სიახლეები

ის, რასაც უზენაეს სასამართლოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია

30.05.2012
ის, რასაც უზენაეს სასამართლოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელების“ საჩივარი, რომელიც პარლამენტარების მიერ 2010 წელს ბიუჯეტიდან დახარჯული ხარჯების გასაჯაროებას ეხებოდა, დაუშვებლად ცნო. აი, რა წერია ამ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაში: „საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა“.

„ბათუმელებმა“ 2010 წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტს სთხოვა, მოეწოდებინა შემდეგი ინფორმაცია: რა თანხა და კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბათუმში ივნისის თვეში პარლამენტარების მივლინებისთვის (დეტალური ხარჯთაღრიცხვა), რა რაოდენობის თანხა იყო 2010 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების მივლინებისთვის და რა ოდენობის თანხა იქნა ათვისებული 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 9 ივლისამდე, ვინ, სად და როდის იმყოფებოდა მივლინებაში და რამდენი ლარი დაიხარჯა თითოეულ მათგანზე.
ეს სარჩელი არც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და არც სააპელაციომ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ – თავმჯდომარემ ნუგზარ სხირტლაძემ, მოსამართლეებმა – ნინო ქადაგიძემ და ლევან მუსერიძემ კი, საერთოდ უარი თქვეს მის განხილვაზე.

„ბათუმელების“ ინტერესებს სამივე სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. „ბათუმელები“ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.

„გაზეთი ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.