სიახლეები

როგორ შოულობენ ფულს ქართველები თურქეთში

30.05.2012 • • 5158
როგორ შოულობენ ფულს ქართველები თურქეთში

ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი ქართველი მუშაობს თურქეთში არალეგალურად, არ არსებობს. იქ მცხოვრები ქართველების ინფორმაციით კი, მათი რიცხვი სეზონურად იზრდება. ქართველები თურქეთში, ძირითადად, ზაფხულში ჩაის ან თხილის მოსაკრეფად ჩადიან. აჩიკო ბერიძის თქმით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ მეგობრებთან ერთად წავიდა, „თურქი `კლიენტები“ ხშირად ხეზე მომუშავე ადამიანებით ინტერესდებიან და მათ გაცილებით მეტსაც უხდიან“.

ქართველები სეზონზე თურქეთში სამუშაოს საშოვნელად რამდენიმე გზას მიმართავენ. ერთ-ერთი გზა ნაცნობობაა, მთავარია, იმასთან მიაღწიო, ვისაც იქ საჭირო კავშირები აქვს. აჩიკო ბერიძემ ასეთი ადამიანი სარფში, ერთ-ერთ სასტუმროში მონახა: „ვისაც ნაცნობი ჰყავს, თანვე სამუშაოს იწყებს, მაგრამ გამომუშავების ნაწილს უთმობს მას, ვინც სამუშაოს შოვნაში დაეხმარა. ჩვენ დღეში ორი ტომარა თხილი უნდა მოგვეკრიფა, 35 ლირას იხდიდნენ. აქედან 28 ლირა იყო ჩვენი, 2 ლირა თურქს მიჰქონდა ჭამაში, ხუთი კი იმ ადამიანს რჩებოდა, ვინც სამუშაო გიშოვა“.

კიდევ ერთი გზა „უსაქმურთა ბირჟაა“: „ქალაქ ურდოში უსაქმურთა ბირჟაზე ბევრი ქართველი დგას. თუ გაგიმართლა გამოივლის თურქი “კლიენტი” და წაგიყვანს, თუ არა მეორე დღესაც იქ მოგიწევს გაჩერება…“- ამბობს აჩიკო ბერიძე.

არის შემთხვევები, როცა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად ადგილზე ჩასულები ვერ საქმდებიან. ამის მიზეზი შეთავაზებული პირობების სირთულე ან დამქირავებლის გადაწყვეტილებაა. ასეთ შემთხვევაში ზოგი უკან დაბრუნებას ამჯობინებს, ზოგი კი სამუშაოს სხვაგან ეძებს, რადგან უკან დასაბრუნებელი ფული არ აქვს, ან შინ უფულოდ დაბრუნება არ უნდა. აჩიკო ბერიძე: `ხუთნი ვიყავით ჩასულები. ოთხმა კარგად ვიცოდით ჩაის კრეფა, ერთს არ გამოსდიოდა. მეპატრონეს დღეში 50 ლირა უნდა გადაეხადა, სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე დღეში ტაქსი დაგვახვედრა – ათი დღით სხვაგან გიშვებთ სამუშაოდო. ნამუშევარი რაც გვქონდა გადაგვიხადა, ოღონდ 40 ლირა თითოეულს. ტაქსმა ჩაგვიყვანა ქალაქ ფაზარაში და იქვე დაგვტოვა. მივხვდით, რომ თურქმა იმის გამო მოგვიშორა, რომელმაც ჩაის კრეფა არ იცოდა“.

პერიოდულად თურქეთში სამუშაოდ ჩადის ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ლაბაძეც. გასულ ზაფხულს თურქეთში მუშაობით მან თანხა დააგროვა და კოპიუტერი იყიდა: „მე შეთანხმებული ვარ ნაცნობ თურქთან, როცა სამუშაო აქვს მირეკავს და მასთან ჩავდივარ, ძირითადად, თხილზე ვმუშაობ, დღეში 35 ლირას ვიღებ. სადაც ვმუშაობთ, იქვე ახლოს დაჩა აქვს მეპატრონეს, კომფორტული სახლია და იქ ვჩერდებით, არც ქირას ვიხდი. ვიცი, რომ ბევრ იქ ჩასულს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ზოგიერთი იქაურ საჭმელსაც ვერ ეგუება და ნახევრად მშიერია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენი დამქირავებელი კეთილი კაცია, კერძებს ქართველი ქალი გვიმზადებს, მასაც ისეთივე ანაზღაურებას უხდის, როგორც ჩვენ“.

სხვების მონაყოლით თურქ დამქირავებლებს რთული სამუშაო პირობები აქვთ, სამუშაო დილის 6 საათზე იწყება და დაღამებამდე გრძელდება, ისვენებენ მხოლოდ სადილობის დროს. სამუშაოს ხშირად ადგილმდებარეობაც ართულებს, რადგან თხილის ბაღები უმეტესად შემაღლებულ ფერდობებზეა. „თურქი მუშაობის დროს გვყარაულობდა, რაც არ უნდა მიუვალი ადგილი ყოფილიყო ერთ ცალ თხილსაც არ დაგატოვებინებდა. ერთხელ ჩემი თანმხლები გადავარდა და დაშავდა, ძალიან ცუდად იყო, მეპატრონეს კი მისი საავადმყოფოში წაყვანა არ უნდოდა. როცა შევეკამათეთ იქნებ პანაშვიდიც გადამეხადაო გვითხრა. ეს უსამართლობაა, მაგრამ რას იზამ, თურქს ვერაფერს ეტყვი“, – ამბობს რესპონდენტი, რომელსაც სახელის გამხელა ერთი მიზეზით არ უნდა – “ხომ იცი საქართველოში როგორც ხდება, ხვალ ჩემი პროფესიით მინდა მუშაობა, ამიტომ მირჩევნია ჩემი სახელი არ დაწეროთ, თანაც იქ სამუშაოდ ჩასვლას კიდევ ვაპირებ“.

თურქეთში ჩასული ქართველები დამქირავებლების გაბრაზებას ერიდებიან, რადგან შეიძლება ღამის გათევა ქუჩაშიც მოუწიოთ, ეს კი იქაურ „ჟანდარმთან“ პრობლემების შექმნის მიზეზი ხდება: “ჟანდარმი გაგაჩერებს და დეპორტს ჩაგირტყამს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები“.

მიუხედავად რთული პირობებისა, მეზობელი ქვეყანა ბევრი ქართველისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, თურქეთში დაბრუნებას უმეტესობა გეგმავს.

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს თურქეთში დასაქმება ლეგალურადაც შეუძლია. ლეგალურად მუშაობის ნებართვის მისაღებად საქართველოს მოქალაქემ უნდა მიმართოს თურქეთის საკონსულოს ან საელჩოს საქართველოში სამუშაო ვიზის მისაღებად. ერთწლიანი სამუშაო ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქემ საკონსულოს უნდა წარუდგინოს ხელმოწერილი კონტრაქტი იმ კომპანიიდან, სადაც ის აპირებს მუშაობას, რის შემდეგ შეავსებს აპლიკაციო ფორმას (აპლიკაციის ფორმის ნახვა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეც შეიძლება).

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ერთი თვის განმავლობაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ, უცხოელთა განყოფილებას იმ რეგიონში, სადაც ის იმუშავებს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მას მიეცემა კანონიერად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება თურქეთში.
არის კიდევ ერთი დეტალი: განაცხადის შეტანის პარალელურად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელმა უნდა მიმართოს თურქეთში შრომის სამინისტროს ამ კონკრეტული მოქალაქის დასაქმების თაობაზე.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: