სიახლეები

კვერცხებისა და შლოპანცის ძეგლი ახალ ბულვარში გადაიტანეს

30.05.2012
კვერცხებისა და შლოპანცის ძეგლი ახალ ბულვარში გადაიტანეს

[slideshow]

ბათუმში სასტუმრო რედისონის წინ მდებარე 12 კვერცხისა და 2 შლოპანცის ძეგლი დღეს აიღეს. რამდენიმე დღის წინ კი იქვე მდებარე ე.წ. „დაკუჭული ბოთლის“ ქანდაკებაც აიღეს.

ქანდაკების დადგმა ბათუმის მერიას 160 ათასი ლარი დაუჯდა. ქანდაკების არქიტექტორი ფრანგი დიზაინერი ელიზა ფანტოზია. მან ფრანგული გამონათქვამის „ცხოვრებაში ისე სათუთად უნდა იარო, თითქოს კვერცხებზე დადიოდე“-ს მიხედვით შექმნა ეს ქანდაკება, თუმცა ორიგინალისგან განსხვავებით ბათუმის მერიამ კვერცხებზე დადებული კედი შლოპანცით ჩაანაცვლა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ქანდაკება ბათუმის ახალ ბულვარში ზღვასთან ახლოს  დაიდგმება. მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით ადგილობრივ თვითმმართველობას ძეგლის ადგილომაცვლეობასთან დაკავშირებით ხარჯი არ აქვს. მისივე განმარტებით ბოთლის ქანდაკება შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ ნახაიანის ხეივანზე უკვე დაიდგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.