მთავარი,სიახლეები

უკრაინული დრონები რუსეთში 2 სამხედრო საწარმოს და ქიმიურ ქარხანას დაესხნენ თავს

14.06.2025
უკრაინული დრონები რუსეთში 2 სამხედრო საწარმოს და ქიმიურ ქარხანას დაესხნენ თავს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

კერძოდ, უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთში, სამარის რეგიონში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების საწარმოზე, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სტავროპოლში მდებარე ქარხანაშიც, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის და სარაკეტო საწვავის კომპონენტების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რომ ეს საწარმო უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის უზრუნველყოფაში მონაწილეობს.

ასევე, 14 ივნისის ღამეს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანას – „ნევინომიისკის აზოტს“ სტავროპოლში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები.

დარტყმის შედეგები ზუსტდება.

_______________

ფოტო: 24tv.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: