სიახლეები

ვინ „ისტინგიცა” ბათუმში

30.05.2012 • • 1207
ვინ „ისტინგიცა” ბათუმში

თეონა თურმანიძე

ამ მოსაზრებას კონცერტიდან მესამე დღეს ვწერ. კონცერტამდე სამი დღით ადრე კი მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ბილეთი მაჩუქა. მოულოდნელი სიხარული და იმ დღის ემოცია ბოლომდე გამყვება.

8 საათს სულ რამდენიმე წუთი აკლდა, პიაცასთან ვიყავი. კაბები, ვარცნილობები… გაცისკროვნებული თვალების რიგში ჩავდექი. საზოგადოება არკვევდა ე.წ. „ვიპ“ შესასვლელი რომელი იყო და ვინ საიდან უნდა შესულიყო. „ვიპ“ სტუმრები ერთმანეთს ათვალიერებდნენ, თვალებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს, აჰა, შენ ჩვენიანი ხარ:) (ვხუმრობ, ოღონდ ნახევრად).

რამდენიმე წუთში 2000 ადამიანი თავის ადგილს ეძებდა. კონცერტის დაწყებამდე დარბაზი გადავათვალიერე, 30-მდე ბათუმელი თუ იქნებოდა. ყველა პარტერში იჯდა, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დანარჩენი თბილისიდან იყვნენ. ცნობილი სახეები, მთავრობის წევრები.

აივანზე, ვიპსტუმრები ისხდნენ, პრეზიდენტი მეუღლესთან და შვილთან  ერთად, ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური, ხათუნა კალმახელიძე და სხვები, ბომონდი: აჩი არველაძე მეუღლესთან ერთად, კახა ცისკარიძე მეორე ნახევართან ერთად, ეკა კვესიტაძე შოთა უტიაშვილთან, ეკა კახიანი სამ შვილთან ერთად, ზაზა შენგელია, ლელა წურწუმია მეორე ნახევართან, ლადო ვარძელაშვილი მეუღლესთან ერთად, დათო გომართელი… არ იყო ლევან ვარშალომიძე. თქვეს, რომ ნაწყენია, რადგან აქაური  ბომონდისთვის ამ კონცერტზე მხოლოდ 15 ბილეთი გაიმეტეს.

მე უმაღლესი საბჭოს რიგში, ამ საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ მახარაძის გვერდით შემხვდა ადგილი. მისვლისთანავე მკითხა: „ეს თქვენი ადგილია თუ შეცვალეთ?“ „ჩემია“ – ვპასუხობ და ვჯდები. მის გვერდით საბჭოს სხვა წევრები არიან, წინ კი ნათია სურგულაძე, თემურ კახიძე, გელა დეკანაძე… 15 წუთში კითხვა მეორდება: „საიდან მოსაწვევი?“ ვპასუხობ, რომ მაჩუქეს. „ვინ გაჩუქათ?“ – ეს ასე მნიშვენლოვანია?“ „ეს ჩვენი კვოტაა (უმაღლეს საბჭოს გულისხმობდა), ჩვენი რიგია და აქ თქვენ საიდან?“

ბატონი მიხეილის ცნობისმოყვარეობა ვერაფრით დავაკმაყოფილე. მერე მე ვკითხე- საბჭომ გადაიხადა თანხა თუ თვითონაც საჩუქრად მიიღო ბილეთი? პასუხი ასეთი იყო: „მე ბევრი უაზრო კითხვა დავსვი, ახლა თქვენ მისვამთ ანალოგიურს“… მერე, შუა კონცერტზე უკვე მერამდენედ მახსენებს თავს -„რატომ არ ცეკვავ, არ აყვები?“

ბატონმა მიხეილმა არ იცოდა, ვის კონცერტზე მოვიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ტელეფონის ზარს ასე უპასუხა: „იცი, სად ვარ? დღეს რა კონცერტი იმართებოდა? ჰო, სტინგის, იქ ვარ“.

კონცერტი თითქმის მთელი საათის დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარემ ეს პრეზიდენტის დაგვიანებით ახსნა: „მთავარი ფაქტორი პრეზიდენტია, ქართველების არაპუნქტუალობა არაფერ შუაშია“.

კონცერტზე 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ბატონმა თავმჯდომარემ თქვა: „სტინგი, მინგი არ ვიცი, წავედი სახლში“ და წავიდა.

მიხეილ მახარაძე ერთადერთი არ იყო, ვისაც სტინგის მოსმენა არ აინტერესებდა. პირადად მე, ისეთებსაც შევხვდი, ვინც ამბობდა – ბილეთი მაჩუქეს და რომ არ მოვსულიყავი, არ შეიძლებოდა (მისვლა სავალდებულოდ და არა სასურველად ჩათვალეს). პიაცას ეზოში ასეთი ფრაზებიც გავიგონე – „ბოლოს და ბოლოს სტინგის კონცერტია, ტეხავს რა, საქართველოშია და არ მოხვიდე“.

ვისთვის ტეხავს? ბილეთები საერთოდ რომ არ გაყიდულა და ყველა ნაცნობ-მეგობრობით დაარიგეს, არ ტეხავს?

რატომ არ გაიყიდა ბილეთები ბათუმში? – ვიკითხე კონცერტამდე. აზრი პირველი: იმიტომ, რომ ბათუმში ვერავინ შეიძენდა ამ ფასად ბილეთს (ბათუმი კი ვითარდება, მაგრამ აქ ღარიბი ხალხი ცხოვრობს, 200-მდე ადამიანიც კი ვერ გადაიხდიდა 200 დოლარზე მეტს ბილეთში). აზრი მეორე: პრეზიდენტმა სწორად გათვალა, ამდენი სტუმარი ჩამოიყვანა (მერე რა, რომ ვიღაცას დაავალეს ამ ბილეთების ყიდვა და საჩუქრებად დარიგება. იქ შეკრებილ ხალხს ხომ სულაც არ აინტერესებდა, ვინ აჩუქა მათ ბილეთი), ყველა მათგანმა ხომ სასტუმროში გაათია ღამე, ანუ ეს შემოსავალია.

კონცერტის საოცარი სანახაობა დიახაც აღვიქვი, მაგრამ ამაზე იმდენი დაიწერა და ითქვა, კიდევ რა გითხრათ. კრის ბოტიზე ვერაფერს  ვამბობ, დაუვიწყარი იყო, ბენდი გასაოცარი, გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ სტინგი ძველებურად ვერ იმღერებდა:).

ის ადამიანები კი, ვისაც ძალიან უნდოდათ სტინგის მოსმენა და ვინც მართლა მისი თაყვანისმცემელია, ამ კონცერტზე იმიტომ ვერ მოხვდნენ (90-ლარიან ბილეთებს თუ არ ჩავთვლით), რომ ბილეთი საჩუქრად ვერ მიიღეს.

2 აგვისტოს გათვლა ენრიკე იგლესიასზეა…

გადაბეჭდვის წესი