სიახლეები

მორიგი ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში

30.05.2012 •
მორიგი ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულო

ბათუმის ბიუჯეტში  ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით საბიუჯეტო დაფინანსება, 386 900 ლარით შეუმცირდა ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამას, თუმცა კონკრეტულად რომელი ქუჩების კეთილმოწყობას მოაკლდა აღნიშნული თანხა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, პაატა აცინბას ინფორმაცია არ აქვს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურს 480 900 ლარით შეუმცირდა ბიუჯეტი, პროექტირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი კი 330 300 ლარით შეამცირეს. შემცირდა პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამაც 103 000 ლარით, რომელიც სპეცტექნიკის შესაძენად იყო გამოყოფილი, მაგრამ როგორც ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და თანხა გამოთავისუფლდა. ქალაქის გაფორმების პროგრამას 349 400 ლარი მოაკლდა. გამოთავისუფლებული თანხებიდან 403 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული უბნების განვითარების პროგრამას დაემატება, 1 მილიონ 15 ათასი ლარი კი თეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

გამოთავისუფლებული თანხებიდან საფეხბურთო სტადიონის პროექტირებისთვის 870 ათასი ლარი დაიხარჯება. სამაგიეროდ, ე.წ. გოროდოკის უბანში წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა შეამცირეს 900 ათასი ლარით.

სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამას  დაემატა 2500 ლარი, შესყიდვების გეგმა კი 6 მილიონი ლარით გაიზარდა.

სტატუსი შეიცვალა „ძველი ბათუმის განვითარების ფონდმა“ და ის „ბათუმის განვითარების ფონდად“ გადაკეთდა.

არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სურმანიძემ საკრებულოს ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, ქალაქში მშენებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებელ კომპანიებს, ვალდებულება ექნებათ ათი წლის განმავლობაში საგარანტიო ვალდებულება აიღონ იმ სახლებზე რომლებსაც ააშენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სურმანიძე ამბობს, „მათ ეს საგარანტიო ვადის დარღვევად ჩაეთვლებათ და სამი ათასი ლარით დაჯარიმდებიან“.

არქიტექტურის სამსახურმა წამოაყენა წინადადება, საცხოვრებელი კორპუსების გარეგანათების დანახარჯების გადახდის შესახებაც. ირაკლი სურმანიძის განცხადებით, გარეგანათების ხარჯები „ამხანაგობებმა“ უნდა გადაიხადონ. თუმცა საკრებულოს ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ სხდომაზე არ მიუღია.

საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა სხდომაზე კვლავ დააყენა ქალაქის მთავარი არქიტექტორის საკითხიც: „ან გავაუქმოთ ეს შტატი, ან დავნიშნოთ მთავარი არქიტექტორი“, მანვე გააკეთა აქცენტი მერაბ კოსტავას ძეგლთან დაკავშირებითაც: „ვიცით რომ ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გამოყოფილი ქალაქში ახალი  სკულპტურების განსათავსებლად, თუკი მიგვაჩნია რომ მერაბ კოსტავა არის პატივსაცემი ქართველი ერის მიერ, მისი ძეგლის დადგმის საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს, რადგან ის ადგილი სადაც მემორიალური ქვა დევს, გაიყიდა“.

გადაბეჭდვის წესი