მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მაისი

13.05.2023 • 1045
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 198 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 3 751 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 7 307 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 3 095 ერთეული [+27]
  • MLRS – 561 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 314 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 665 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 011 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 402 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 424 თვითმფრინავი
  • 231 ვერტმფრენი
  • 4 117 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 119 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 806 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 167 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: