მთავარი,სიახლეები

ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა

23.12.2025
ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა

22 დეკემბერს, გვიან ღამით, ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული მეჩეთი დაიწვა.

დამწვარი მეჩეთის ფოტოები სამუფთოს ინტერნეტტელევიზიამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დღეს, 23 დეკემბერს, სოფელ ცხმორისში იმყოფებოდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მეჩეთს უახლოეს პერიოდში აღადგენენ.

ცხმორისის მინარეთიან მეჩეთს აჭარის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი სართული თლილი ქვით იყო ნაშენი, მეორე სართული კი – ხით.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში უნდა იყოს აშენებული. საბჭოთა პერიოდში სალოცავი დაკეტილი და უფუნქციო იყო.

ცხმორისის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

ასე გამოიყურებოდა ცხმორისის მეჩეთი ხანძრამდე ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

2025 წელს  ზემო აჭარაში უკვე მეორე ისტორიული მეჩეთი დაიწვა. მიმდინარე წლის მარტში მეჩეთი დაიწვა ხულოში, სოფელ საციხურში.

ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: