სიახლეები

მოძრაობა ძაღლების განადგურების წინააღმდეგ

30.05.2012 •
მოძრაობა ძაღლების განადგურების წინააღმდეგ

შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები თვეში დაახლოებით 400-500 უპატრონო ძაღლს ხოცავენ ბათუმში. ქალაქის მაწანწალა ძაღლებისგან გაწმენდვის პროგრამაში ორგანიზაციის ბიუჯეტი 124 200 ლარია, ამ თანხით მათ ექვსი ათასი ძაღლი უნდა გაანადგურონ. ცხოველების დაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამაზე ნაკლები დანახარჯებით მოუვლიან ცხოველებს, თუ საკრებულო ტერიტორიას გამოუყოფს.

ხატია ღოღობერიძე

„სანდასუფთავებამ“ ძაღლების დახოცვისთვის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ძაღლებს ჯერჯერობით ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ. „ამ დრომდე გასროლით კლავდნენ, ახლა შემოტანილია პრეპარატები და ვმუშაობთ, რომ გასროლა ავკრძალოთ. ძაღლები სადმე რომ განათავსო, გამოკვებო და მოუარო, ამის პირობები არ არის. დღის განმავლობაში ცოცხლად ვიჭერთ ძაღლებს, ღამით კი ადგილზევე ვკლავთ. ლეკვებს ნაგავსაყარზე ვუშვებთ, მაგრამ ერთ თვეში უბრუნდება ქალაქს და აზრი არ აქვს, ამიტომ განადგურება არის ერთადერთი ეფექტური საშუალება“, – ამბობს შპს „სანდასუფთავების“ დაგვა-დასუფთავების დეპარტამენტის უფროსი, ისრაფილ ლორთქიფანიძე.

ცხოველების განადგურების ამ მეთოდის წინააღმდეგია დალი ნაკაშიძე, რომელიც ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „კეთილი სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორგანიზაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მისი მიზანია ცხოველთა უფლებების დაცვა. დალი ნაკაშიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი ძაღლი ცხოველის გააქტიურების პერიოდში იღუპება: „ცხოველებს აქვთ აქტიურობის პერიოდი, დედალი ძაღლები ცოტაა და მისთვის რამდენიმე მამრი იბრძვის. სწორედ ეს იწვევს მოქალაქეებში გაღიზიანებას და უმეტესად ამიტომ იძახებენ სანდასუფთავების თანამშრომლებს. არადა, ამ დროს ცხოველები არ არიან აგრესიულები.

გამოსავალი საზოგადოების მხარდაჭერაა, მაგრამ ბათუმის საზოგადოების გულგრილობა დიდ იმედს არ მიტოვებს. იმდენად შეეჩვია ხალხი ამ მკვლელობებს, რომ რეაქცია არ აქვთ. გარდა ამისა, სანდასუფთავების თანამშრომლები ამ მკვლელობაში ფულს იღებენ, აზარტში არიან. ახლა კატებზეც გადავიდნენ, ეს მსოფლიოში არსად ხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქის დაზიანების საფრთხეც არსებობს, რადგან კატა სწრაფია და სროლის დროს შესაძლებელია მას აცდეს ტყვია“.

ისრაფილ ლორთქიფანიძე ადასტურებს, რომ ძაღლის მოკვლისთვის ჰონორარს გასცემენ – ყოველ მოკლულ ძაღლზე ჯგუფს დაახლოებით 18 ლარი ეკუთვნის: „დახოცილი ძაღლების რაოდენობა ფიქსირდება. დათვლაში 4-5 ადამიანი მონაწილეობს – მერიის ზედამხედველობის სამსახური, პოლიციელი, ჩვენი თანამშრომელი და ა.შ. თითოეულ მოკლულ ძაღლზე კონკრეტული თანხაა გამოყოფილი. თვის განმავლობაში დაახლოებით 400-500 ძაღლი იხოცება“.

გულო ფუტკარაძემ 2007 წლიდან ცხოველთა დაცვის საზოგადოება – „ბუნების შვილებში“ მუშაობს პრესამსახურის ხელმძღვანელად (დამფუძნებელი ნანა საფარიძე) და მას შემდეგ საკუთარი სახსრებით უვლის უპატრონო ცხოველებს. ქალაქგარეთ, რამდენიმე ადგილას მალავს მათ, რადგან ფიქრობს, რომ „სანდასუფთავების“ თანამშრომლები თუ იპოვიან, დახოცავენ. ყოველდღიურად საკვებად ძვლები და ნარჩენები მიაქვს ცხოველებისთვის, რომელსაც ბაზარში აგროვებს ან მეგობრები აძლევენ: „ჯანმრთელ ძაღლებსაც კლავენ და პატრონიანსაც. ამასწინათ მე და ჩემი მეგობრები გავყევით ამ მანქანას, ეს სისასტიკე რომ დაგვეფიქსირებინა. ვთხოვეთ, გაეხსნათ კაბინა და ეჩვენებინათ, თუ როგორი ძაღლი ჰყავდათ მოკლული, მაგრამ არ ჩამახედეს შიგნით. ბოლოს ჩემს მეგობარს დართეს ნება, ენახა ერთი ძაღლი, რომელიც მართლაც დაავადებული იყო, მაგრამ სხვა ძაღლები არ გვაჩვენეს. მერე პატრულმა გაგვაჩერა“.

გულო ფუტკარაძე აპირებს, მისი ორგანიზაციის მიერ აცრილ ძაღლებს სპეციალური ყელსაბამი გაუკეთოს: „მინდა ვთხოვო სანდასუფთავების სამსახურს, რომ მწვანე ყელსაბამიანი ძაღლები, წარწერით – „ბუნების შვილები“ არ დააკავონ. მათ გაკეთებული ექნებათ აცრა, გაივლიან ვეტერინარის შემოწმებას და არ იქნებიან საშიში. მინდა ვთხოვო გამგეობას, საკრებულოს, მიიღონ ჰუმანური კანონპროექტი, ნუ დახოცავენ ცხოველებს ასე სასტიკად“.

ჯანმრთელი ან პატრონიანი ძაღლის მოკვლის ფაქტებს ისრაფილ ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს: „ქუჩაში ვერ განასხვავებ. თუ მარტოა ან მაწანწალა ძაღლებთან ერთად დარბის, შეიძლება პატრონიანი ძაღლიც იქნას მოკლული. ვერ დაიწყებ იმის გამოძიებას, ძაღლი პატრონიანია თუ არა. აბა, ღამის სამ საათზე რა უნდა ქუჩაში პატრონიან ძაღლს მარტო“.

ისრაფილ ლორთქიფანიძის თქმით, ორგანიზაციას ამჟამად ერთი მანქანა აქვს, რომლითაც ღამის საათებში გადაადგილდებიან ძაღლებს გასანადგურებლად. დახოცილ ძაღლებს კი გონიოს პოლიგონის ტერიტორიაზე ე.წ. „ბეიკერის ორმოში“ ყრიან, რომელსაც რკინის სახურავი აქვს. გავსების შემდეგ ორმო ილუქება და მიწით იფარება.

გიორგი კალანდაძე „კეთილი სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება, აპირებს ქალაქის საკრებულოსთან ითანამშრომლოს: „უკონტროლოდ მიშვებული ძაღლი, ბუნებრივია, დიდი რისკია მოსახლეობისთვის, მაგრამ მათი კონტროლი შეიძლება, თუ ამის საშუალებას მოგვცემენ და შესაბამის პირობას შეგვიქმნიან. იმის საფრთხე, რომ ცხოველები გაავრცელებენ დაავადებას, არ არსებობს. არის დაავადებები, რომლებიც არ იკურნება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა, უმტკივნეულო მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი. მე ვეტერინარი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ისე, როგორც საჭიროა, თუ საზოგადოება და ქალაქის თვითმმართველობაც ჩაერთვება ამაში“.

გიორგი კალანდაძე სხვა საფრთხეზე საუბრობს. ამბობს, რომ ქალაქში სანიტარული ნორმები დაუცველია და არის საფრთხე, ქალაქს ვირთხებმა შემოუტიონ, როგორც გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა, როცა მერიამ მაწანწალა ძაღლები სრულიად გაანადგურა. „თუ ქალაქის მერია გამოგვიყოფს ფართობს, რომელიც იქნება შემოსაზღვრული, ძაღლებს ჩვენ მოვუვლით. შევქმნით თავშესაფარს უპატრონო ძაღლებისთვის, ვიზრუნებთ მათ ჯანმრთელობაზე. მთავარია შობადობის კონტროლი ანუ ქირურგიული ჩარევით ცხოველების სტერილიზაცია. ასევე, გაშვილების პროგრამა – წავიყვანთ ცხოველებს თავშესაფარში, ვუპატრონებთ, ვუმკურნალებთ და შემდეგ მოვძებნით პატრონს. სამი თვის განმავლობაში თუ პატრონი არ გამოინახა, წამლით ვაძინებთ. თუ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, არ უნდა ვხედავდეთ, როგორ უმიზნებს ვიღაც ცეცხლსასროლ იარაღს ძაღლს“.

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორკი კირთაძე: „ამ თემაზე ხშირად გამართულა დისკუსია საკრებულოში. განსაკუთრებით თემურ კახიძე აქტიურობდა წინა მოწვევის საკრებულოში და ამბობდა, რომ უფრო ჰუმანური მეთოდებია მოსაძებნი – ძაღლებს პირდაპირ ქუჩაში არ უნდა ვხოცავდეთ. ვეთანხმები, არ შეიძლება ადამიანი ხედავდეს ამ ფაქტს, ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. არ შეიძლება ძაღლის მოკვლა მაშინ, როცა ქუჩაში ხალხია. თუმცა თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გვიწევს ამის გაკეთება. რაღაც ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ“.

კირთაძე ამბობს, რომ თავშესაფრის გაკეთების თხოვნით მისთვის არ მიუმართავთ.

ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ თბილისში უპატრონო ცხოველებს ჯერ მაშებით იჭერენ, შემდეგ კი მათ პრეპარატ „მაგნეზიის“ საშუალებით აძინებენ, რაც ასევე არ არის ჰუმანური მოპყრობის სახესხვაობა. შესაბამისად, უპატრონო ცხოველებთან მოპყრობა არც თბილისში დამაკმაყოფილებელი.

ახალგაზრთა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, საქართველოს კანონდებლობა ცალკე რეგულაციას ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ არ იცნობს. ერთდაერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იცავს ცხოველებს სასტიკი მოპყრობისაგან, არის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმად ისჯება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა ცემა, ჭრილობების მიყენება, გამოყენება არასამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, სხვადასხვა სახის ორთაბრძოლებში, ცხოველებზე ნადირობა არაჰუმანური საშუალებებით და სხვა.

გადაბეჭდვის წესი