Batumelebi | კახაბერ გუჩმანიძის ამბის გაგრძელება კახაბერ გუჩმანიძის ამბის გაგრძელება – Batumelebi
RU | GE  

კახაბერ გუჩმანიძის ამბის გაგრძელება

კახაბერ-გუჩმანიძის-ამბის

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელი კახა გუჩმანიძე 18 ნოემბერს ღამის საათებში დააკავეს, მანამდე იგი „ტელეარხ 25“-ის გადაცემა „დიალოგში“ იყო მიწვეული. ის ტელევიზიის შენობაში ღამის 12:15 საათამდე იმყოფებოდა. პროკურორ ზვიად ფხაკაძის მონაცემებით, რომელიც მან 21 ნოემბერს წინასაპატიმრო სხდომაზე სასამართლოს წარუდგინა, გუჩმანიძე კაფე-ბარ „რანდევუსთან“ დააკავეს. კუდ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ კახა გუჩმანიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს საკუთარი კაბინეტიდან გამოჰყავთ. 

ცაგო კახაბერიძე

კუდ-ის ხელმძღვანელის, სოსო თოფურიძის განცხადებით, „კახაბერ გუჩმანიძემ შპს „კარჩხალის„ დირექტორს რომან კირკიტაძეს ქრთამის სახით 25 ათასი დოლარი გამოსძალა, რაც 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სხვა რამ თქვა პროცესზე მოსამართლე ვერა დოლიძემ – კახა გუჩმანიძეს სისხლის სამართლის 221-ე მუხლის დარღვევაში ედება ბრალი, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ან 5-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამ ორ მოხელეს შორის რომელია უტყუარი ინფორმაციის მატარებელი. არსებული პრაქტიკის მიხედვით კი უფრო თოფურიძე, რადგან შეიძლება მან სასჯელის ის ზომა დაასახელა, რასაც ეტაპობრივად მოსთხოვს სასამართლოს. ბრალდებულის ადვოკატი მირდატ ქამადაძე ჯერჯერობით მოსამართლის ვერსიას ადასტურებს: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან 221-ე მუხლის დარღვევას, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს“.

გასულ კვირას ვერა დოლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა -კახა გუჩმანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ფხაკაძის ინფორმაციით, „კახაბერ გუჩმანიძემ 2011 წლის სექტემბერში შპს „კარჩხალის“ დირექტორს, რომან კირკიტაძეს ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 25 000 ათასი ამერიკული დოლარი გამოსძალა“. პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს ვიდეომასალები, თუმცა ისინი მას სასამართლო პროცესზე არ წარუდგენია. კადრები შსს-მ გაავრცელა.

სასამართლო პროცესის დასაწყისშივე ვერა დოლიძის კითხვაზე, ხომ არ არის შუამდგომლობა საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით? – ბრალდებულის ადვოკატმა უარით უპასუხა და გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულმა კი დუმილის უფლების გამოყენების შესახებ აცნობა სასამართლოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა შესაძლოა კავშირი იქონიოს საქმესთან დაკავშირებულ დასაკითხ პირებთან, დააშინოს ისინი და აიძულოს არ მისცენ მისი საწინააღმდეგო ჩვენება, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა დამძიმდეს გარემოება, ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში“, _ ასე დაასაბუთა პროკურორმა ფხაკაძემ კახა გუჩმანიძის პატიმრობაზე შუამდგომლობა.

შპს „კარჩხალის“ დირექტორი, რომელსაც პროკურატურის ვერსიით ბათუმის გამწვანების ხელმძღვანელმა კახა გუჩმანიძემ ფინანსური გარიგება შესთავაზა, რომან კირკიტაძეა. შპს „კარჩხალი„ მან ბიძაშვილთან მალხაზ კირკიტაძესთან ერთად გასული წლის ნოემბერში ჩამოაყალიბა. რეესტრის მონაცემებით ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. საქმიანობის დასაწყისში რომან და მალხაზ კირკიტაძეებმა შპს „კარჩხალი“ კვების პროდუქტების მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიად დაარეგისტრირეს, წლის მეორე ნახევარში კი საქმიანობის ჩამონათვალს მემცენარეობა-მებაღეობაც დაამატეს. რეესტრში რომან კირკიტაძის სახელზე მხოლოდ შპს „კარჩხალი“ ფიქსირდება. კირკიტაძის მამა იოსებ კირკიტაძე ბათუმის ბულვარის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელია. მან „ბათუმელებთან“ პირად საუბარში განაცხადა, რომ შვილის საქმიანობის შესახებ არაფერი იცის.

მას შემდეგ რაც გაიგო, რომ „ბათუმელებიდან“ ვუკავშირედბოდით, რომან კირკიტაძემ ტელეფონი გათიშა. დაკავშირება მხოლოდ მალხაზ კირკიტაძესთან მოვახერხეთ, რომელმაც განაცხადა: „…კარჩხალი მხოლოდ კვების პროდუქტების შემოტანაზე მუშაობს და სხვა სახის ტენდერებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ… კახაბერ გუჩმანიძესთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“.

გამოძიების ვერსიით, ტენდერი, რომლის მეშვეობითაც გუჩმანიძეს ავტომანქანა უნდა შეესყიდა სამსახურისთვის, 100 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. ეს ტენდერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge