სიახლეები

მურმან დუმბაძე ბოდიშს იხდის

30.05.2012
მურმან დუმბაძე ბოდიშს იხდის

დღეს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც მურმან დუმბაძის „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომ თანაშრომლობის გაგრძელებასა და გია მასალკინისთვის ბოდიშის მოხდას ეხება.

განცხადების ტექსტს ვაქვეყნებთ უცვლელად:

„მურმან დუმბაძე პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა. იგი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, როგორც პარტიის რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბების, ასევე პარტიის მშენებლობის საქმეში.

„ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრისას, კოალიციაში მურმან დუმბაძის გაწევრიანებასთან ერთად, საუბარი შეეხო, ბათუმის 25-ე არხის ეთერით 31 მარტის გადაცემაში მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გიორგი მასალკინის ეთნიკურ წარმომავლობას ეხებოდა.

მურმან დუმბაძე საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს, მისი ემოციური განცხადების გამო. მურმან დუმბაძეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოალიციის წევრებმა თავი უნდა შეიკაონ საჯარო პოლემიკისგან და პოზიციების შეჯერება შიდა დისკუსიების საფუძველზე მოხდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.