უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 277 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +340]
- ტანკი – 4 687 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 8 972 ერთეული [+10]
- საარტილერიო სისტემა – 6 409 ერთეული [+34]
- MLRS – 794 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 536 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 991ერთეული [+34]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 836 ერთეული [+21]
- სპეცტექნიკა – 930 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 482 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 252 უპილოტო საფრენი აპარატი
- 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 210 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 157 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 584 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 590 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]პუტინი „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვდა და ახალი დაჯგუფების შექმნა განიხილა[/yellow_box]
ამავე თემაზე:
ნატო გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინისა და საკუთარი რეზერვებისთვის