სიახლეები

მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს

30.05.2012 • • 1110
მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის სპეციალურ განცხადებას „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ასევე განცხადებით პასუხობს. უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადების სრულ ტექსტს:
„ბატონ დავით უსუფაშვილის განცხადების პათოსს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ურთიერთთანამშრობლობა და მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას, ვეთანახმები.
ამასთან, დღეს, ეკონომიკურად სუსტი და სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი საქართველო, ახლომხედველი, უპრინციპო პოლიტიკური ხელისუფლებით, მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გლობალური მასშტაბის გამოწვევვების წინაშე დგას, რომლის გამკვლავებისა და თავდაცვის მექანიზმია:
1. უპრინციპო, ახლომხედველი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება
2. სახელმწიფოსს ინსტიტუცური მოწყობა გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან
3. დედა ეკლესიასთან არა მარტო კონსტიტუციური შეთანხმების ფორმალური არსებობის აღიარება, არამედ რეალურად მასთან მჭიდრო კონტაქტი და აზრის გათავლისწინება“.
მურმან დუმბაძე ამ განცხადებასთან დაკავშირებულ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს. ნიშნავს თუ არა ეს განცხადებები, რომ რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა – ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.
დავით უსუფაშვილმა მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება 17 თებერვალს გაავრცელა, სადაც საუბარია მათ შორის შეხვედრის დეტალებზე და სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელების პერსპექტივაზეც. ამონარიდი განცხადებიდან:
„მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი:
მურმან დუმბაძესთან დაახლოებით თვენახევრის წინ შემდგარი შეხვედრისას ჩემი სათქმელი იყო მარტივი, მკაფიო და საქმიანი. მე ვუთხარი, რომ მართალია რესპუბლიკურ პარტიასთან მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა იყო ორმხრივად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. ამისათვის საჭირო იყო, რომ არც ერთს მიზნად არ დაგვესახა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოყენებით ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება ან რევანში და გამოგვეძებნა აჭარის მასშტაბით ჩვენი კოალიციური პოლიტიკური საქმიანობის ფორმატი. ჩვენ ამ შესაძლო ფორმატის არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით კონსულტაციებს.
კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მურმან დუმბაძემ ახალი შემართებით გააგრძელა რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანია (ამჯერად ეს “პატივი” კობა დავითაშვილსაც ერგო). მეტიც, ბოლო ხანებში საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მე მას შეხვედრის დროს გაუბედავად, მოკრძალებით და ირიბად ვთხოვე პარტიაში დაბრუნება. როგორც ჩანს, შეთანხმებისათვის ჩემი მზაობა მან მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებად აღიქვა, ხოლო თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელი – მისთვის მიუღებელ მარწუხად.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას.“

გადაბეჭდვის წესი