ტარიელ ცეცხლაძე
ახლობლის გარდაცვალება ყველასთვის მტკივნეულია. ხშირად ის ვერ გაგვირკვევია, მიცვალებულს მივტირით, თუ მის გასვენებაზე გაწეულ ხარჯს. მიცვალებულის დაკრძალვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახლა უკვე ბათუმელებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ საკრებულოს მიერ დამტკიცებული „აქციით“.
აქცია „2=1“ საინტერესო და მრავლისმთქმელია. ამ აქციის მთავარი პირობაა – „ჩაერთვებიან“ მხოლოდ ისინი, ვინც ქორწინებაში არიან. პროექტის მიხედვით, ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ცოლს სასაფლაოს უფასოდ აძლევენ და პირიქით – ცოლის გარდაცვალების მერე ქმარს მარხავენ უფასოდ.
ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია – ერთი საფლავის ხარჯით ორს ყიდულობ. აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც არ არიან ოფიციალურ ქორწინებაში, არ ჰყავთ მეუღლე ან უკვე დაქვრივდნენ. აქციაში ვერც ის ჩაერთვება, ვისაც შვილი ან ოჯახის სხვა წევრი გარდაეცვალა, ამ შემთხვევაში პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
ზუმის აქციისგან განსხვავებით ბათუმის საკრებულოს აქციაში ჩართვა უფასოა, მთავარია, ერთადერთ პირობას აკმაყოფილებდე: აქციის მიმდინარეობის დროს იყო ოფიციალურ ქორწინებაში და შენი მეორე ნახევარი აქციის ფარგლებში გარდაიცვალოს.
აქციის დროს გარდაცვლილი ბათუმელები დაიკრძალებიან ახალ სასაფლაოზე, რომლის ზუსტი ადგილი ჯერ არ დამტკიცებულა. ქალაქის ახალი სასაფლაო ჯერ თავისუფალია და ადგილიც მრავლადაა…
ადგილებზე გამახსენდა. საკრებულოს მეორე აქცია მიუსაფრებს ეხება. ბათუმის საკრებულო ყოველწლიურად აფინანსებს 100 მიუსაფარი მიცვალებულის დასაფლავებას. ამ კეთილი საქმისთვის ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ აქციაში, წინა აქციისგან განსხვავებით, რაოდენობა შეზღუდულია. მერიას შეუძლია დააფინანსოს მხოლოდ 100 მიუსაფარი მიცვალებული. რა ბედი ელის 101-ე მიცვალებულს, კონკრეტული პასუხი არ არის.
თუ მიუსაფარს უნდა, რომ აქციის ფარგლებში დაიკრძალოს, სასურველია წლის დასაწყისში გარდაიცვალოს. წლის ბოლოს შესაძლოა ადგილები შევსებული იყოს და აქციაში ვეღარ მოხვდეს.
„იჩქარეთ, ნუ იქნებით 101!“.
სამომავლოდ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ბათუმის საკრებულო არ ვიცი, მაგრამ ამ აქციებიდან გამომდინარე, ბათუმში გარდაცვალებაც კი სასიამოვნო იქნება.
დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას გისურვებთ!