სიახლეები

კლასიკა ბათუმის ბინებს ამახინჯებს

30.05.2012 • • 2085
კლასიკა ბათუმის ბინებს ამახინჯებს

ბათუმელი დიზაინერი თემო შანიძე ინტერიერის დიზაინერია. სწორი ფორმები, სისადავე, პანორამა – მისი ხელწერაა. „ჯარჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ახლა ერთერთი რესტორნის პროექტზე მუშაობს. როგორც ამბობს, მისი მეუღლე ია ვარშანიძე („რონიკოს“, ბათუმის ფილიალის, მენეჯერი) და ორი შვილი, მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

 თეონა თურმანიძე

თემო პროფესიით მხატვარია. ბავშვობიდან იცოდა, რომ მოქანდაკე ან მხატვარი იქნებოდა. დიზაინზე სამ განზომილებაში მუშაობს და რეალურ კონდიციამდეც ნახაზები დიდი შრომის ფასად მოჰყავს.

– პირველად ჩემი ბინა გავარემონტე, დიდი ვიტრინები გავაკეთე. ვერავის წარმოედგინა, ყველას უკვირდა, მეკითხებოდნენ – ქუჩიდან ხომ ყველაფერი გამოჩნდებაო. თუ ფანტაზია გაქვს, ყველაფერი გამოგივა. იმ დროს, 17 წლის წინ თანამედროვე (ევრორემონტი) უცხო იყო, დეკორაციული კედელი, დაჟანგული საღებავი,  ექსპერიმენტით ყველა კმაყოფილი დარჩა. მერე ბევრი შეკვეთა მივიღე.

-როგორი გემოვნება აქვს ბათუმელ მომხმარებელს, რას ითხოვენ?

-ყველას უნდა ცალკე, იზოლირებული ოთახი სადღესასწაულო და სამწუხარო დღეებისთვის :) არ მესმის, ეს რატომ უნდა გააკეთო, მე ასეთ პროექტს ხელს არ მოვკიდებ. უნდა იყოს ნდობა დიზაინერის მიმართ, თუმცა ბათუმში დიზაინის 50 პროცენტს მაინც ცვლიან დამკვეთები. რეკომენდაციის თხოვნით მოდიან ჩემთან… თუ დიზაინზე დავიყოლიე და ვიზუალზე ვმუშაობთ, მერე უფრო ადვილია საქმე.

– როგორი სტილი მოგწონს? ბათუმში დიზაინზე თანხა ხომ არ ენანებათ?

-მომწონს, ვთქვათ, ძვირფასი კერამო გრანიტი, ამის საშუალება ყველას არ აქვს, ამიტომ მომხმარებლის ფინანსებს ვერგებით. მოლაპარაკებისას ხშირად ქალები არიან, ზოგჯერ ისეთი ცუდი პროექტია, ვერაფერს გააკეთებ, ეს განსაკუთრებით მშენებარე კორპუსების პრობლემაა.  ჩემი ოცნების სახლი გავაკეთო.

ხშირად თითქოს ეკონომიას აკეთებენ და ამ დროს კედელს ათასჯერ ანგრევენ, ეს გაცილებით ძვირი ღირს. დიზაინი ფურცელზე ნახაზი არ არის, ეს ბინის ერთგვარი პასპორტია, კომპიუტერში შეგიძლია ნახაზს მოაკლო, შეავსო, რაც თანხასთან არაა დაკავშირებული. ექსკლუზიური პროექტები კი სოლიდური თანხა ჯდება, მაგალითად, რესტორანი, სასტუმრო…

მაქვს ბინის კარგი პროექტი, რომელზეც ორი წელი ვიმუშავე. დამკვეთებს პრობლემები აქვთ, ასე მუშაობა კი რთულია. სტილს რაც შეეხება, ჰაიტეკი, რეტრო… კლასიკა ბათუმის ბინებს ამახინჯებს, მას სჭირდება მაღალი ჭერი, დაცვენილი ფარდები, ხშირად ამ რეალობას ივიწყებენ და, უბრალოდ, საკუთარ სურვილს არგებენ დიზაინს. ყველაფერს თავისი სილამაზე და კულტურა აქვს, იაპონური სტილი მომწონს, ჩვენთან კი სათავსოებია მოდური.

არ მიყვარს ჩუქურთმები, რკინა-მოღუნვები, მიყვარს სწორი ფორმები, სადა, დეკორაციული კედელი, ჭერი შავ ფერამდე, პანორამა, შუშას ვიყენებ, სახლს და ქუჩას კონტაქტი უნდა ჰქონდეს, დიდი ვიტრინა ამაში გეხმარება, შუქი და მზე არის ფაქტურის ნახევარი.

ჩვენთან ყველას სოფელი აქვს, მაგრამ ბინაში უნდათ ყველაფრის მოთავსება:) იქ, სადაც კარადებს მთხოვენ, ეს დიზაინი არ არის, უბრალოდ, ვურჩევ მასალას და ტექნიკურად ვეხმარები. არ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ჩემი სტილით, თუმცა არ შეიძლება ოროთახანი ბინა სამად გადააკეთო, ეს არანორმალურია, ლამის კედელზე მიდგმული საწოლები :). ერთმა ოჯახმა არჩია ნათელი საძინებელი და ბნელი მისაღები, მე ვურჩიე, რომ ჯობდა, იქ, სადაც მეტ დროს ატარებდნენ, ის ყოფილიყო ნათელი.

– დამკვეთზე მოლაპარაკების შემდეგ უარი გითქვამს?

– ქობულეთში იყო ერთი ოჯახი, მეუღლეს ქმრისთვის და მისი სტუმრებისთვის ცალკე ოთახი უნდოდა, 70 კვ მეტრში ოთხი ოთახი, სამზარეულო და აბაზანა მოითხოვეს, უარი ვუთხარი, ბუნებრივია.

–  საინტერესო სიყვარულის ისტორია გაქვს, მეუღლე გასწავლიდა როგორც ვიცი

– ფანტასტიური გოგოა. მასწავლიდა რუსულს, ხელოვნების ინსტიტუტში, მაშინვე მომეწონა, პედაგოგს ადვილად როგორ დავითანხმებდი?:) მოვაწონე თავი:). ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვინდოდა. გვყავს ორი შვილი, უფროსი თეო პირველ კურსზე სწავლობს, უმცროსი ჯარჯი კი მე-3-კლასელია. ორივე დაკავებული ვართ, როგორ შეიძლება უმუშევრობა მოგწონდეს, როცა იხარჯები, ეს გახარებს სწორედ, ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახის ბედნიერებაა.

შენ განსაკუთრებული მეუღლე ხარ, სულ ერთად ისვენებთ?

– კი, ია ერთხელ იყო დასასვენებლად მარტო, მოგვიანებით მაინც ჩავაკითხე. დასასვენებლად უფრო თურქეთი მირჩევნია.

– გატაცებაც გაქვს

– მთებში, პნევმატური იარაღით ვერთობით, ბილიარდის თამაში მიყვარს.

– და სპორტული სტილი

-კი, ვიცვამ მთლიანად ჩემი გემოვნებით, აქსესუარებს, სათვალეებს ია მირჩევს, მას კლასიკური სტილიც მოსწონს და უხდება. არ მიყვარს ღრეობა, ღამის კლუბი…

_ რაზე ოცნებობ?

– ჩემი და იას ოცნება ასრულდა, ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი მახინჯაურში და მინდა ჩვენი ოცნების სახლი გავაკეთოთ, ორ სართულად იქნება, დიდი ვიტრინებით, პროექტი მაქვს, 130 კვადრატამდე იქნება ერთი სართული – ზღვის ხედი, მწვადები, მეგობრები, ჰამაკი:) მეტი რა უნდა მინდოდეს. როგორც კი მოვრჩებით, იქ გადავალთ საცხოვრებლად, ბინა არაკომფორტულია ამ მხრივ. კიდევ მინდა პატარა კაფეტერია, არსად რომ ვიჩქარებ და გემოვნებით იქნება გაკეთებული.

– თანამედროვე ბათუმი მოგწონს?

– ბევრი რამე მომწონს, ბევრიც ძალიან არ მომწონს, მაგალითად, შენობები კოშკებით რომ სრულდება. მომწონს პიაცა, ახალი ბულვარი, რესტავრირებული რუსული ეკლესია, ქვაფენილი, იქ, სადაც ძველი ბათუმია, უნდა შენარჩუნდეს ის იერი, არეული სტილი დამაბნეველი და უგემოვნოა; ქუჩის ბარები უნდა იყოს აუცილებლად, ადამიანები საყიდლებზე რომ გამოვლენ, ყავისთვის სახლში არ უნდა დაბრუნდნენ.

გადაბეჭდვის წესი