სიახლეები

კახა კალაძე: „მზად ვარ კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად“

30.05.2012
კახა კალაძე: „მზად ვარ კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად“

ნეტგაზეთი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ქართულ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, შედეგად გაირკვა, რომ მათი “ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა.” ამის შესახებ ფეხბურთელმა ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე, ჩანაწერი ივანიშვილთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად დღეს, 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

“ჩემო თანამემამულენო, მე – კახა კალაძე ისევე როგორც თქვენ, მილიონობით ჩემი თანამემამულე, მივესალმები ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილის ქველმოქმედება გადაწვდა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და ეს ჩვენ ყველამ გავიგეთ მხოლოდ ბოლო პერიოდში. იგი წლების მანძილზე უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის და რეკლამის გარეშეაკეთებდა საერო საქმეს. მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი ბატონ ბიძინას. შედგა გულთბილი და მეგობრული შეხვედრა მასთან და მის ვაჟიშვილ ბერასთან. გავიცანი მისი ტრადიციული ქართული ოჯახი. შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა. ისევე როგორც თქვენ, სამშობლოს უკეთესი და ღირსეული მომავლის მოსურნე ჩემო თანამემამულენო მეც გამოვთქვამ მზადყოფნას ყველა კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად,” – წერს კახა კალაძე ფეისბუქში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი წერილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ბიზნესმენთან შეხვედრამდე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მაშინ ფეხბურთელი წერდა: “ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი.”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.