სიახლეები

კლინიკიდან გაშვებული პაციენტის მძიმე ისტორია

30.05.2012 • • 2164
კლინიკიდან გაშვებული პაციენტის მძიმე ისტორია

ბეგლარ ნაგერვაძემ მრავლობითი ტრავმა სოფელ თხილნარში მომხდარი ინციდენტის დროს მიიღო. აქვს თავის ტვინის შერყევა, ცხვირისა და ყბის მოტეხილობა, დაზიანებული აქვს მარცხენა მუხლის მენისკის მყესი. ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან სამ დღეში გაწერეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანილს კი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს; დაგვიანების შემთხვევაში პაციენტის დაღუპვას არ გამორიცხავს ქირურგი.

ცაგო კახაბერიძე

სოციალურად დაუცველი ბეგლარ ნაგერვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ივნისს მიიყვანეს. მისი მეუღლის ინდირა ნაგერვაძის ინფორმაციით, ბეგლარს და მათ მეზობლებს თავს დაესხნენ სოფელში, ანუ თხილნარში ჩანჩქერზე ჩასული სოფელ ერგეს მცხოვრებლები. როგორც მაშინ ინდირა ნაგერვაძე ამბობდა, თავდამსხმელები იყვნენ „გავლენიანი თედორაძეები“. „ჩემი ქმარი საავადმყოფოდან იმისთვის გამოუშვეს, რომ უნდათ მძიმე შედეგი არ დაფიქსირდეს. თედორაძეებმა გვითხრეს, რომ პოლიციაც მათია, ექიმებიც და ჩვენ ვერაფერს გავხდებით“.
ინდირა ნაგერვაძე ხაზგასმით ამბობს, რომ მათზე თავდასხმით არც პოლიცია დაინტერესდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც არაჰუმანურად მოექცნენ: „ჩხუბის შემდეგ სასწრაფოს მანქანით წამოვიყვანეთ საავადმყოფოში. სასწრაფომ კლინიკა „მედინაში“ არ მიგვიყვანა, პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედით. მიუხედავად იმისა, რომ პოლისი გვქონდა, საავადმყოფოში მხოლოდ სამი დღე გაგვაჩერეს“.
ინდირა ნაგერვაძის თქმით, მან ამის მერეც რამდენჯერმე მიიყვანა მეუღლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ პაციენტს სტაციონარულ მკურნალობაზე უარი უთხრეს. ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ #24-ში დაიბეჭდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ლაშა მიქელაძემ განაცხადა, რომ პაციენტს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებოდა: „მას მყესზე დაენიშნა გამწოვი პრეპარატები, ჩვენი ტრავმატოლოგები აკვირდებიან. სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს. თუ მაინცადამაინც უნდათ საავადმყოფოში ჰყავდეთ პაციენტი, მაშინ დღეში 150 ლარი უნდა გადაიხადონ. ასეთ დროს ხარჯებს დაზღვევის პოლისი არ ანაზღაურებს“.
ნაგერვაძე ბათუმელ ექიმებს არ ენდო და ქმარი სამედიცინო გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანა. იქ მას თიაქარზე (ავადმყოფს თიაქარიც აწუხებდა), ალადაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგი თამაზ ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ოპერაცია გადაუდებელი იყო: „იყო ჩაჭედილი თიაქარის კლინიკური სურათი, ამიტომაც დავაყენეთ საკითხი ოპერაციულ ჩარევაზე. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ წვრილი ნაწლავის მარყუჟი იყო ჩაჭედილი თიაქარის პარკში. საბედნიეროდ, სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ნაწლავის ეს მონაკვეთი. რომ დაგვეგვიანებინა, შესაძლოა ნაწლავის ეს მონაკვეთი მომკვდარიყო, რომელსაც მოყვებოდა პერიტონიტის განვითარება (მოწამვლა), რასაც შესაძლოა პაციენტის სიკვდილი გამოეწვია“.
ალადაშვილის კლინიკის კიდევ ერთი ექიმი თამარ ალასანია, რომელმაც პაციენტ ნაგერვაძეს ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა, ამბობს: „ჩემი აზრით, პაციენტს ოპერაციები ესაჭიროება ფეხზე, ყბასა და ცხვირზეც. ამას წყვეტს ტრავმატოლოგი. ის გასინჯავს კლინიკურად და მიიღებს გადაწყვეტილებას. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა მწვავე იყო მუცლის არეში თიაქარის გამო, ქირურგთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ტრავმატოლოგისთვის არ გვეცალა“.
`ბათუმელებმა~ ამჯერად ლაშა მიქელაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაცნობეს, ის შეუძლოდ არის. კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ კლინიკის ახალდანიშნულ დირექტორს აბესალომ გურგენიძეს. მან თავის მოადგილესთან, ნანა ცინცაძესთან გადაგვამისამართა. ამ უანასკნელმა კი „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ინდირა ნაგერვაძე, რომელიც ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში იმყოფება, კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ პოლიციაც იმ მოსაზრებით არ აკავებს თავდამსხმელებს, რა მოსაზრებითაც თავის დროზე რესპუბლიკურში არ გააჩერეს: „მიუხედავად არაერთი ჩვენი მოთხოვნისა, თორნიკე თედორაძე დღემდე არ დაუკავებიათ. 20 თავდამსხმელიდან (უმრავლესობა თედორაძე იყო) დააკავეს მხოლოდ ფოთელი ტყეშელაშვილი, რომელიც თედორაძეებთან სტუმრად იმყოფებოდა. უნდათ, რომ ყველაფერი მას დაბრალდეს“.
ამ საქმის გამომძიებლის ოლეგ მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციამ ბეგლარ ნაგერვაძე უკვე დაკითხა და დაზარალებულადაც ცნო: „ჯერჯერობით ერთი პიროვნება გვყავს დაკავებული და ის პასუხისგებაშია მიცემული, მიდის მუშაობა, რომ დადგინდეს სხვა თავდამსხმელების ვინაობაც“.
გამომძიებლის განცხადებით, ის ინფორმაციას არ ფლობს თორნიკე თედორაძესთან დაკავშირებით: „ჩემთვის მოცემულ ჩვენებაში მათი სახელები და გვარები არ დაუსახელებიათ და ახლა ასახელებენ? – მაგენი რაიმე ხიფათში არ გაებნენ… გავაფრთხილეთ ჩვენებაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლურ დასმენაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე და ასე შემდეგ… სხვათა შორის, გუშინ დამირეკა მაგის მეუღლემ და თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ახალი დეტალები უნდა მოგახსენოთო, მითხრა. ველოდები მათ ჩამოსვლას“.
დამატებით კითხვებზე გამომძიებელმა პასუხის გაცემა არ ისურვა: „პრესსამსახურს მიმართეთ, ჩვენ არავის ხელს არ ვაფარებთ; ოღონდ მათ შეგვიწყონ ხელი და თქვან სახელები და გვარები; არ დაუსახელებიათ, სიბნელე იყო და ვერ ვხედავდითო. ერთადერთი, მანქანის ნომერი დავადგინეთ ოპერატიულად და სწორედ ამ მანქანის მფლობელია დაკავებული“.

გადაბეჭდვის წესი