სიახლეები

საოჯახო სასტუმროები ახალ ტარიფს იხდიან

30.05.2012
საოჯახო სასტუმროები ახალ ტარიფს იხდიან

ავტორი: ირმა ზოიძე

საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის – საოჯახო ტიპის სასტუმროების დაბეგვრის წესი იცვლება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საოჯახო სასტუმროების მფლობელები, შემოსავლების სამსახურში საკურორტო სეზონის პერიოდს დაარეგისტრირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მფლობელი ფიქსირებულ გადასახადს გაქირავებული ფართობის მიხედვით – ყოველ 1 კვ.მეტრზე 10 ლარს გადაიხდის.

სასტუმროების მეპატრონეები ამჟამად ინდმეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი. აქამდე, ისინი ტურისტული სეზონის ბოლოს შემოსავლის 25%-ს იხდიდნენ. დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ დაექვემდებარება.
ფიქსირებულ საშემოსავლო გადახდის ფორმაზე გადასვლა გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ხდება. ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა, უწყვეტი არ იყოს.
სასტუმრო „კვარიათის“ მფლობელს, ასლან ცივაძეს, შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით ურჩევნია თანხა ფიქსირებულად გადაიხადოს. შარშან ის საგადასახადომ სოლიდური თანხით დააჯარიმა: „ჯერ ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგრამ მგონია, ფიქსირებული გადასახადი აჯობებს. ახლა ყველა მოსული პაპკიანის გეშინია, ზოგიერთი თბილისიდანაა, ზოგიერთიც – ადგილობრივი. მაინც გვეცოდინება დაკანონებული თანხა რამდენია და იმის მიხედვით გადავიხდით. ჯერ არ ვიცით, რა პირობა იქნება, მაგრამ ყურწაკვრით გავიგე, რომ 10 ლარია კვადრატულზე. ესეც არ არის პატარა თანხა, მაგრამ შარშან 28 ათასით დამაჯარიმეს“.
„ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ წევრი, ექსპერტი შოთა მურღულიაც ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით, თუ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, არჩევანის გაკეთების, მეწარმე მხოლოდ მოიგებს:„ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ კანონში რა ცვლილება შევა. ხშირად ერთს ამბობენ, მაგრამ შემდეგ სხვა რამ ხდება. როცა არსებობს ალტერნატივა, ეს ყოველთვის კარგია“.
შოთა მურღულიას თქმით, საგადასახადო სამსახურის ეს ინიციატივა იმას უკავშირდება, რომ მათ რეალურად უჭირდათ გადასახადების აღრიცხვა: „საგადასახადოსთვის გაცილებით მარტივი იქნება თანხის ამოღება, რადგან აქამდე ის ამას ვერ ახერხებდა. უჭირდათ დათვლა, რამდენი ადამიანი ისვენებდა ამა თუ იმ სასტუმროში, ჭამდა თუ არა ის იქ და ასე შემდეგ. ამიტომაც გადაწყვიტეს, ფიქსირებული გადასახადის შემოიღონ. საერთოდ, ჯობს გადასახადი მოგებიდან იბეგრებოდეს, რადგან, ამ შემთხვევაში, გამოირიცხება უთანასწორობა. ისიც შესაძლებელია, რომ ერთნაირ ფართობზე ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის დამსვენებელი ჰყავდეს, მაგრამ ისინი გადასახადს, ფიქსირებულის შემთხვევაში, ერთნაირად გადაიხდიან. ვიღაცას შეიძლება ეს აწყობდეს კიდეც. თუ ვინმე უარს იტყვის ფიქსირებულ გადასახადზე, საგადასახადო ჩაუჯდება – ყველაზე ბევრი დამსვენებელი როდესაც ეყოლება, იმ პერიოდს დაუთვლის და იმას გადაიანგარიშებს მთელ სეზონზე. ამიტომ ძნელი სათქმელია, ვისთვის რა სჯობს“.
პროექტის თანახმად, თუ მოიჯარე საცხოვრებელ ადგილს მოკლე ვადით გასცემს, იგი მოგების ან საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებულია.
კანონპროექტი შემოსავლების სამსახურმა მოამზადა და მისი განხილვა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უახლოეს მომავალში დაიწყება.
კანონპროექტის მიხედვით, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეამციროს ან გაზარდოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.