მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა არ შედგა

06.06.2016 • 1129
უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა არ შედგა

დღეს 6 ივნისს, 12:00 საათზე დაგეგმილი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ.  უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა.

„დღის  წესრიგი არა დამტკიცდა და სხდომა დაიხურა, ტექნიკური ხარვეზის გამო. ითქვა, რომ არ იყო სწორად დათვლილი კენჭისყრის ალტერნატიული ვადა. წინადადება დადგა კენჭისყრაზე რომ არ დამტკიცებულიყო დღის წესრიგი და 8 ხმით, დღის წესრიგი არ დამტკიცდა“ – აცხადებენ პრესსამსახურში.

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია დავით ქარცივაძე, წევრობის კანდიდატი კი მამუკა ჯაში.  მათ კანდიდატურებს უმაღლესმა საბჭომ ერთხელ უკვე უყარა კენჭი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ხმების საკმარისი ოდენობა ვერ დააგროვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: