ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 2 მატარებლის შეჯახების შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
ბოლო ცნობების თანახმად, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფას, 28 ოქტომბერს, სულ მცირე 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ განაცხადა, რომ ჩქაროსნული მატარებლების შეჯახება ავტომატური მართვის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. მისი თქმით, მართვის ცენტრმა თავდაპირველად ყველა მატარებელი გააჩერა ამ მონაკვეთზე, მაგრამ შემდეგ მიიღო „აუხსნელი“ გადაწყვეტილება მომსახურების განახლების შესახებ, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
მატარებლის შეჯახების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ეს 2026 წელს ესპანეთში მეორე სარკინიგზო ავარიაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2026 წლის იანვარში ანდალუსიაში მატარებლის კატასტროფას 46 ადამიანი ემსხვერპლა.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHEMA MOYA






