ავტორი: ნანა კვაჭაძე
„რატომ არის საზოგადოება ინერტული, როდესაც ჩვენს ქალაქში ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება და ნგრევა?“ – 30 ნოემბერს, „პრესკაფეში“ გამართულ შეხვედრაზე ეს კითხვა G-PAC -ის პროგრამის სტიპენდიანტმა, სულხან ოქროპირიძემ დასვა, რომელიც ორი თვის მანძილზე სწავლობდა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობას. მან ნოემბრის ბოლოს ორთვიანი მუშაობის შეგედეგები გააცნო სპეციალისტებს.
სულხან ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ „ცნება -კულტურული ტურიზმი, საქართველოში არ არსებობს, ჩვენთან ძველს ანგრევენ და ახლის აშენებით ცდილობენ ტურიზმის განვითარებას“. ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს მას ორი თვის მანძილზე შესწავლილი ოთხი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აძლევს. შესწავლილი ძეგლებიდან – ფიჭვნარის ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა, ყოფილი შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა (ძველი სასტუმრო „ბელ-ვიუ“), ორი დანგრეულია.
გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა
გოგებაშვილის ქუჩაზე, №8-ში, მდებარე სასტუმრო BELLE-VUE-ს (შემდგომში შინაგან საქმეთა სამმართველო) შენობა, მე-19 საუკუნის მიწურულს აიგო. შენობას ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, შენობა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, თუმცა ამის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2008 წელს გაიყიდა და იგი კომპანია „არაი ჯორჯიამ~ შეიძინა, რომელსაც ამ ადგილას სასტუმრო უნდა აეგო. კომპანიას შენობის გაფართოება სურდა, რაზეც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უარი განაცხადა, რადგან ყოფილ სასტუმროს ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მშენებლობა ცოტა ხნით შეჩერდა, თუმცა 2009 წლის 3 მარტს ამავე სამინისტრომ შენობას მოუხსნა ძეგლის სტატუსი, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მე-15 მუხლის მე-8 და მე-17 პუნქტის შესაბამისად და მე-19 საუკუნის ძეგლის სრული დემონტაჟი მოხდა. მშენებლობა ამ ადგილას დღემდე არ დაწყებულა.
იგივე ბედი ეწია ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში №1/25 მდებარე „მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტს“. XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აგებული შენობა ასევე ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2008 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, ეს შენობა, საერთო ფართობით 447.85კვ/მეტრი, 200 ათას დოლარად მიჰყიდა თურქულ კომპანიას „ნუროლი -სამშენებლო და სავაჭრო ფირმას“. გაყიდვიდან რამდენიმე თვეში კი, 2009 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის“ შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნა. შენობა დაანგრიეს.
როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როცა ამას სახელმწიფოს ის მმართველი რგოლები არ აკეთებენ, რომლებსაც პირდაპირ ევალებთ ძეგლების მოვლა-პატრონობა? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, თუმცა მათი მხრიდან ზემოჩამოთვლილი კულტურული ძეგლების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, პირიქით, ისინი გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ახალი მეპატრონეების ინტერესებს იცავენ, შენობას ძეგლის სტატუსს უუქმებენ, რის შედეგადაც მათი სრული დემონტაჟი ან მფლობელის სურვილის მიხედვით გადაკეთება ხდება.
ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინსტიტუტის წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე, რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად გამოსავალს ამ საკითხის თვითმმართველობის დონეზე წამოწევაში ხედავს: „მართალია, კულტურული ძგელების დაცვა და მოვლა-პატრონობა არ შედის თვითმმართველობის უფლებამოსილებაში, მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ თვითმმართველობას და ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო სექტორი მზად არის ამისთვის იბრძოლოს. ერთად შევიმუშაოთ სტრატეგია კულტურული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე. უნდა ვიმუშაოთ ტურიზმის დეპარტამენტთანაც, შეიძლება მათგან არ იყოს ინიციატივა, მაგრამ ჩვენ, სამოქალაქო სექტორმა, უნდა შევთავაზოთ იდეები და ვიზრუნოთ მათ დანერგვაზე“.
ბათუმის ბულვარი და ფიჭვნარი – ძეგლები საფრთხის წინაშე
სამოქალაქო სექტორის აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იყო ბულვარის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარში, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სპეციალისტების აზრით, ბულვარს უკარგავს თავდაპირველ დანიშნულებას და ძეგლს საფრთხეს უქმნის. სარჩელი, რომლის მიხედვითაც აჭარაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორს უჩივიან, სასამართლოში განიხილება. სასამართლოს წინ უძღოდა აქციები ბათუმის ბულვართან, სადაც რამდენიმე ასეული მოქალაქე ბულვარის შესასვლელში 175 მეტრის სიმაღლის ბიზნესცენტრის უკანონო მშენებლობას აპროტესტებდა, („რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“ ბათუმის ბულვარში შენობის აგების ნებართვა აჭარის „კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტომ“ მისცა 26 აპრილს, მაშინ როცა ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა) თუმცა უშედეგოდ.
მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ბულვარის შესასვლელში მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ვერავინ ვერ შეუშლიდა ხელს, ხოლო ვინც უშლის ამ პროცესს ხელს ისინი „ქვეყნის მტრებია“.
გარკვეული საფრთხის წინაშე ისევ დგას ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ძველი წელთააღრიცხვის მე-8 მე-7 საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარს ძეგლის სტატუსი გააუქმეს, იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა, ქართველი და ბრიტანელი არქეოლოგების მონაწილეობით.
2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ფიჭვნარის ტერიტორია თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოაცხადა და ამ ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობა გადაწყდა. არ გაითვალისწინეს, რომ სასტუმროების განსათავსებელ ტერიტორიაზე ძვ.წთ. VIII-VII საუკუნეების დიუნური დასახლებები მდებარეობდა, არ მოუმზადებიათ სპეციალური დასკვნა და ფიჭვნარში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას კულტურული ფენების განადგურება მოჰყვა. მიუხედავად არაერთი საპროტესტო განცხადებისა, შეჩერებულიყო სამშენებლო სამუშაოები, საზოგადოების პროტესტი უგულებელყოფილი იქნა… კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, დაზიანებული დიუნური ნამოსახლარის შესასწავლად, 69 ათასი ლარი გამოყო და შემოდგომის მიწურულს არქეოლოგები მძიმე ტექნიკის ნაკვალევზე ცდილობდნენ ძველი წელთაღიცხვით დათარიღებული ნივთების გადარჩენას.
აღნიშნული ტერიტორიის თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადება ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორად მოიაზრებოდა, თუმცა ფიჭვნარის მომგებიან, ტურისტულ ადგილად ქცევის იდეა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმის დირექტორმა, ამირან კახიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაახმოვანა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ფიჭვნარში ღია მუზეუმის გაკეთება სურდა, აქ მოსული ტურისტები დაესწრებოდნენ არქეოლოგიურ გათხრებს და უძველესი დასახლებების ნამოსახლარს ადგილზე დაათვალიერებდნენ.
ფიჭვნარის ტერიტორიის თავისუფალ ეკონოკურ ზონად გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, დაგეგმილი 27 სასტუმროდან მხოლოდ ოთხი აშენდა. თუმცა დღესაც დგას საშიშროება, რომ სასტუმრო-კომპლექსების აშენების შემდეგ ტერიტორიას გააფართოებენ და მსგავსი დაუდევრობა ამ ტერიტორიაზე არსებულ სხვა სამაროვნებსაც შეეხება. სულხან ოქორპირიძე ამბობს, რომ თუ ფიჭვნარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აღუდგება, ამ ტერიტორიის სამართლებრივად დაცვა შეუძლებელი იქნება.
სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში”. 2011 წ.