მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის ფესტივალი 8 ივლისს დაიწყება – „ლისინ ჯგუფი“

05.07.2023 • 1676
ბათუმის ფესტივალი 8 ივლისს დაიწყება – „ლისინ ჯგუფი“

8 ივლისიდან საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ლისინ ჯგუფი“ ბათუმში ფერად დღესასწაულს იწყებს და მონაწილეებს ზღვა ემოციას ჰპირდება.

ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და 6 ზონას მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ იქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის თავის ადგილს.

თუ მზად ხართ გასტრონომიული მოგზაურობისთვის, მაშინ ფესტივალის კვების ზონა თქვენთვის არის – აქ დაგხვდებათ საქართველოს ყველა კუთხის გასტრონომიული შედევრები, ყველაზე ტკბილი და ფერადი დესერტები, აზიური სამზარეულოს მსოფლიოში აღიარებული კერძები. გასტრონომიული მოგზაურობა ნამდვილად ხანგრძლივი იქნება, ამიტომ, მოემზადეთ.

თუ შოპინგი თქვენი სუსტი მხარეა, მაშინ ფესტივალზე ყველაზე მასშტაბური შოპინგზონა დაგხვდებათ, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი, მრავალფეროვანი არჩევანით.

შავი ზღვის სანაპიროზე დაისი განსაკუთრებულად ლამაზია, კარგ დაისს კი კარგი ფილმი უხდება. სწორედ ამიტომ  ფესტივალი ფილმის მოყვარულებს ღია კინოთეატრის ზონაში უმასპინძლებს.

მთელი დღე ზღვაზე ნებივრობის  შემდეგ არომატული და პიკანტური კოქტეილები  კიდევ უფრო შესანიშნავს გახდის თქვენს დასვენებას – სწორედ ამიტომ ფესტივალზე ბარების ზონას იპოვით, სადაც  ვირტუოზი ბარმენები კოქტეილებთან ერთად საოცარ  შოუებს შემოგთავაზებენ.

ზაფხული, ზღვა და დასვენება, რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია – ფესტივალზე ორი სცენა დაგხვდებათ, სადაც ზღვა ემოციების მისაღებად თქვენს გაწყობაზე ლაივბენდები, სოლოშემსრულებლები და დჯები იზრუნებენ.

ფესტივალის ორგანიზატორებს არც პატარა მეგობრები დაავიწყდათ – მათთვის სპეციალურად მასშტაბური ზონა იქნება მოწყობილი, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, ითამაშებენ ბევრს, გაერთობიან და ისინიც ზღვა ემოციით დაბრუნდებიან სახლში.

ფესტივალის მრავალფეროვნებაზე ბევრი იზრუნეს, რათა ადგილობრივი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის ერთ სივრცეში საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეეთავაზებინათ. ბათუმის ფესტივალი კი საუკეთესო საშუალება იქნება, კიდევ ერთხელ მოექცეს მსოფლიოს ყურადღების ქვეშ საქართველო და ბათუმი.

ამასთან ერთად, ფესტივალი 400-მდე ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ზაფხულის ცხელი დღეები კარიერული წინსვლისთვის გამოიყენონ და ბათუმის ფესტივალზე დასაქმდნენ.

ფესტივალი სტარტს 8 ივლისს აიღებს, 16 ივლისს კი გრანდიოზული გახსნა გელოდებათ, სადაც თქვენს გაწყობაზე იზრუნებენ ანსამბლი „არსიანი“, სოფო ხალვაში ბენდთან ერთად, ბენდი „სისაიდი“, „თამადა“, DJ tobako tween-ი და ადგილობრივი დჯ -ები – ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman-ი.

არ გამოტოვოთ ზაფხულის მთავარი დღესასწაული – ბათუმის ფესტივალი, ადევნეთ თვალი ფესტივალის ვებგვერდს და მიიღეთ ზღვა ემოცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: