სიახლეები

თაობათა ბრძოლა

30.05.2012 • • 8566
თაობათა ბრძოლა

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები) თამარ თურმანიძე, დავით გოგიტიძე, თამარ ლომიძე, მარი ლომაშვილი, შორენა ივანიაძე

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატიკური საკითხია.

ბავშვის აღზრდა ხელოვნებაა, რაც ნიშნავს ბავშვს ასწავლო სწორად აღიქვას და შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების გზას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში არის სამი რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, რომელსაც დედა უნერგავს ბავშვს აღზრდის პროცესში.

ყველა ოჯახში მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობა თავისებურად განსხვავებული და ინდივიდუალურია. ხშირია კონფლიქტები, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ბავშვები ზოგჯერ აკეთებენ ისეთ რამეს, რისი პატიებაც ძნელია მშობლების მხრიდან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბავშვის საქციელს ხშირად მოეძებნება ახსნა.

 ,, ადამიანი დაბადებიდან არც კეთილია და არც ბოროტი, ყოველივე თვისებას ის გარემოდან იტაცებს და ეს აგრეთვე დამოკიდებულია იმ აღზრდაზე,ოჯახსა და საზოგადოებაში რომ იღებს“(რობერტ ოუვენი).

მშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ საკუთარი შვილები, ისინი აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამითი ბავშვი შეიძლება სულ სხვა პიროვნებად აქციონ, სულ სხვა მიზნები და ფასეულობები ჩამოუყალიბონ. ბავშვი რაც უფრო შებოჭილია, მით უფრო უჩნდება სურვილი თავისუფლებისა, მისთვის რაც აკრძალულია, ის უფრო  საინტერესოა. „აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო“, ამბობენ და მართალიცაა. მშობლის ზედმეტმა კონტროლმა შეიძლება ბავშვს უბიძგოს ცუდი საქციელებისაკენ და გააკეთებინოს ის, რისი გაკეთების სურვილი არც კი გაუჩნდებოდა.

ბავშვის ფსიქიკა ძალიან ნაზია და ის შეიძლება ელემენტარულმა უსამართლო მოქმედებამაც დაარღვიოს.

ფროიდის აზრით, ესა თუ ის ტრავმა ადამიანიას ცხოვრებაშჰი ინახება და არ წაიშლება. იგი ელოდება პირობას, რომ გახდეს აქტიური და ეს ტრავმა ცნობიერებაში გამომჟღავნდება დამახინჯებული სახით, მაგალითად, ნარკომანებში, მანიაკებში და ა.შ.

აღზრდის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, ყველაფერი გააზრებულად და თანმიმდევრულად უნდა მოხდეს.

გამოყოფენ მშობლების შვილებზე ზეგავლენის 4 მოდელს:

1. ავტორიტარული (ძალიან მკაცრად აღზრდა)

2. ავტორიტეტული (ზომიერად მკაცრი)

3. ლიბერალური (არაა მკაცრი)

4. ინდიფერენტული (საერთოდ არ აინტერესებს)

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შვილები, რომლებიც აღზრდილნი არიან ზომიერ ფარგლებში, ატარებენ დადებით თვისებებს და წარმატებულები არიან, ხოლო შვილები, რომლებიც ძალიან მკაცრად აღზრდილნი არიან, ხდებიან კრიმინალები ან ხშირად ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებენ.

რამდენიმე პრინციპი თუ როგორი უნდა იყოს მშობელი:

1. მშობელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის მაგალითია შვილისათვის, ამიტომ უნდა ეცადოს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, სილაღე და წონასწორობა შეინარჩუნოს.

2. ოჯახში თუ ერთმანეთს პატივს არ სცემენ, მოზარდი უხეში, კარჩაკეტილი და ბოღმიანი ხდება.

3. ბავშვმა, არასოდეს არ უნდა იგრძნოს, რომ მშობელი დაბნეულია ან ეშინიათ თორემ მას წინააღმდეგობრივი გრძნობა უჩნდება.

4.მშობლების მიერ ნათქვამი ტყუილი ცუდ გავლენას ახდენს შვილებზე, ისინი ამით ავტორიტეტს ილახავენ შვილებთან.

ეხლა კი გავესაუბროთ ფსიქოლოგს რუსიკო ბერიძეს:

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ყველა დროში არსებობდა და არსებობს დღესაც. ეს არის სწორედ სხვადასხვა თაობის გამო, -შვილები სხვა თაობის ხალხია, მშობლები სხვა თაობის და სწორედ ეს იწვევს აზრთა დაპირისპირებას, შეუთავსებლობას, ანუ ის, რაც მოსწონთ ახალგაზრდებს, არ მოსწონთ მშობლებს და პირიქით.

რაც შეეხება დაპრისპირებას შვილებსა და მშობლებს შორის, ხშირია კრიზისული პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად ხდება აზრთა დაპირისპირება.

პირველი კრიზისი, რომელიც ხდება მშობელსა და შვილს შორის იწყება 3 წლის ასაკიდან. ეს არის პირველი სიჯიუტის ასაკი, როდესაც ბავშვი უკვე მიიჩნევს, რომ იგი უკვე დიდია. ითხოვს იმას, რომ რაღაც-რაღაცები გააკეთოს დამოუკიდებლად, მშობლებისთვის ამ დროს ბავშვი არის ძალიან პატარა და არ ანებებს შვილს გააკეთოს რაც მას უნდა. ამას ემთხვევა პირველად საბავშვო ბაღში წაყვანა. როდესაც მშობელს პირველად მიჰყავს ბავშვი იძულებით ბაღში, ბავშვს გონია ხშირ შემთხვევაში, ის იმიტომ  წაიყვანეს, რომ თავისი დამოუკიდებლობით შეაწუხა მშობლები, ისინი ენამოჩლექით იწყებენ ლაპარაკს, რომ მშობელს თავი შეაცოდოს და აღარ წაიყვანოს იქ, ამის შემდეგ შედარებით მშვიდი პერიოდი დგება ბავშვის ცხოვრებაში და იწყება მეორე რთული ეტაპი, ანუ მოზარდობა.

ეს პერიოდი არის დაახლოებით 11-12 დან 15-16 წლამდე ასაკი, როდესაც ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულია, იგი უკვე იწყებს დამოუკიდებლობისკენ არა მხოლოდ სწრაფვას, არამედ მიილტვის იმისაკენ, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მის სამეგობრო წრეში და არა მხოლოდ დაიმკვიდროს ადგილი, არამედ ავტორიტეტიც ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი კონფლიქტებია, იგი არ უჯერებს მშობლებს, მასწავლებლებს და თვლის, რომ თუკი მშობელს დაუჯერებს და მის ჭკუაზე გაივლის, მეგობრები დასცინებენ და შეექმნება მას ცუდი ავტორიტეტი, დედიკოს ბიჭი ან მამიკოს ბიჭი. აი, ასეთი ტერმინები მოქმედებს ამ შემთხვევაში და ამ დროს ყველაზე მეტად მიმართავს ბავშვი ძალადობასაც, ადგილი რომ დაიმკვიდროს თავის წრეში. შემდეგ მოდის ახალგაზრდობის, ჭაბუკობის პერიოდი, როდესაც ხშირია დაპირისპირება მშობლებს და შვილებს შორის და კონფლიქტოლოგიაში ამას უწოდებენ ყველაზე უაზრო ოჯახურ  კონფლიქტებს, როდესაც მიდის დავა, მაგალითად, ტანსაცმელზე, ის რასაც იცვამს ახალგაზრდა, არ მოსწონს მშობელს, ახალგაზრდა ჯიუტად ცდილობს ჩაიცვას ის, რაც მოდურია და რაც ყველას აცვია.

მშობელმა მოზარდობის ასაკში უნდა იმეგობროს ბავშვთან, შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატაროს შვილთან, ისაუბრონ ერთსა და იმავე თემებზე, გამოძებნოს დრო და ისაუბროს, თავისი აზრი კი არ მოახვიოს შვილს, არამედ გააცნოს თავისი შეხედულებები და იმსჯელონ იმ საკითხებზე რაც ბავშვს აინტერესბს.

იდეალური ოჯახი არ არსებობს, ისე როგორც არ არსებობს არაფერი იდეალური. ყველა ოჯახი ფიქრობს, რომ მასაც აქვს გარკვეული პრობლემა და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ყველა ოჯახშია რაღაც შეუთანმებლობა.

გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები და მოვიქცეთ სწორად.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მშობლები ჩვენთვის ყველაზე ახლო ადამიანები არიან და მათზე მეტად არაავინაა დაინტერესებული ჩვენი წარმატებით, კეთილდღეობითა და ბედნიერი მომავლით.

გადაბეჭდვის წესი