Batumelebi | კონტროლის პალატაში „დაკითხვა“ გრძელდება კონტროლის პალატაში „დაკითხვა“ გრძელდება – Batumelebi
RU | GE  

კონტროლის პალატაში „დაკითხვა“ გრძელდება

კონტროლის-პალატაში-„დაკი

დღეს, დილის 10 საათიდან აჭარის კონტროლის პალატამ განაახლა იმ ადამიანებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომლებიც ქართული ოცნების ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრები ან მათი მხარდამჭერები არიან. დღეს ახსნა-განმარტების მისაცემად 6 ქობულეთელი აქტივისტი ჰყავდათ დაბარებული.

ზურაბ გოლიაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც კონტროლის პალატის წარმომადგენელს მისი ვინაობისა და თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტების ქსეროასლი მოსთხოვა. ზურაბ გოლიაძე ამბობს, რომ მას ადამიანმა, რომელმაც ახსნა განმარტება ჩამოართვა და წარუდგა, როგორც მინდია ჯორთმენაძე, უთხრა, რომ კონტროლის პალატაში ახალი დანიშნულია და ამიტომ დოკუმენტი არ აქვს.

კიდევ ერთმა გამოძახებულმა, მოქალაქე ნუგზარ კაკალაძემ კი კონტროლის პალატის წარმომადგენელს წერილობით თხოვა, ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესს დასწრებოდა „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტი. მან წერილში მიუთითა, რომ თანახმაა საჯარო გახდეს მისი პირადი ცხოვრების ის დეტალები, რაც ახსნა-განმარტების პროცესში გახდება ცნობილი.

ნუგზარ კაკალაძე ამ წერილზე პასუხს დაუყოვნებლივ ითხოვდა. მისთვის მინდია ჯორთმენაზეს პასუხი არ გაუცია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სამართლებრივად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმარება. ადვოკატიც და „დაკითხულებიც“ ამბობენ, რომ ამჯერად „დაკითხვა“ უფრო ხანმოკლეა და უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge