სიახლეები

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” შეშფოთებულია გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებაზე სამართალდამცველების მხრიდან ზედაპირული რეაგირების გამო

30.05.2012 • • 1137
კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” შეშფოთებულია გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებაზე სამართალდამცველების მხრიდან ზედაპირული რეაგირების გამო

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” ეხმიანება ”ნეტგაზეთის” ინფორმაციას სახელწოდებით ”ნაპოვნია” (20.11.2011) და გამოხატავს შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი გულგრილობის გამო.

2009 წლის 25 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს და აიძულებდნენ, დაეწყო მათთან თანამშრომლობა. ამ დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ გაზეთმა დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა, სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობის დადგენისათვის საჭირო ინფორმაციის სიმწირის გამო, გამოძიება 2 წლის შემდეგაც ვერ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე.

გუშინ, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიჩნიეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და, სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მიზნით, მოახდინეს ერთ-ერთი იმ პირის – დავით დევნოზაშვილის – იდენტიფიცირება, რომელიც, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებისა და იძულების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია და მიაწოდეს მას ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციამ დაარღვია მისთვის კანონით დადგენილი ყველა ვალდებულება და არ გაატარა რაიმე პროცესუალური ღონისძიება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოადგენს კიდევ ახალი, დამატებითი დანაშაულის ჩადენის ტოლფას ქმედებას.

მომხდარი მოვლენის გაანალიზების ფონზე, კოალიცია სამართალდამცავი ორგანოებისგან კატეგორიულად მოითხოვს : უპასუხოს საზოგადოებას, 2011 წლის 20 ნოემბერს პოლიციის წარმომადგენლებმა რატომ არ მოახდინეს სრულყოფილი კანონიერი რეაგირება მიწოდებულ ინფორმაციაზე. დასვას იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 2011 წლის 20 ნოემბერს არასრულყოფილად შეასრულეს საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხოს „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტები.

საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის, მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული შანტაჟისა და იძულების ფაქტების თაობაზე გამოძიების მინდინარეობას. კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მიიჩნევს, რომ დასმულ შეკითხვებზე სახელმწიფოს მხრიდან საჯაროდ ღირსეული პასუხის გაცემა არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად დაცულია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება.

გადაბეჭდვის წესი