უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 867 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
- ტანკი – 10 168 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 21 151 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 23 582 ერთეული [+54]
- MLRS – 1 296 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 081 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 428 ერთეული [+117]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 38 334 ერთეული [+91]
- სპეცტექნიკა – 3 757 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 656 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 44 190 უპილოტო საფრენი აპარატი
- 596 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 698 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 948 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 033 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე






