სიახლეები

კალაძის ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში

30.05.2012 • • 1400
კალაძის ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში

href=”https://batumelebinewspaper.files.wordpress.com/2011/10/kala.jpg”>
ნინო ნატროშვილი<a
„პროგრეს ბანკის“ მენეჯმენტში ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ნეტგაზეთს“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინვესტორებთან მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს, ბანკს არ აქვს ფინანსური პრობლემები და შემდგომში განვითარებული მოვლენების შესახებ მენეჯმენტი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
"პროგრეს ბანკის" გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ერთ–ერთი ვერსიით, ბანკი პრეზიდენტის დედამ – გიული ალასანიამ შეისყიდა, მეორე ვერსიით კი შესყიდვა ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ განახორციელა, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო.
2008 წელს დაფუძნებული ,,პროგრეს ბანკი’’ საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის ,,კალა კაპიტალის’’ საკუთრებაა, რომლის მთავარი ოფისი თბილისში მდებარეობს. ქართველმა ლეგიონერმა კახი კალაძემ ბანკი 2008 წელს დააფუძნა და ამ დროისთვის ის აქციების 100%-ის მფლობელია.
2011 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, ბანკის მთლიანი კაპიტალი 14 მლნ 473 ათას 034 ლარით განისაზღვრა. 2011 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკი 0,1 მლნ ლარის მოგებით მომგებიან ბანკებს შორის მე-16 პოზიციაზეა.
კახი კალაძემ გასულ წელს განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკის” კაპიტალში იტალიური ბანკის Intesa Sanpaolo შეყვანის თაობაზეიტალიურ ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამჟამად სხვა ბაზრებზე გაფართოების გეგმა Intesa Sanpaolo-ისგან ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მიმდინარე წლის 22 სექტემბერს Standard & Poor’s -მა Intesa Sanpaolo-ს სხვა იტალიურ ბანკებთან ერთად საკრედიტო რეიტინგები შეუმცირა და „ნეგატიური” პროგნოზი განესაზღვრა.
“კალა კაპიტალის” ყველაზე მასშტაბური პროექტია “არსენალი”, რომელიც 10 წელიწადში სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს 80 ჰექტარზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისთვის “კალა კაპიტალი” 1,5 ამერიკულ დოლარის ინვესტიციის მოიზიდვას გეგმავდა. „კალა კაპიტალსა” და სახელმწიფოს შორის გაფორდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „კალა კაპიტალს” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწის ნაკვეთის ღირებულება, 38,02 მლნ აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.
ეკონომიკური განვითრების სამინისტრო „კალა კაპიტალს“ კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიამ მიწის ნაკვეთის ღირებულების მხოლოდ ნაწილი – 18,01 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვით, თანხა 2008 წლის დეკემბრამდე სრულად უნდა დაეფარა. 2008 წლის ომის გამო კალაძემ თანხის გადახდის გადავადება ითხოვა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და “კალა კაპიტალს” საჯარიმო სანქციები დაეკისრა, რის შემდეგაც კალაძის კომპანიისა და ეკონომიკის სამინიტროს კონტრაქტის სამართლებრივ საკითხს იუსტიციის სამინისტრო სწავლობს.
მხარეებს შორის არსებული დავის შესახებ დეტალები არ ხმაურდება. როგორც „ნეტგაზეთს“ „არსენალ დეველოპმენტის“ წარმომადგენლობაში განუცხადეს, კომპანიას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. ხოლო ეკონომიკური განვითარების და იუსტიციის სამინისტროებთან მოლაპარაკების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
კალაძის ბიზნესს საქართველოში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. კალაძემ ჯერ ყოფილ პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს გამოუცხადა მხარდაჭერა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დააფუძნა. რამდენიმე დღის წინ კი ქართველმა ფეხბურთელმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა:
„ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენ გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი…“ – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
„არსენალ დეველოპმენტის“ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ კახი კალაძე ივანიშვილს პირადად არ შეხვედრია.

გადაბეჭდვის წესი