უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 845 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
- ტანკი – 9 965 ერთეული [+18]
- ჯავშანტექნიკა – 20 737 ერთეული [+16]
- საარტილერიო სისტემა – 22 753 ერთეული [+46]
- MLRS – 1 271 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 055 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 185 ერთეული [+83]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 36 211 ერთეული [+133]
- სპეცტექნიკა – 3 737 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 42 463 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 034 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 276 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 218 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.