სიახლეები

მურმან დუმბაძის „ემსახურე საქართველოს“ ივანიშვილის სამსახურში

30.05.2012
მურმან დუმბაძის „ემსახურე საქართველოს“ ივანიშვილის სამსახურში

ავტორი: ნათია ზოიძე

„ამ ეტაპზე საქართველოში ყალიბდება ორი ალტერნატივა, საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი  აირჩიოს ბიძინა ივანიშვილი ან _ მიხეილ  სააკაშვილი“ _ მიიჩნევს  აპოლიტიკური ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს სააკაშვილმა მოულოდნელად  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ  გამოაცხადოს.  ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იგი  შემდეგ მიზეზს ასახელებს  _  „ამ დროისთვის  სააკაშვილი  იმყოფება  უკეთეს სასტარტო პირობებში,  ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ თუ   ივანიშვილს საარჩევნო მეურნეობის  აწყობის საშუალება მიეცემა,  ის გაძლიერდება როგორც პოლიტიკოსი“.

დუმბაძეს მიაჩნია, რომ   „ივანიშვილსგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა  მივეხმაროთ. მე როგორც რიგითი მოქალაქე,   მივეხმარები ივანიშვილს იმაში,  რომ საქართველოში  სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს.“

მურმან დუმბაძე, რომელიც  ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობს, აცხადებს, რომ „სახალხო კრება, ფაქტობრივად, მხარს უჭერს  ივანიშვილის დღევანდელ პოზიციას.“

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მოხვდა ივანიშვილის მიერ დასახელებულ პარტიათა ჩამონათვალში „ სახალხო კრება?“ დუმბაძე პასუხობს, რომ ივანიშვილმა მკვეთრი სადემარკაციო ხაზი გაავლო და თქვა ვისთან არ ითანმშრომლებდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ ის არ გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდანცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.
უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.

კითხვაზე, იყო თუ არა რეგიონულ დონეზე მასთან  კონსულტაციები ივანიშვილის  მხრიდან?  დუმბაძე ამბობს რომ – არა.

მურმან დუმაძე  6 თვის წინ ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით  პარტიასთან პარტიისგან განსხვავებული განცხადებების გამო  „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან გარიცხეს. შემდეგ მან დაარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ . ამ ორგანიზაციის წევრები ძირითადად ყოფილი რესპუბლიკელები არიან .

მაისის აქციების გამართვასთან დაკავშირებით   მურმან დუმბაძის ორგანიზაციამ  მხარი დაუჭირა   ნინო ბურჯანაძის „სახალო კრებას“. შემდეგ იყო საუბარი და კონსულტაციები    „სახალხო კრების“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დუმბაძის დანიშვნის თაობაზე. თუმცა, დუმბაძე აცხადებს, რომ იგი  „სახალხო კრების“ წევრიც კი არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.