჩივარია დაწერილი. ექვსივე მათგანი სხვის ნაცვლად ხმის მიცემით ფაქტს შეეხება. ამ უბანზე ასევე ადგილი ჰქონდა გადასატანი ყუთის დაგვიანებით გატანასდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ფაქტებს ყუის ჩამოხევისა და რეგისტრატორის ხელმოწერის გარეშე.
18:40 ბათუმში, N17-ე უბანზე სხვადასხვა დროს მისულ 10 ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. მოქალაქეები: თეიმურაზ ტუღუში, აკაკი მიქაძე, რობერტ ესოიანი, ბესო ხომერიკი , ირაკლი კეჭაყმაძე , ზვიად მალაყმაძე, არტურ მარკოსიანი, გარსევან ჯორბენაძე, ზაზა სარიშვილი, მამუკა თურმანიძე აცხადებენ, რომ მათი ხმა გააყალბეს. რომ საარჩევნო უბანში მისულებს მათი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.
17:16 ბათუმის N58 – ე უბანზე მისულ ამომრჩეველს, მიხეილ გაბაიძეს ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა. სააარჩევნო უბანში ამავე სახელი და გვარით 12 საათამდე იყო გამოცხადებული პირი და მიცემული ჰქონდა ხმა. ფაქტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. აღნიშნულ უბანში 3 საათისთვის 560 ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანში 1324 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბათუმის 31 – ე უბანზე მისულ ამომრჩეველს, გიორგი გიორგაძეს ბიულეტენი არ მისცეს. მისი სახელით და გვარით უკვე ხმა ჰქონდათ მიცემული. ამომრჩევლის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სტუდენტია, თბილისში სწავლობს და როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ არ ჩამოვიდოდა და გაყალბებული პასპორტით ისარგებლა.
ამ უბანში სიით 1463 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უბანში 1350 ბიულეტენი აქვთ მიღებული. 12 საათზე – 339 ამომრჩეველს, ხოლო 5 საათისთვის 709 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული.
16:52 ბათუმის N94-ე და N87-ე უბნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა დააფიქსირა ფაქტი, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი ერთმანეთის ახლოს მყოფ უბნებზე აძლევდა ხმას. პირადობის მოთხოვნის შემდეგ ამომრჩეველმა დატოვა უბანი.
16: 49 ბათუმის N63-ე უბანზე, სადაც 1514 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, უბნის კომისიის თავმჯდომარემ 14:45 წუთზე მოითხოვა კენჭისყრის შეჩერება იმ მიზეზით, რომ ხმები უნდა დაეთვალა და ოლქისთვის გადაეცა ინფორმაცია. მედია მონიტორების მიერ გაცემული იქნა შენიშვნა, რის საფუძველზეც გაგრძელდა ხმის მიცემის პროცესი. აღნიშნულ უბანზე ერთ-ერთ რეგისტრატორს გაუთავდა მელანი, რამაც დროებით შეაჩერა მუშაობა. 12 საათისთვის N63-ე უბანზე 310 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. აქ 164-ით ნაკლები ბიულეტენი მივიდა.
16:45 ბათუმის 105-ე უბანში სიით 1229 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ უბანში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აძლევენ ხმას. განსხვავებით სხვა უბნებიდან, აქ არ არის ბიულეტენის ნაკლებობა. პირიქით, უბანზე 21 ბიულეტენით მეტია შეტანილი. 12 საათისთვის ამ უბანზე 397 ამომრცეველს ჰქონდა უკვე ხმა მიცემული.
15:41 ქედაში, სოფელ ორცვაში ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დამკვირვებლებს შორის ხმაურიანი დაპირისპირება დაფიქსირდა. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი არჩევნებზე მოსული მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებდა რაც გააპროტესტა ქართული ოცნების დამკვირვებელმა. კამათი კენჭისყრის ოთახში საათობით გრძელდებოდა. აღნიშნულ უბანში 301 ამომრჩეველია სიაში. ამ დროისთვის ხმა მიცემული აქვს 205 მოქალაქეს.
14:45 ხმაურია ბათუმის N94 უბანზე. „ქართული ოცნების” კოორდინატორი ამტკიცებს, რომ უბანზე ხმა მისცეს პირებმა, რომლებიც სიაში არ არიან. თავმჯდომარე ამას კატეგორიულად უარყოფს. უბნის წევრები საკითხს ხმამაღლა განიხილავენ.
14:41 ბათუმის 23-ე უბანზე ყალბი პასპორტებით ხმის მიცემა დაფიქსირდა. სამი მოქალაქე ხმის მისაცემად როცა მოვიდა უბანზე ამომრჩეველთა სიაში მათ გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო და ბიულეტენი გაცემული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 1 გაფრთხილება გაიცა და 2 საჩივარი დაიწერა. ამ უბანზე 2 საათისთვის 460 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ამ უბანში 1231 ამომრჩეველია სიაში.
13:43 ბათუმის N29 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით შეიქმნა ინციდენტი. კერძოდ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა ხმა, ხმის მიცემისას შემოხაზა სასურველი კანდიდატი, სხვა დანარჩენი კი გადახაზა. მისი ოჯახის წევრების თქმით, კომისიის წევრმა, რომელიც ახლდა გადასატან ყუთს, მას უთხრა, რომ მისი ხმა არ ჩაითვლებოდა, რადგან ყველა არასწორად შეავსო ბიულეტენი. N29 უბანზე ამ წუთებში ამომრჩევლის ოჯახის წევრები იმყოფებიან და განცხადების დაწერას აპირებენ.
13:35 ხულოს N9 -ე უბანზე მარკირების შემოწმებისათვის განკუთვნილი დეტექტორის ნაცვლად გამოიყენებოდა სხვა სახის ფარანი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა აღნიშნული პროცესის აღმოფხვრამდე მოითხოვა ხმის მიცემის პროცესის შეჩერება. საჩივარი დაიწერა აღნიშნულ ფაქტზე, მოთხოვნა არ გაიზიარა კომისიის თავმჯდომარემ, გრძელდება ხმის მიცემა.
13:29 ბათუმის N107-ე უბანზე ხმას აძლევენ სახელმწიფო, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის თანამშრომლები. სიაში 622 ამომრჩეველია. უბანზე 28 ბიულეტენით მეტი მიიღეს. ამომრჩეველი ხმის მისაცემად ჯგუფურად მოდის. 12 საათისთვის 50%-ზე მეტს, 357ამომრჩეველს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.
12:39 ბათუმის და ახლადშემოერთებული ტერიტორიების საარჩევნო უბნებთან შეიმჩნევა კოორდინატორების გააქტიურება. N30 უბანთან დგას თეთრი ფერის ჯიპი, სადაც კოორდინატორი, რომელიც „ბათუმელების” რეპორტიორს ირაკლი ბოლქვაძედ გაეცნო, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს.
ასევე, „შკოდას” მარკის ავტომანქანა მივიდა შარაბიძეების სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანთან, კომისიის თავმჯდომარე უბნიდან გაიყვანეს და ესაუბრებიან.
12:36 ბათუმის N63-ე უბანზე უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების ბიულეტენებზე 5 ნომრის გასწვრივ მკაფიოდ შეინიშნებოდა ხაზი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ბეჭდვის წუნი, მაგრამ ეს ფაქტი არის უკვე დავის საგანი და იწერება საჩივარი.
ასევე ბათუმის მე-5 უბანზე ამომრჩეველს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. უბანზე მისულ ამომრჩევლის სახელისა და გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ამომრჩევლის ხელმოწერა და გაცემული იყო ბიულეტენი. მომხდარ ფაქტზე დაიწერა აქტი.
11:53 ბათუმის N52 უბანზე 115 ბიულეტენით ნაკლები მიიღეს.
11:41 როგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, N29-ე უბანთან სიებით ხელში დგანან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კოორდინატორები არიან, თუმცა არ აზუსტებენ, რომელ პარტიას წარმოადგენენ. ისინი ეზოს არ ტოვებენ და ხშირად ესაუბრებიან კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, მურმან ბოლქვაძეს.
11:33 ბათუმის 23 უბანი: უბანი 15 წუთით ადრე გაიხსნა. მიეცა შენიშვნა.
ბათუმის მე-17 უბანი: ერთი ამომრჩეველი პოლიციის ფორმით და იარაღით შევიდა უბანში ხმის მისაცემად. მიეცა შენიშვნა. იარაღი ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გადასცა, რომელმაც უბნიდან გარეთ გამოიტანა იარაღი.
11:32 ფოთის მე-19 უბანში ამომრჩეველის კაბინაში დაფაზე 5- იანი შემოხაზული.
10:57 ამ დროისათვის სოფელ შარაბიძეების ერთ საარჩევნო უბანში ხმა მისცა 216 ამომრჩეველმა.
10:43 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით 8 საათისთვის აჭარაში ყველა უბანი გახსნილი იყო. ამ დროისათვის კი ბათუმის საარჩევნო უბნებში უკვე ამომრჩეველთა რიგებია. „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, რომ N30-ე უბანზე 5 წუთში 4 ადამიანი აძლევს ხმას.
10:39 ბათუმის ნომერ 29-ე უბანზე 100-ით ნაკლები ბიულეტენია.
10:00 ბათუმში, #30-ე უბანზე საჭიროზე 476 ბიულეტენით ნაკლებია. ამ უბანზე 1469 ამომრჩეველი აძლევს ხმას.
ამ უბანზე გადასატანი ყუთს, რომლითან 20 ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა, 22 ბიულეტენი გაატანეს, იმ მოსაზრებით, რომ ორი ბიულეტენი შესაძლოა დაზიანდეს. „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ” საჩივარი დაწერა იმის თაობაზეც, რომ სპეციალურ სიაში მითითებული არ არის გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების ტელეფონის ნომრები.
ბიულეტენების ნაკლები რაოდენობაა ბათუმის #17 უბანზე. ამ უბანზე დაახლოებით 140-ით ნაკლები ბიულეტენი მივიდა. აქ ბიულეტენის ჩასადები კონვერტები არ დაუთვლიათ და აცხადებენ, რომ მიღების ფურცელზე დაფიქსირებულია 1343, მაშინ როცა უნდა მისულიყო 1442.
დაახლოებით 97 ბიულეტენით ნაკლები მივიდა ბათუმის 58 უბანზე.
ხულოს მეათე უბანზე, სადაც 682 ამომრჩეველია, მივიდა 650 ბიულეტენი.
ასევე, ბიულეტენების ნაკლებობა დააფიქსირეს ფოთის 22,18,23,19 უბნებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა.
9:35 #87 უბანზე, სადაც 1378 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბულეტენების რაოდენობა 78 -ით ნაკლებია. ამის შესახებ „ბათუმელების” კორესპოდენტს ადგილზე მყოფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებელმა განუცხადა, რომელიც საჩვარს წერს.
9:20 დილიდან მაღალია ამომრჩევლის აქტივობა ბათუმში. #29, #39, #87, #52 უბნებზე რიგებია და ამომრჩეველს ნახევარი საათით უწევს ლოდინი ხმის მისაცემად.
#29-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები უბანზე ვერ შევიდნენ. მათ აკრედიტაცია გაიარეს, მაგრამ ცესკომ აკრედიტაციის გამოგზავნა დააყოვნა. ამ წუთებშიც ცესკო მათ პასუხობს, რომ აკრედიტაცია გამოგზავნილია და მალე მიიღებენ.
batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე მოგაწვდით ინფორმაციას აჭარაში და ბათუმში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.