სიახლეები

წინ სამთავრობო საათია

30.05.2012 • • 1087
წინ სამთავრობო საათია

უმაღლესი საბჭო ერთსულოვანი იყო მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ვარშალომიძის კანდიდატურას უყარეს კენჭი, 17 ხმით – არც ერთის წინააღმდეგ პრეზიდენტის კანდიდატურას მხარი ერთპარტიულმა ოპოზიციამაც დაუჭირა. უფლებამოსილების განხორციელების სამი წლის თავზე კი, ისევ ერთსულოვნად, მისგან მუშაობის ანგარიშის ჩაბარებას ითხოვენ. ამ პერიოდის განმავლობაში ვარშალომიძე საკანონმდებლო ორგანოში სულ ოთხჯერ იყო. პოლიტიკოსების ნაწილი, რომელებსაც მასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, ამ ინიციატივას „წინასწარ შეთანხმებულს“ უწოდებენ.

ცაგო კახაბერიძე

„…ყველაფერი წინასწარ შეთანხმებით გაკეთდება. ეს არ იქნება ანგარიში, ეს არის პიარი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლას უკავშირდება. იქნება მხოლოდ მოხსენება და არავითარი კითხვა-პასუხი, ან ოპოზიცია დასვამს კითხვებს, რომელზეც ლევან ვარშალომიძეს წინასწარ ექნება პასუხები, ან გალანძღავს მათ და წარმოჩნდება, როგორც ყველაზე მომზადებული. ის არსად დადის ფრაქციის დაბარებით, პირიქით იქით იბარებს ფრაქციას. მეც ვყოფილვარ ასეთ შეხვედრაზე, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ფრაქციაში ვიყავი“, – ამბობს წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე. მისი თქმით „ტვ-25“-ის არქივში ინახება კადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ არ შეუშვეს მთავრობის სახლში, როცა ის, როგორც დეპუტატი, ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრას ცდილობდა.

ვარშალომიძესთან თანამშრომლობის განსხვავებული გამოცდილება აქვთ „ქრისტიან -დემოკრატებს“. ნუგზარ ფუტკარაძის თქმით, ლევან ვარშალომიძის მმართველობის მთავარი პლუსი მისი კომუნიკაბელურობაა: „ის ყოველთვის პასუხობს ტელეფონს, მზად არის შეხვედრებისთვის, იცის მოსმენა და როცა საკითხს პირადად მასთან აყენებ, ყოველთვის ითვალისწინებს“.

მთავარ მინუსად კი ნუგაზარ ფუტკარაძე მის არაინფორმირებულობას ასახელებს და ამბობს, რომ „მთავრობის თავმჯდომარეს ხშირად არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება მუნიციპალიტეტებში, რადგან მისი გარემოცვა საქმის კურსში არ აყენებენ“.

„ქრისტიან-დემოკრატების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე ამბობს, რომ ვარშალომიძის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა, მაგრამ მის ადგილზე ვინც არ უნდა იყოს, იგივე სიტუაცია იქნება: „როგორც წინასაარჩევნო პროგრამაში ვამბობდით, უპირველესია არჩევითობა. ამ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე იქნება ეს, მერი თუ მუნიციპელიტეტის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებული არ იქნება ერთი კაცის წინაშე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. ეს ხალხისთვის არის კარგი, მაგრამ როდესაც მთავრობა ანგარიშვალდებულია მარტო ერთ კაცთან, საქმე ისე არ მიდის, როგორც საზოგადოებას უნდა.

გვაქილიკებდნენ, მთავრობის თავმჯდომარის უფლების გაზრდას ითხოვდითო, საუბარი არ ყოფილა ლევან ვარშალომიძეზე. ვინც არ უნდა იყოს მის ადგილზე, ჩვენ ვამბობთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გუბერნატორის უფლებებიც არ აქვს. ის ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებების მიხედვით“.

„ჩამჭრელი კითხვები არ გვექნება, გვექნება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს“, _ შეჰპირდა კოლეგებს უმრავლესობიდან, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე, მას შემდეგ რაც პლენარულ სხდომაზე სამთავრობო საათის დანიშვნის ინიციატივის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, მან „ბათუმელებთან“ დააკონკრეტა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“  ვარშალომიძესთან „ხელვაჩაურისა და ქობულეთის ხარჯზე ქალაქის გაფართოების გამო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების არასასოფლოდ გადაქცევის შემდეგ, გლეხების უმიწოდ დარჩენისა და მაღალმთიანეთში დიდ თოვლობასთან არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ…“ მან მთავრობის თავმჯდომარის მოწვევისთვის სასურველ თარიღად დეკემბრის შუა რიცხვები დაასახელა.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმცირესობის მიერ დაყენებულ საკითხს ვეთანხმებით, გვაქვს წინადადება მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბიუჯეტი, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები და განვსაზღვროთ 2012 წლის პრიორიტეტები“, _ კოლეგას უმაღლესი საბჭოს უმრაველოსობის ფრაქციის თავმჯდომარე გელა დეკანაძე გამოეხმაურა. თუმცა მან ფუტკარაძისგან განსხვავებით, იმის შესახებ, თუ რა კითხვები აქვთ მას და მის კოლეგებს ლევან ვარშალომიძესთან, არ დააკონკრეტა.

ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომისია განიხილავს, მთავარი საფინანსო დოკუმენტი სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამ კომისიის თანხმობის შემდეგ გადის, შესაბამისად, მისი ხარჯვის კონტროლზეც ეს კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიის თავმჯდომარის კობა ჩაგანავას ინფორმაციით, „ლევან ვარშალომიძის ანგარიშში აქცენტები სწორედ ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გაკეთდება, რაზეც ჩვენ ჩვენი კითხვები გვექნება ქრისტიან-დემოკრატებს კი თავიანთი. იქნება წარმოდეგენილი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე განიხილეს და უკან შენიშვნებით დააბრუნეს“.

სამი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ აჭარის მთავრობის თავმდომარის პოსტზე წარდგენლილ კანდიდატურას მხარი უმაღლესი საბჭოს ერთპარტიულმა ოპოზიციამაც დაუჭირა. 17 ხმით – არც ერთის წინააღმდეგ, ნდობის გამოცხადების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს წევრებს შეჰპირდა, რომ მათთან „აქტიურად ითანამშრომლებდა და უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატის დაძახილზეც კი მივიდოდა“.

ნუგზარ ფუტკარძის ინფორმაციით, ამ სამი წლის განმავლობაში ვარშალომიძე დეპუტატებთან ოთხჯერ მივიდა, ერთხელ როცა ის აირჩიეს, როცა მთავრობა წარადგინა, შემდეგ როცა განახლებული და როცა საქართვეოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც დავიტ ბაქრაძე უძღვებოდა. ანგარიში კი ლევან ვარშალომიძეს უმაღლეს საბჭოსთვის არასდროს ჩაუბარებია“.

ანგარიში ლევან ვარშალომიძეს არც წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოსთვის ჩაუარებია, მაშინდელი საბჭოს წევრის მურმან დუმბაძის თქმით, მისი უფლებამოსულების ვადაში „ვარშალომიძე უმაღლს საბჭოში სულ ორჯერ მივიდა, მაშინ როცა ანგარიშები მის ნაცვლად მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა წარადგინეს, თვითონ კი სხდომას დაესწრო“.

გადაბეჭდვის წესი