უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 231 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
- ტანკი – 4 062 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 7 917 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 4 288 ერთეული [+36]
- MLRS – 656 ერთეული [+9]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 395 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 614 ერთეული [+12]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 865 ერთეული [+22]
- სპეცტექნიკა – 598 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 449 თვითმფრინავი
- 241 ვერტმფრენი
- 4 893 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 535 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 348 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 443 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:






