სიახლეები

კონკურსი მოქალაქე ჟურნალისტებისათვის

30.05.2012
კონკურსი მოქალაქე ჟურნალისტებისათვის

batumelebi.ge და პრესკაფე გთავაზობთ მონაწილეობას კონკურსში „ბათუმი – ერთი წუთი”. კონკურსის ფარგლებში უნდა წარმოადგინოთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც ქალაქის ცხოვრების ერთ წუთს ასახავს. სასურველია ვიდეო განთავსებული იყოს www.youtube.com- ზე, ან შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ.ფოსტაზე: batumelebi2@yahoo.com; kvachadze.n@gmail.com

კონკურსის მიზანია სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და ბათუმის შესახებ მრავალფეროვანი ვიდეომასალის შექმნა და გავრცელება.

ერთწუთიანი ვიდეო შეიძლება იყოს გადაღებული როგორც პროფესიული/სამოყვარულო ვიდეოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით, ფლიპით და ა.შ. არ არის აუცილებელი ვიდეოს გაფორმება მუსიკითა და სხვა ეფექტებით.

პროექტი გრძელვადიანია. ყოველ თვე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტ „მოწონებას”/Like -ს

დაიმსახურებს.

კონკურსი იწყება ორშაბათს, 27 ივნისს. გამარჯვებულს ივლისის ბოლოს პრესკაფე უმასპინძლებს. პრიზი – ორკაციანი რომანტიკული

(მეგობრული) ვახშამი ორისათვის.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენს გამოხმაურებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.